კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მირზა სუბელიანის განცხადება გათავისულებაზე მთავარმა პროკურორმა დააკმაყოფილა
მირზა სუბელიანის განცხადება გათავისულებაზე მთავარმა პროკურორმა დააკმაყოფილა

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლის, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე ერთ-ერთი მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლია. მან მთა­ვარ პრო­კუ­რორს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თხოვ­ნით გუ­შინ მი­მარ­თა, რის მი­ზე­ზა­დაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, N51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ცხრე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს (სუ­ბე­ლი­ა­ნის ვაჟი) და უფ­როსკლა­სე­ლებს შო­რის, კონ­ფლიქ­ტი სა­პირ­ფა­რე­შო­ში და­ი­წყო. ერთ-ერ­თმა უფ­როსკლა­სელ­მა მათ უთხრა, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ორი­ვეს სკო­ლის გა­რეთ შეხ­ვდე­ბოდ­ნენ. მომ­ხდა­რის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის ვაჟ­მა, ვი­ნა­ი­დან მას­თან კონ­ფლიქ­ტში მყო­ფე­ბი იყ­ვნენ მას­ზე ასა­კით უფ­რო­სე­ბი, დახ­მა­რე­ბის­თვის არას­რულ­წლო­ვან ნა­თე­სავს - მ.კ.-ს და­უ­რე­კა და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უამ­ბო. თა­ვის მხრივ მ.კ, რო­მე­ლიც სუ­ბე­ლი­ა­ნე­ბისს ნა­თე­სა­ვია შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად მი­ვი­და და სწო­რედ ამის შემ­დეგ ჰან­ვი­თარ­და ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

სუ­ბე­ლი­ა­ნე­ბის ნა­თე­სა­ვი, არას­რულ­წლო­ვა­ნი მ.კ-ს მშო­ბე­ლი, თ.კ. და­კა­ვე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის. ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ თ.კ.-სთვის, ასე­ვე, მისი შვი­ლე­ბის - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 2001 წელს და­ბა­დე­ბულ­მა, არას­რულ­წლო­ვან­მა გ.ჯ.-მ (მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მი­მალ­ვა­შია) გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ქა­ლა­ქე თ.კ. და­კა­ვე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს, მან გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ "შვილ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად იყო შემ­სწრე მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბის, პირ­ველ დე­კემ­ბერსვე გა­მოვ­ცხად­დი პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში, ჩემ­მა შვილ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებს მის­ცა ამომ­წუ­რა­ვი ჩვე­ნე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან".

სუ­ბე­ლი­ა­ნი მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. იქამ­დე კი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის პოს­ტი ეკა­ვა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და პრო­ბა­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის და ლტოლ­ვილ­თა ამ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრ სო­ზარ სუ­ბა­რის ნა­თე­სა­ვია. თუმ­ცა, მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნუ­ლი უარ­ყო მას შემ­დეგ, რაც სუ­ბე­ლი­ა­ნი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში უწყე­ნის გენ.ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა. მი­ნის­ტრის თქმით, მას­სა და სუ­ბე­ლი­ანს შო­რის არა თუ ახლო ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი, შე­საძ­ლე­ბე­ლია შო­რე­უ­ლიც არ იყოს: "მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­ზე ჩემი არ­ჩე­ვა­ნი შე­ჩერ­და, რად­გან მას პირ­ველ რიგ­ში და­დე­ბი­თად სა­კუ­თა­რი კო­ლე­გე­ბი ახა­სი­ა­თე­ბენ. ასე­ვე ვთვლი, რომ ის კარ­გი პრო­ფე­სი­უ­ნა­ლია და აქვს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის სა­ჭი­რონ პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი".

ამას­თან, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, სოსო ხუ­ციშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ბის არა­ვი­თა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და:

"სუ­ბე­ლი­ან­მა გუ­შინ მი­მარ­თა გან­ცხა­დე­ბით მთა­ვარ პრო­კუ­რორს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნა­თე­ლი იყოს, რომ გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს შს სა­მი­ნის­ტრო, ხოლო პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს რა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბიც იყო აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვე­რა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა ვერ ექ­ნე­ბო­და ამას­თან, ვი­ნა­ი­დან საქ­მე­ზე საპ­რო­კუ­რო­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის შს სა­მი­ნის­ტროს გა­მო­ძი­ე­ბის საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა, ხოლო სუ­ბე­ლი­ა­ნი მუ­შა­ობ­და მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კად­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც კი, რომ ამ საქ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ეხ­დი­ნა, გა­მო­რი­ცხუ­ლია. მან პოს­ტი და­ტო­ვა ზუს­ტად იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ მომ­ხდა­რი­ყო ამ საქ­მე­ზე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

მირზა სუბელიანის განცხადება გათავისულებაზე მთავარმა პროკურორმა დააკმაყოფილა

მირზა სუბელიანის განცხადება გათავისულებაზე მთავარმა პროკურორმა დააკმაყოფილა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უწყების თანამშრომლის, მირზა სუბელიანის განცხადება დააკმაყოფილა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების მონაწილე ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია. მან მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით გუშინ მიმართა, რის მიზეზადაც მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილება დაასახელა.

როგორც ცნობილია, N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს (სუბელიანის ვაჟი) და უფროსკლასელებს შორის, კონფლიქტი საპირფარეშოში დაიწყო. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. მომხდარის შემდეგ პროკურატურის თანამშრომლის ვაჟმა, ვინაიდან მასთან კონფლიქტში მყოფები იყვნენ მასზე ასაკით უფროსები, დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს - მ.კ.-ს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო. თავის მხრივ მ.კ, რომელიც სუბელიანებისს ნათესავია შემთხვევის ადგილზე მეგობრებთან ერთად მივიდა და სწორედ ამის შემდეგ ჰანვითარდა ტრაგიკული მოვლენები.

სუბელიანების ნათესავი, არასრულწლოვანი მ.კ-ს მშობელი, თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ (მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც მიმალვაშია) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

რაც შეეხება მირზა სუბელიანს, მან განცხადებაში აღნიშნა, რომ "შვილთან ერთად, რომელიც ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების, პირველ დეკემბერსვე გამოვცხადდი პოლიციის სამმართველოში, ჩემმა შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან".

სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. იქამდე კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტი ეკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი, სასჯელაღსრულების და პრობაციის ყოფილი მინისტრის და ლტოლვილთა ამჟამინდელი მინისტრ სოზარ სუბარის ნათესავია. თუმცა, მინისტრმა აღნიშნული უარყო მას შემდეგ, რაც სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროში უწყენის გენ.ინსპექციის უფროსად დაინიშნა. მინისტრის თქმით, მასსა და სუბელიანს შორის არა თუ ახლო ნათესაური კავშირი, შესაძლებელია შორეულიც არ იყოს: "მირზა სუბელიანზე ჩემი არჩევანი შეჩერდა, რადგან მას პირველ რიგში დადებითად საკუთარი კოლეგები ახასიათებენ. ასევე ვთვლი, რომ ის კარგი პროფესიუნალია და აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირონ პიროვნული თვისებები".

ამასთან, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორის, სოსო ხუციშვილის განმარტებით, მირზა სუბელიანს გამოძიებაზე ზემოქმედების მოხდების არავითარი საშუალება არ აქვს. ამის შესახებ პროკურორმა სასამართლოში განაცხადა:

"სუბელიანმა გუშინ მიმართა განცხადებით მთავარ პროკურორს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მინდა საზოგადოებისთვის ნათელი იყოს, რომ გამოძიებას აწარმოებს შს სამინისტრო, ხოლო პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს. შესაბამისად, მირზა სუბელიანს რა სპეკულაციებიც იყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ვერანაირი შემხებლობა ვერ ექნებოდა ამასთან, ვინაიდან საქმეზე საპროკურორო ხელმძღვანელობას ახორციელებს თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილება, ხოლო სუბელიანი მუშაობდა მთავარი პროკურატურის კადრების განყოფილებაში და თეორიული შანსიც კი, რომ ამ საქმეზე ზემოქმედება მოეხდინა, გამორიცხულია. მან პოსტი დატოვა ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ არ მომხდარიყო ამ საქმეზე სპეკულაციები", - განაცხადა ხუციშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს