პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები
რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

მოს­წავ­ლე­ო­ბა - ეს ის პე­რი­ო­დია, როცა მო­ზარდს წიგ­ნი­სა და კი­თხვის სიყ­ვა­რუ­ლი უყა­ლიბ­დე­ბა. წა­სა­კი­თხი ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვა კი მარ­ტი­ვი საქ­მე ნამ­დვი­ლად არაა. ამ დროს სწო­რი რჩე­ვის მი­ცე­მა ყვე­ლას ნამ­დვი­ლად არ შე­უძ­ლია. მშობ­ლე­ბი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ მას­წავ­ლე­ბელს ამ კი­თხვით, თუ რა წიგ­ნი მის­ცენ შვილს წა­სა­კი­თხად. ამ სა­კი­თხის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" და­ი­წყო სე­რი­ის "მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნის" გა­მო­ცე­მა. სე­რი­ა­ში ქარ­თუ­ლი და ნა­თარ­გმნი ლი­ტე­რა­ტუ­რა რამ­დე­ნი­მე ასა­კობ­რი­ვი ჯგუფ­ზეა გათ­ვლი­ლი.

"სე­რია მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ვი­წყეთ. ის მო­ი­ცავს ქარ­თულ და უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლია, რომ მოს­წავ­ლემ ზრდას­რუ­ლო­ბის ასა­კამ­დე წა­ი­კი­თხოს. ეს არის ერ­თგვა­რი დამ­ხმა­რე სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის. ლი­ტე­რა­ტუ­რა ასა­კობ­რი­ვად და კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით არის და­ყო­ფი­ლი," - გან­მარ­ტავს "პა­ლიტ­რა L-ის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მაია ალუ­და­უ­რი.

სე­რი­ის ფარ­გლებ­ში უკვე გა­მო­ცე­მუ­ლია 30-ზე მეტი წიგ­ნი. ცოტა ხნის წინ კი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან.

"სა­წყის ეტაპ­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვა, ანო­ტა­ცი­ე­ბის და და­ნარ­თე­ბის შედ­გე­ნა ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, რე­დაქ­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ხდე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დავ­დე­ქით იმ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე, რომ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და კომ­პე­ტენ­ცია ამ­გვა­რი ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად აღარ იყო საკ­მა­რი­სი. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გოგ­თა ასო­ცი­ა­ცია დაგ­ვიდ­გა მხარ­ში. ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვა­ში, ასა­კობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით და­ჯუ­ფე­ბა­ში, ანო­ტა­ცი­ე­ბის შედ­გე­ნა­ში. ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და­ნარ­თე­ბის შედ­გე­ნა­შიც რომ­ლე­ბიც კი­თხვებ­სა და ლა­ბი­რინ­თებს ან კროს­ვორ­დებს მო­ი­ცავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ებს წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რებ­სა და და­მახ­სოვ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა," - და­მა­ტა მაია ალუ­და­ურ­მა.

პრო­ექ­ტში უფრო აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვას აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე გია მურ­ღუ­ლი­აც, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ზო­გა­დად კუ­რი­რებს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს. თა­ვად პრო­ექ­ტით კი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია.

მშობ­ლე­ბი ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან, რა წა­ვა­კი­თხოთ ბავ­შვებს. სე­რია "მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნი" ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა მშობ­ლებ­საც და ბავ­შვებ­საც, რომ გე­მოვ­ნე­ბა და­იხ­ვე­წონ. ძა­ლი­ან მომ­წონს წიგ­ნე­ბის და­ნარ­თიც. კი­თხვე­ბი ისეა შედ­გე­ნი­ლი, რომ ში­ნა­ა­რის უკეთ აღ­ქმას და და­მახ­სოვ­რე­ბას უწყობს ხელს. პა­ტა­რა მკი­თხველს წა­ა­ქე­ზებს, რომ უკეთ ჩას­წვდნენ ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვარ იდე­ას, ავ­ტო­რის სათ­ქმელს. სა­მო­მავ­ლოდ მეც უფრო აქ­ტი­უ­რად ვა­პი­რებ ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თვას. ანო­ტა­ცი­ებს და­ვუ­წერ წიგ­ნებს. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ისიც, რომ ამ პრო­ექტს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან და ეს მათ­თვი­საც დიდი გა­მოწ­ვე­ვა და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბაა," - გან­მარ­ტავს გია მურ­ღუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით უკვე შედ­გე­ნი­ლია 10-მდე წიგ­ნი, რო­მელ­თა გა­მო­ცე­მაც წლის ბო­ლომ­დე ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა. პრო­ექ­ტი კი 2018 წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

მოსწავლეობა - ეს ის პერიოდია, როცა მოზარდს წიგნისა და კითხვის სიყვარული უყალიბდება. წასაკითხი ლიტერატურის შერჩევა კი მარტივი საქმე ნამდვილად არაა. ამ დროს სწორი რჩევის მიცემა ყველას ნამდვილად არ შეუძლია. მშობლები ხშირად მიმართავენ მასწავლებელს ამ კითხვით, თუ რა წიგნი მისცენ შვილს წასაკითხად. ამ საკითხის გასამარტივებლად გამომცემლობა "პალიტრა L-მა" დაიწყო სერიის "მოსწავლის არჩევანის" გამოცემა. სერიაში ქართული და ნათარგმნი ლიტერატურა რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფზეა გათვლილი.

"სერია მოსწავლის არჩევანი რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ის მოიცავს ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, რომელიც სასურველია, რომ მოსწავლემ ზრდასრულობის ასაკამდე წაიკითხოს. ეს არის ერთგვარი დამხმარე საორიენტაციოდ მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ლიტერატურა ასაკობრივად და კლასების მიხედვით არის დაყოფილი," - განმარტავს "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური.

სერიის ფარგლებში უკვე გამოცემულია 30-ზე მეტი წიგნი. ცოტა ხნის წინ კი პროექტის ფარგლებში გამომცემლობამ თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციასთან.

"საწყის ეტაპზე ლიტერატურის შერჩევა, ანოტაციების და დანართების შედგენა ჩვენი თანამშრომლების, რედაქტორების დახმარებით ხდებოდა. მოგვიანებით დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენი გამოცდილება და კომპეტენცია ამგვარი ამოცანის შესასრულებლად აღარ იყო საკმარისი. ამ სიტუაციაში საქართველოს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაცია დაგვიდგა მხარში. ასოციაციის წევრები გვეხმარებიან ლიტერატურის შერჩევაში, ასაკობრივი თვალსაზრისით დაჯუფებაში, ანოტაციების შედგენაში. ისინი მონაწილეობენ დანართების შედგენაშიც რომლებიც კითხვებსა და ლაბირინთებს ან კროსვორდებს მოიცავს. აღნიშნული დავალებები მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებსა და დამახსოვრებაში ეხმარება," - დამატა მაია ალუდაურმა.

პროექტში უფრო აქტიურად ჩართვას აპირებს საქართველოს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციის თავმჯდომარე გია მურღულიაც, რომელიც ამჟამად ზოგადად კურირებს მიმდინარე პროცესს. თავად პროექტით კი ძალიან კმაყოფილია.

მშობლები ხშირად გვეკითხებიან, რა წავაკითხოთ ბავშვებს. სერია "მოსწავლის არჩევანი" ძალიან დაეხმარება მშობლებსაც და ბავშვებსაც, რომ გემოვნება დაიხვეწონ. ძალიან მომწონს წიგნების დანართიც. კითხვები ისეა შედგენილი, რომ შინაარის უკეთ აღქმას და დამახსოვრებას უწყობს ხელს. პატარა მკითხველს წააქეზებს, რომ უკეთ ჩასწვდნენ ნაწარმოების მთავარ იდეას, ავტორის სათქმელს. სამომავლოდ მეც უფრო აქტიურად ვაპირებ ამ პროცესში ჩართვას. ანოტაციებს დავუწერ წიგნებს. მისასალმებელია ისიც, რომ ამ პროექტს ახალგაზრდა ადამიანები ქმნიან და ეს მათთვისაც დიდი გამოწვევა და საინტერესო გამოცდილებაა," - განმარტავს გია მურღულია.

საქართველოს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციასთან თანამშრომლობით უკვე შედგენილია 10-მდე წიგნი, რომელთა გამოცემაც წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება. პროექტი კი 2018 წელსაც გაგრძელდება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს