Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე - მანდატურებს მოსწავლეების შემოწმების და გაჩხრეკის უფლება არ აქვთ
მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე - მანდატურებს მოსწავლეების შემოწმების და გაჩხრეკის უფლება არ აქვთ

გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, ლე­ვან ზარ­და­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­მოწ­მე­ბის და გა­ჩხრე­კის უფ­ლე­ბა არ აქვს.

რო­გორც ზარ­და­ლიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს სკო­ლა­ში ბავ­შვზე ზრუნ­ვის ფუნ­ქცია აქვს და არა კონ­ტრო­ლის.

"მან­და­ტურს აქვს გარ­კვე­უ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი, რო­მელ­საც ის ნამ­დვი­ლად ას­რუ­ლებს. წე­ლი­წად­ში ერთხელ მან­და­ტუ­რი გა­დის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ წვრთნას, რომ­ლის შემ­დე­გაც გა­მოც­დას აბა­რებს. რო­გორც იცით, 2013 წლი­დან მან­და­ტუ­რის ფუნ­ქცი­ებ­ში აღარ შე­დის სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და პე­და­გო­გის კონ­ტრო­ლი, თუმ­ცა მას შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს ბავ­შვზე ზრუნ­ვის და პირ­ვე­ლა­დი სა­გან­გა­შო ნიშ­ნე­ბის ამოც­ნო­ბის ფუნ­ქცია. ამ შემ­თხვე­ვა­ში მე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე, გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყავ­დათ თუ არა მან­და­ტუ­რებს მშობ­ლე­ბი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. ამა­ზე თა­ვად მან­და­ტუ­რებს უნდა ჰკი­თხოთ. რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­მოწ­მე­ბას, ეს ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რა­ი­მე ეჭვი გაჩ­ნდე­ბა, თუ და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ ბავ­შვი აგ­რე­სი­უ­ლია, ვი­ღა­ცას ემუქ­რე­ბა. ეს არის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი იმი­სა, რომ ჰკი­თხო ბავ­შვს, რამე ხომ არ უდევს ჯი­ბე­ში. ბავ­შვის გა­ჩხრე­კის უფ­ლე­ბა, გარ­და პო­ლი­ცი­ი­სა, არა­ვის აქვს. ბავ­შვი რომ გა­ჩხრი­კო, უნდა გა­მო­ი­ძა­ხო პო­ლი­ცია. ზო­გა­დად, მან­და­ტურს ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ზრუნ­ვის ფუნ­ქცია აქვს და არა კონ­ტრო­ლის. მან­და­ტურ­მა რომ პო­ლი­ცი­ე­ლი ჩა­ა­ნაც­ვლოს, ასე­თი პრაქ­ტი­კა არის აშშ-ში, მაგ­რამ ჩვენ­თან არა. აშშ-ში შემ­თხვე­ვე­ბი ბევ­რად უფრო მე­ტად უსი­ა­მოვ­ნო და სის­ხლი­ა­ნია, ვიდ­რე აქ. ამი­ტომ ჩვენ ზრუნ­ვის მე­თოდს ვირ­ჩევთ", - გა­ნა­ცხა­და ზარ­და­ლიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლა­ში პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღის არ­სე­ბო­ბას, რო­გორც ზარ­და­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მას ბავ­შვე­ბის­გან აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სკო­ლა­ში არა პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი, არა­მედ სა­თა­მა­შო ია­რა­ღი იყო.

"ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით, რო­მელ­მა ბავ­შვმა მო­მა­წო­და ეს ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს არის სა­თა­მა­შო ია­რა­ღი", - აღ­ნიშ­ნა ზარ­და­ლიშ­ვილ­მა.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის, მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის გან­ცხა­დე­ბით, სკო­ლებ­ში მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის როლი გაძ­ლი­ერ­დე­ბა. ამას­თან, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა ცოტა ხნის წინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბით, სკო­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ჩა­ერ­თვე­ბა.

"გუ­შინ შევ­ხვდი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს. ჩვენ ერ­თსუ­ლო­ვა­ნი ვართ იმა­ში, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით სა­მი­ნის­ტრო­ებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა. შევ­თან­ხმდით, რომ შე­იქ­მნე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც პრე­ვენ­ცი­ის კონ­კრე­ტულ გეგ­მა­სა და პრო­ცესს სრულ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას გა­უ­წევს. სა­მუ­შაო ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი იმ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბენ. უკვე დავ­სა­ხეთ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის სტრა­ტე­გია. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ასე­ვე მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს შო­რის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა. ასე­ვე გა­და­წყდა, რომ სა­წყის ეტაპ­ზე სკო­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გში ჩა­ერ­თვე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. გარ­და ამი­სა, გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა სკო­ლებ­ში პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­ინ­ფორ­მა­ციო აქ­ტი­ვო­ბე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის და სას­კო­ლო დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვის, ბუ­ლინ­გი­სა და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა.

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე - მანდატურებს მოსწავლეების შემოწმების და გაჩხრეკის უფლება არ აქვთ

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე - მანდატურებს მოსწავლეების შემოწმების და გაჩხრეკის უფლება არ აქვთ

განათლების და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ზარდალიშვილის განცხადებით, მანდატურის სამსახურს სკოლაში მოსწავლეების შემოწმების და გაჩხრეკის უფლება არ აქვს.

როგორც ზარდალიშვილმა ჟურნალისტებს 51-ე საჯარო სკოლაში ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მანდატურის სამსახურს სკოლაში ბავშვზე ზრუნვის ფუნქცია აქვს და არა კონტროლის.

"მანდატურს აქვს გარკვეული ფუნქციები, რომელსაც ის ნამდვილად ასრულებს. წელიწადში ერთხელ მანდატური გადის ძალიან სერიოზულ წვრთნას, რომლის შემდეგაც გამოცდას აბარებს. როგორც იცით, 2013 წლიდან მანდატურის ფუნქციებში აღარ შედის სკოლის ადმინისტრაციის და პედაგოგის კონტროლი, თუმცა მას შენარჩუნებული აქვს ბავშვზე ზრუნვის და პირველადი საგანგაშო ნიშნების ამოცნობის ფუნქცია. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, გაფრთხილებული ჰყავდათ თუ არა მანდატურებს მშობლები კონფლიქტური სიტუაციის შესახებ. ამაზე თავად მანდატურებს უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება მოსწავლეების შემოწმებას, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ეჭვი გაჩნდება, თუ დაინახავენ, რომ ბავშვი აგრესიულია, ვიღაცას ემუქრება. ეს არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჰკითხო ბავშვს, რამე ხომ არ უდევს ჯიბეში. ბავშვის გაჩხრეკის უფლება, გარდა პოლიციისა, არავის აქვს. ბავშვი რომ გაჩხრიკო, უნდა გამოიძახო პოლიცია. ზოგადად, მანდატურს ბავშვთან ურთიერთობაში ზრუნვის ფუნქცია აქვს და არა კონტროლის. მანდატურმა რომ პოლიციელი ჩაანაცვლოს, ასეთი პრაქტიკა არის აშშ-ში, მაგრამ ჩვენთან არა. აშშ-ში შემთხვევები ბევრად უფრო მეტად უსიამოვნო და სისხლიანია, ვიდრე აქ. ამიტომ ჩვენ ზრუნვის მეთოდს ვირჩევთ", - განაცხადა ზარდალიშვილმა.

რაც შეეხება სკოლაში პნევმატური იარაღის არსებობას, როგორც ზარდალიშვილმა აღნიშნა, მას ბავშვებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სკოლაში არა პნევმატური იარაღი, არამედ სათამაშო იარაღი იყო.

"ნამდვილად ვერ გეტყვით, რომელმა ბავშვმა მომაწოდა ეს ინფორმაცია, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის სათამაშო იარაღი", - აღნიშნა ზარდალიშვილმა.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში მანდატურის სამსახურის როლი გაძლიერდება. ამასთან, როგორც განათლების მინისტრმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრთან მიღწეული შეთანხმებით, სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.

"გუშინ შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ აუცილებელია დანაშაულის პრევენციის მიზნით სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის კონკრეტულ გეგმასა და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. უკვე დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია. პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, ასევე მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ