საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ჩვენი შვილები აშავებენ, ცუდად იქცევიან, ჩვენ ხელს ვაფარებთ, შეცდომებზე არ მივუთითებთ"
"როცა ჩვენი შვილები აშავებენ, ცუდად იქცევიან, ჩვენ ხელს ვაფარებთ, შეცდომებზე არ მივუთითებთ"

ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ჩვენ ვებ­რძვით და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენთ, მაგ­რამ არ ვფიქ­რობთ და­ნა­შა­უ­ლის მი­ზე­ზებ­სა და მათ აღ­მო­ფხვრა­ზე.

ჩვენ არ ვუს­მენთ ბავ­შვებს, სა­კუ­თარ შვი­ლებს და ამი­ტომ, ხში­რად მთა­ვა­რი გვე­პა­რე­ბა.

როცა ჩვე­ნი შვი­ლე­ბი აშა­ვე­ბენ, ცუ­დად იქ­ცე­ვი­ან, ჩვენ ხელს ვა­ფა­რებთ, შეც­დო­მებ­ზე არ მი­ვუ­თი­თებთ.

ჩვენ მო­ვი­თხოვთ დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯას ლა­მის ლინ­ჩის წე­სით, მა­შინ­ვე ეშა­ფო­ტოს­თვის ვი­მე­ტებთ და ამით აგ­რე­სი­ას კი­დევ უფრო ვაძ­ლი­ე­რებთ, ვა­ხა­ლი­სებთ ახალ და­ნა­შა­ულს.

ჩვენ ბავ­შვებს ვარ­თმევთ თა­ვი­სუ­ფალ ეზო­ებს, მათ ნაც­ვლად კი ავ­ტო­ფა­რე­ხებს ვა­შე­ნებთ და აღარ ვაძ­ლევთ მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ის და­ხარ­ჯვის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ჩვენ მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ვჩხუ­ბობთ შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით და გო­ნე­ბა­ში ვუ­ლე­ქავთ, რომ ჩი­ხი­დან გა­მო­სა­ვა­ლი აგ­რე­სი­აა, რომ ჩხუ­ბი კარ­გი ტო­ნია.

ჩვენ, ლა­მის ყვე­ლა, ვფიქ­რობთ და შვი­ლებ­საც ვას­წავ­ლით, რომ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა და ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვა უფრო სწო­რია, ვიდ­რე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან თუ მას­წავ­ლებ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

ჩვენ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნის­კენ მა­შინ­ვე თითს ვიშ­ვერთ და გვა­ვი­წყდე­ბა, რომ არც ჩვენ ვართ უცოდ­ველ­ნი.

ჩვენ, მო­რა­ლის­ტე­ბი ვართ. ოღონდ უკე­თე­სის გა­კე­თე­ბას სხვებს ვთხოვთ და თა­ვად ნეკ­საც არ ვა­ტო­კებთ.

ვიდ­რე ჩვენ არ შე­ვიც­ვლე­ბით, არც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი შე­იც­ვლე­ბი­ან, რად­გან მშობ­ლე­ბი მათ­თვის მი­სა­ბაძ­ნი არი­ან.

თუ ჩვენ თავ­ში რა­ღა­ცას არ გა­და­ვატ­რი­ა­ლებთ, შეც­დო­მებ­ზე კვლავ ვერ ვის­წავ­ლით, ხო­რა­ვა­დან მკვლე­ლო­ბა სხვა ქუ­ჩებ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს და სარ­კმელ­თან ჩა­მომ­დგრე­ბი ყო­ველ­თვის ში­შით და­ვე­ლო­დე­ბით სა­კუ­თარ შვი­ლე­ბის შინ ჯან­მრთე­ლად გა­მო­ჩე­ნას".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: ვე­რა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ას "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბი­ან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"როცა ჩვენი შვილები აშავებენ, ცუდად იქცევიან, ჩვენ ხელს ვაფარებთ, შეცდომებზე არ მივუთითებთ"

"როცა ჩვენი შვილები აშავებენ, ცუდად იქცევიან, ჩვენ ხელს ვაფარებთ, შეცდომებზე არ მივუთითებთ"

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"ჩვენ ვებრძვით დანაშაულის ჩამდენთ, მაგრამ არ ვფიქრობთ დანაშაულის მიზეზებსა და მათ აღმოფხვრაზე.

ჩვენ არ ვუსმენთ ბავშვებს, საკუთარ შვილებს და ამიტომ, ხშირად მთავარი გვეპარება.

როცა ჩვენი შვილები აშავებენ, ცუდად იქცევიან, ჩვენ ხელს ვაფარებთ, შეცდომებზე არ მივუთითებთ.

ჩვენ მოვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას ლამის ლინჩის წესით, მაშინვე ეშაფოტოსთვის ვიმეტებთ და ამით აგრესიას კიდევ უფრო ვაძლიერებთ, ვახალისებთ ახალ დანაშაულს.

ჩვენ ბავშვებს ვართმევთ თავისუფალ ეზოებს, მათ ნაცვლად კი ავტოფარეხებს ვაშენებთ და აღარ ვაძლევთ მოზღვავებული ენერგიის დახარჯვის საშუალებას.

ჩვენ მშობლები ერთმანეთთან ვჩხუბობთ შვილების თანდასწრებით და გონებაში ვულექავთ, რომ ჩიხიდან გამოსავალი აგრესიაა, რომ ჩხუბი კარგი ტონია.

ჩვენ, ლამის ყველა, ვფიქრობთ და შვილებსაც ვასწავლით, რომ დანაშაულის დაფარვა და ქუჩური გარჩევა უფრო სწორია, ვიდრე სამართალდამცავებთან თუ მასწავლებლებთან თანამშრომლობა.

ჩვენ დანაშაულის ჩამდენისკენ მაშინვე თითს ვიშვერთ და გვავიწყდება, რომ არც ჩვენ ვართ უცოდველნი.

ჩვენ, მორალისტები ვართ. ოღონდ უკეთესის გაკეთებას სხვებს ვთხოვთ და თავად ნეკსაც არ ვატოკებთ.

ვიდრე ჩვენ არ შევიცვლებით, არც ჩვენი შვილები შეიცვლებიან, რადგან მშობლები მათთვის მისაბაძნი არიან.

თუ ჩვენ თავში რაღაცას არ გადავატრიალებთ, შეცდომებზე კვლავ ვერ ვისწავლით, ხორავადან მკვლელობა სხვა ქუჩებზე გადაინაცვლებს და სარკმელთან ჩამომდგრები ყოველთვის შიშით დაველოდებით საკუთარ შვილების შინ ჯანმრთელად გამოჩენას".

წაიკითხეთ ასევე: ვერაზე დატრიალებული ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს