პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მოზარდებზე
რას ჰყვება პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მოზარდებზე

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჯი­ბე­ში და­ნას ჩა­ი­დებს, ვფიქ­რობ, პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ხა­თუ­ნა ბა­რა­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, 1-ელ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ორი­ვე მო­ზარ­დი მისი სკო­ლის მოს­წავ­ლეა.

მი­სი­ვე თქმით, 51-ე და პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­სა და პე­და­გო­გებს ერ­თმა­ნეთ­თან რა­ი­მე სა­ხის და­პი­რის­პი­რე­ბა აქამ­დე არას­დროს ჰქო­ნი­ათ. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოს­წავ­ლე და­ნით შე­სუ­ლი­ყო, დი­რექ­ტორ­მა უპა­სუ­ხა, რომ "ამას ვერ გა­მო­რი­ცხავს".

"ადა­მი­ა­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა, რო­მე­ლიც ასეთ არა­და­მი­ა­ნურ ქმე­დე­ბას ჩა­ი­დენს, არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ არა­ერ­თხელ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია ჩხრე­კა სკო­ლა­ში, ოღონდ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში. ჩხრე­კას სის­ტე­მა­ტი­უ­რად ვა­წარ­მო­ებთ, არი­ან რის­კის ჯგუ­ფის ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მეტ ყუ­რა­დღე­ბას ვი­ჩენთ. ხოლო ის, რაც მოხ­და, არის კა­ტას­ტრო­ფა", - გა­ნა­ცხა­და დი­რექ­ტორ­მა.

ამას­თან, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დღეს ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლი 6 გაკ­ვე­თილს და­ეს­წრო.

"ერთი, რო­მე­ლიც იძებ­ნე­ბა, სკო­ლა­ში იმ დღეს სა­ერ­თოდ არ ბრძან­დე­ბო­და, მე­ო­რე მოს­წავ­ლე ექ­ვსი გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბას ეს­წრე­ბო­და. ხოლო შემ­დეგ რა მოხ­და, ამა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა ისა­უბ­რებს. 51-ე და პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. რა­ი­მე სა­ხის და­პი­რის­პი­რე­ბა, ღელ­ვა ან შფოთ­ვა, არა­ფე­რი შეგ­ვიმ­ჩნე­ვია", - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ბა­რა­ბა­ძემ.

ასე­ვე ხა­თუ­ნა ბა­რა­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ამ დრომ­დე ის არ და­უ­კი­თხავთ.

პირ­ველ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დი­ლი­დან ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა სკო­ლის შე­ნო­ბას­თან იმ­ყო­ფე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

რას ჰყვება პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მოზარდებზე

რას ჰყვება პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მოზარდებზე

ადამიანი, რომელიც ჯიბეში დანას ჩაიდებს, ვფიქრობ, პოტენციური მკვლელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ განუცხადა.

სკოლის დირექტორის განცხადებით, 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ორივე მოზარდი მისი სკოლის მოსწავლეა.

მისივე თქმით, 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ერთმანეთთან რაიმე სახის დაპირისპირება აქამდე არასდროს ჰქონიათ. რაც შეეხება კითხვას, შეიძლებოდა თუ არა სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლე დანით შესულიყო, დირექტორმა უპასუხა, რომ "ამას ვერ გამორიცხავს".

"ადამიანის დახასიათება, რომელიც ასეთ არადამიანურ ქმედებას ჩაიდენს, არ შეიძლება. ჩვენ არაერთხელ ჩაგვიტარებია ჩხრეკა სკოლაში, ოღონდ დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში. ჩხრეკას სისტემატიურად ვაწარმოებთ, არიან რისკის ჯგუფის ბავშვები, რომლებთანაც მეტ ყურადღებას ვიჩენთ. ხოლო ის, რაც მოხდა, არის კატასტროფა", - განაცხადა დირექტორმა.

ამასთან, სკოლის დირექტორის განმარტებით, უბედური შემთხვევის დღეს ერთ-ერთი ბრალდებული მოსწავლე სკოლაში საერთოდ არ იმყოფებოდა, ხოლო მეორე ბრალდებული 6 გაკვეთილს დაესწრო.

"ერთი, რომელიც იძებნება, სკოლაში იმ დღეს საერთოდ არ ბრძანდებოდა, მეორე მოსწავლე ექვსი გაკვეთილის მსვლელობას ესწრებოდა. ხოლო შემდეგ რა მოხდა, ამაზე პროკურატურა ისაუბრებს. 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ხელმძღვანელობასა და მოსწავლეებს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო. რაიმე სახის დაპირისპირება, ღელვა ან შფოთვა, არაფერი შეგვიმჩნევია", - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

ასევე ხათუნა ბარაბაძის განცხადებით, სამართალდამცველებს ამ დრომდე ის არ დაუკითხავთ.

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სასწავლო პროცესი დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა სკოლის შენობასთან იმყოფება საპატრულო პოლიცია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი