პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებო, ჩვენს შვილებს უჭირთ... ნუ იფიქრებთ, რომ აღზრდის დრო დასრულდა და ახლა "რჩენაა" მთავარი..."
"მშობლებო, ჩვენს შვილებს უჭირთ... ნუ იფიქრებთ, რომ აღზრდის დრო დასრულდა და ახლა "რჩენაა" მთავარი..."

თბი­ლის­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას - მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩხუ­ბის შე­დე­გად 2 არას­რულ­წლო­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ვებ-გვერ­დი mshoblebi.ge ეხ­მა­უ­რე­ბა:

"შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ თბი­ლის­ში ორი მო­ზარ­დის სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის ფაქტს. როცა საქ­მე მო­ზარ­დის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს ეხე­ბა, ამ დროს მშობ­ლის ფაქ­ტო­რის გა­მო­რი­ცხვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

უკვე მე­ო­თხე წე­ლია ჩვე­ნი ვებგ­ვერ­დი mshoblebi.ge არ­სე­ბობს და ვცდი­ლობთ, მშობ­ლის­თვის ყვე­ლა მტკივ­ნე­ულ სა­კითხს შე­ვე­ხოთ. ფეხ­მძი­მო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, მო­ხუ­ცი მშობ­ლე­ბი­თა და ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ვცდი­ლობთ, არ გა­მოგ­ვრჩეს არა­ფე­რი, რაც ამა თუ იმ ეტაპ­ზე მშობ­ლე­ბის სა­ფიქ­რა­ლი თუ სა­დარ­დე­ბე­ლი ხდე­ბა.

რა თქმა უნდა, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­იკ­ვე­თა შე­და­რე­ბით კი­თხვა­დი და ნაკ­ლე­ბად აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი და გუ­ლის­ტკი­ვი­ლით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მო­ზარ­დთა (ე.წ. თი­ნე­ი­ჯერ­თა) პრობ­ლე­მე­ბი ყო­ველ­თვის მკი­თხვე­ლის და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­ტე­ხის, ყვე­ლა­ზე რთულ ასაკ­ში მყო­ფი მო­ზარ­დე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი თე­მე­ბით მშო­ბელ­თა აუ­დი­ტო­რია ნაკ­ლე­ბად ინ­ტე­რეს­დე­ბა.

მათ შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფერს კი­თხუ­ლო­ბენ, ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გულ­გრი­ლია მო­ზარ­დე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ და რო­გორც ჩანს, ამ საკ­მა­ოდ რთუ­ლი ასა­კის ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბიც ბო­ლომ­დე ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ "უკვე გაზ­რდილ" შვილ­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა ყუ­რა­დღე­ბა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ცხოვ­რე­ბის წესი, სა­მე­გობ­რო წრე...

ჰგო­ნი­ათ, რომ შვი­ლე­ბი უკვე და­ზარ­დეს და ახლა მთა­ვა­რი მათი ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სწავ­ლა და მო­მავ­ლის და­გემ­ვაა. ამი­ტომ მთელს დრო­სა და ენერ­გი­ას მუ­შა­ო­ბა­ში, ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში დე­ბენ, რათა წა­მოზ­რდილ შვილს მო­მავ­ლის შექ­მნა­ში ხელი შე­უ­წყონ...

სი­ნამ­დვი­ლე­ში, კი მო­ზარ­დებს ყვე­ლა­ზე მე­ტად მშობ­ლის­გან დრო, ყუ­რა­დღე­ბა, მოთ­მი­ნე­ბა, სით­ბო და გა­გე­ბა სჭირ­დე­ბათ...

ჩვენს შვი­ლებს უჭირთ... უფრო მე­ტად უჭირთ, ვიდ­რე მა­შინ, სი­ა­რულს, სა­უ­ბარს და სა­კუ­თა­რი ხე­ლით ჭა­მას რომ სწავ­ლობ­დნენ. ნუ იფიქ­რებთ, რომ აღ­ზრდის დრო დას­რულ­და და ახლა "რჩე­ნაა" მთა­ვა­რი. ჩვენ ყვე­ლა­ზე უკეთ გვეს­მის, რამ­ხე­ლა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა შვი­ლე­ბის მოვ­ლას, აღ­ზრდას, მათ­თვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მას და ისიც ვი­ცით, ამის­თვის დღე და ღა­მის გას­წო­რე­ბა რომ უწევთ მშობ­ლებს... მაგ­რამ რა აზრი აქვს თავ­და­დე­ბას, თუ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - მათი სი­ცო­ცხლე და უსაფრ­თხო­ე­ბა დად­გა ეჭვქვეშ...

mshoblebi.ge ყვე­ლა მშო­ბელს შვი­ლე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბას უსურ­ვებს და კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ, მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოთ და მე­ტად გა­ერ­კვეთ მო­ზარ­დთა ასა­კობ­რივ სირ­თუ­ლე­ებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"მშობლებო, ჩვენს შვილებს უჭირთ... ნუ იფიქრებთ, რომ აღზრდის დრო დასრულდა და ახლა "რჩენაა" მთავარი..."

"მშობლებო, ჩვენს შვილებს უჭირთ... ნუ იფიქრებთ, რომ აღზრდის დრო დასრულდა და ახლა "რჩენაა" მთავარი..."

თბილისში მომხდარ ტრაგედიას - მოსწავლეების ჩხუბის შედეგად 2 არასრულწლოვანის გარდაცვალებას, ვებ-გვერდი mshoblebi.ge ეხმაურება:

"შეუძლებელია, არ გამოვეხმაუროთ თბილისში ორი მოზარდის საზარელი მკვლელობის ფაქტს. როცა საქმე მოზარდის მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება, ამ დროს მშობლის ფაქტორის გამორიცხვა წარმოუდგენელია.

უკვე მეოთხე წელია ჩვენი ვებგვერდი mshoblebi.ge არსებობს და ვცდილობთ, მშობლისთვის ყველა მტკივნეულ საკითხს შევეხოთ. ფეხმძიმობიდან დაწყებული, მოხუცი მშობლებითა და ოჯახური ურთიერთობებით დამთავრებული, ვცდილობთ, არ გამოგვრჩეს არაფერი, რაც ამა თუ იმ ეტაპზე მშობლების საფიქრალი თუ სადარდებელი ხდება.

რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა შედარებით კითხვადი და ნაკლებად აქტუალური საკითხები და გულისტკივილით აღვნიშნავთ, რომ მოზარდთა (ე.წ. თინეიჯერთა) პრობლემები ყოველთვის მკითხველის დაბალი აქტივობით გამოირჩევა. სამწუხაროდ, გარდატეხის, ყველაზე რთულ ასაკში მყოფი მოზარდების პრობლემებზე მომზადებული თემებით მშობელთა აუდიტორია ნაკლებად ინტერესდება.

მათ შესახებ თითქმის არაფერს კითხულობენ, ანუ საზოგადოება გულგრილია მოზარდების პრობლემების მიმართ და როგორც ჩანს, ამ საკმაოდ რთული ასაკის ბავშვების მშობლებიც ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რომ "უკვე გაზრდილ" შვილსაც ესაჭიროება ყურადღება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ემოციური მდგომარეობა, ცხოვრების წესი, სამეგობრო წრე...

ჰგონიათ, რომ შვილები უკვე დაზარდეს და ახლა მთავარი მათი ფინანსური უზრუნველყოფა, სწავლა და მომავლის დაგემვაა. ამიტომ მთელს დროსა და ენერგიას მუშაობაში, ფინანსების მოძიებაში დებენ, რათა წამოზრდილ შვილს მომავლის შექმნაში ხელი შეუწყონ...

სინამდვილეში, კი მოზარდებს ყველაზე მეტად მშობლისგან დრო, ყურადღება, მოთმინება, სითბო და გაგება სჭირდებათ...

ჩვენს შვილებს უჭირთ... უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე მაშინ, სიარულს, საუბარს და საკუთარი ხელით ჭამას რომ სწავლობდნენ. ნუ იფიქრებთ, რომ აღზრდის დრო დასრულდა და ახლა "რჩენაა" მთავარი. ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რამხელა მატერიალური რესურსი სჭირდება შვილების მოვლას, აღზრდას, მათთვის განათლების მიცემას და ისიც ვიცით, ამისთვის დღე და ღამის გასწორება რომ უწევთ მშობლებს... მაგრამ რა აზრი აქვს თავდადებას, თუ ყველაზე მთავარი - მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება დადგა ეჭვქვეშ...

mshoblebi.ge ყველა მშობელს შვილების ბედნიერებას უსურვებს და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ და მეტად გაერკვეთ მოზარდთა ასაკობრივ სირთულეებში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი