მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
27 წლის მერი, რომელიც ქალაქს მესენჯერით მართავდა, დააპატიმრეს
27 წლის მერი, რომელიც ქალაქს მესენჯერით მართავდა, დააპატიმრეს

ბომ ჟარ­დი­მის მერი, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ქა­ლაქს მე­სენ­ჯე­რით WhatsApp მარ­თავ­და, და­ა­პა­ტიმ­რეს და ცი­ხე­ში სულ მცი­რე 14 წელს გა­ა­ტა­რებს. მას გა­ნათ­ლე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით რე­ა­ლის მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

მას შემ­დეგ, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მისი და­ჭე­რა გა­და­წყვი­ტეს, 27 წლის ლი­დი­ენ ლე­ი­ტი ქა­ლაქ სან-ლუ­იზ­ში გა­იქ­ცა, სა­დაც ფუ­ფუ­ნე­ბით ცხოვ­რობ­და და სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქის ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს "ვოთ­სა­ფით" ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და.

ლე­ი­ტი 39 დღის მან­ძილ­ზე იმა­ლე­ბო­და, შემ­დეგ კი პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი 2 წელ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი ლე­იტს 14 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

ბომ ჟარ­დი­მი ბრა­ზი­ლი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი ქა­ლა­ქია, სა­დაც 40 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. ბევ­რი ოჯა­ხი შვილს სკო­ლა­ში მხო­ლოდ იმი­ტომ ატა­რებს, რომ იქ დღე­ში ერთხელ უფა­სოდ საკ­ვე­ბი ეკუთ­ვნით. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ლე­ი­ტის მმარ­თვე­ლო­ბის დროს სკო­ლებ­ში ბავ­შვებს აღარ აჭ­მევ­დნენ და სწო­რედ ეს გახ­და პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მე­რის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და­ი­წყეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნა­ხეს მე­რის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გვერ­დე­ბი, სა­დაც ჩან­და, რო­გორ მდიდ­რუ­ლად ცხოვ­რობ­და ლი­დი­ე­ნი.

"სა­ნამ მერი გავ­ხდე­ბო­დი, ღა­რი­ბი ვი­ყა­ვი, მყავ­და "ლენდ რო­ვე­რი", ახლა კი "ტო­ი­ო­ტა"SW4-ით დავ­დი­ვარ. შე­იძ­ლე­ბა, უფრო მდიდ­რუ­ლი მან­ქა­ნაც ვი­ყი­დო, რად­გან, მად­ლო­ბა ღმერ­თს, მაქვს ამის­თვის საკ­მა­რი­სი ფული," - და­წე­რა "ინ­სტაგ­რამ­ზე" ლე­იტ­მა.

ამას­თან, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ყვე­ლაფ­რის ყიდ­ვა შე­ეძ­ლო, რა­საც მო­ი­სურ­ვებ­და და სუ­ლაც არ ადარ­დებ­და, ამის შე­სა­ხებ რას ფიქ­რობ­და ხალ­ხი.

მას შემ­დეგ, რაც ბრა­ზი­ლი­ელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მისი და­კა­ვე­ბა გა­და­წყვი­ტეს, ლე­ი­ტი ქა­ლა­ქი­დან გა­იქ­ცა და სა­კუ­თარ ხელ­ქვე­ი­თებს "უოთ­სა­ფის" სა­შუ­ა­ლე­ბით უკავ­შირ­დე­ბო­და. ეუბ­ნე­ბო­და, რომ ჯერ კი­დევ მერი იყო და უკ­რძა­ლავ­და პრო­კუ­რო­რებ­თან სა­უ­ბარს.

ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფილ მერს ჯერ კი­დევ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­როს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია independent.co.uk-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

27 წლის მერი, რომელიც ქალაქს მესენჯერით მართავდა, დააპატიმრეს

27 წლის მერი, რომელიც ქალაქს მესენჯერით მართავდა, დააპატიმრეს

ბომ ჟარდიმის მერი, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე ქალაქს მესენჯერით WhatsApp მართავდა, დააპატიმრეს და ციხეში სულ მცირე 14 წელს გაატარებს. მას განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან მილიონობით რეალის მითვისებას ედავებიან.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მისი დაჭერა გადაწყვიტეს, 27 წლის ლიდიენ ლეიტი ქალაქ სან-ლუიზში გაიქცა, სადაც ფუფუნებით ცხოვრობდა და საკუთარი ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს "ვოთსაფით" ეკონტაქტებოდა.

ლეიტი 39 დღის მანძილზე იმალებოდა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.

სასამართლო პროცესები 2 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, საბოლოოდ კი ლეიტს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ბომ ჟარდიმი ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქია, სადაც 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ბევრი ოჯახი შვილს სკოლაში მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ იქ დღეში ერთხელ უფასოდ საკვები ეკუთვნით. ადგილობრივების თქმით, ლეიტის მმართველობის დროს სკოლებში ბავშვებს აღარ აჭმევდნენ და სწორედ ეს გახდა პირველი მიზეზი, რის გამოც მერის საქმიანობის გამოკვლევა დაიწყეს.

სამართალდამცველებმა ნახეს მერის სოციალური ქსელების გვერდები, სადაც ჩანდა, როგორ მდიდრულად ცხოვრობდა ლიდიენი.

"სანამ მერი გავხდებოდი, ღარიბი ვიყავი, მყავდა "ლენდ როვერი", ახლა კი "ტოიოტა"SW4-ით დავდივარ. შეიძლება, უფრო მდიდრული მანქანაც ვიყიდო, რადგან, მადლობა ღმერთს, მაქვს ამისთვის საკმარისი ფული," - დაწერა "ინსტაგრამზე" ლეიტმა.

ამასთან, სოციალურ ქსელში აღნიშნავდა, რომ ყველაფრის ყიდვა შეეძლო, რასაც მოისურვებდა და სულაც არ ადარდებდა, ამის შესახებ რას ფიქრობდა ხალხი.

მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა მისი დაკავება გადაწყვიტეს, ლეიტი ქალაქიდან გაიქცა და საკუთარ ხელქვეითებს "უოთსაფის" საშუალებით უკავშირდებოდა. ეუბნებოდა, რომ ჯერ კიდევ მერი იყო და უკრძალავდა პროკურორებთან საუბარს.

ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ყოფილ მერს ჯერ კიდევ აქვს საშუალება, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს