საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოდან არ გასულა - რა ინფორმაცია აქვს პროკურატურას
სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოდან არ გასულა - რა ინფორმაცია აქვს პროკურატურას

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, იო­სებ ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ძებ­ნილ პირს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თი­ლი არ აქვს.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რათა მოხ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის და­კა­ვე­ბა.

ამას­თან, პრო­კუ­რო­რი გა­მო­ძი­ე­ბის სხვა დე­ტა­ლებ­ზე, მათ შო­რის საქ­მის მა­სა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის­გან გა­მომ­დი­ნა­რე, თავს იკა­ვებს.

"საქ­მეს იძი­ებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. სა­მი­ნის­ტრო ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ატა­რებს იმ სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა, რომ დად­გინ­დეს პი­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი მისი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით. ამ დრო­ის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­დაკ­ვე­თი­ლი არ აქვს", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

ასე­ვე, პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ძებ­ნი­ლი პი­რის მი­მარ­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­სა­მარ­თლო­ში მკაც­რი მო­თხოვ­ნა ექ­ნე­ბა და იშუ­ამ­დგომ­ლებს, რომ მა­საც და­უს­წრებ­ლად აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დოს.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 51-ე სკო­ლის ორი მოს­წავ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერთი პირი და­კა­ვე­ბუ­ლია, მე­ო­რე კი ამ დრომ­დე მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოდან არ გასულა - რა ინფორმაცია აქვს პროკურატურას

სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოდან არ გასულა - რა ინფორმაცია აქვს პროკურატურას

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, გამოძიების მიერ მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს.

როგორც პროკურორმა განმარტა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მოხდეს აღნიშნული პირის დაკავება.

ამასთან, პროკურორი გამოძიების სხვა დეტალებზე, მათ შორის საქმის მასალებზე საუბრისგან, გამოძიების ინტერესებისგან გამომდინარე, თავს იკავებს.

"საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ატარებს იმ საგამოძიებო და ოპერატიულ ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა, რომ დადგინდეს პირის ადგილსამყოფელი მისი დაკავების მიზნით. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემებით, მას საქართველოს საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს", - განაცხადა ხუციშვილმა.

ასევე, პროკურორის განმარტებით, ძებნილი პირის მიმართაც პროკურატურას სასამართლოში მკაცრი მოთხოვნა ექნება და იშუამდგომლებს, რომ მასაც დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.

საქალაქო სასამართლოში 51-ე სკოლის ორი მოსწავლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ერთი პირი დაკავებულია, მეორე კი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ