პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში ნარკომანიასთან ბრძოლას ცდილობენ - როგორ ეხმაურებიან ენგურს გაღმა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას?
აფხაზეთში ნარკომანიასთან ბრძოლას ცდილობენ - როგორ ეხმაურებიან ენგურს გაღმა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას?

სო­ხუმ­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ახალ ფა­ზა­ში შე­ვი­და, თუმ­ცა, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ეს გზა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. გა­სულ დღე­ებ­ში, ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრო­დან ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით, 18 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მათ ნა­წილს ფუ­ლა­დი ჯა­რი­მის გა­დახ­და და 15 დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და­ე­კის­რა.

უკვე წლე­ბია, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ნარ­კო­მა­ნი­ას "ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის" პრობ­ლე­მას უწო­დებს. ე.წ. შს მი­ნის­ტრ ას­ლან კო­ბა­ხი­ას თქმით, "ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან და და­ნა­შა­უ­ლის სხვა სა­შიშ სა­ხე­ო­ბებ­თან, მათ შო­რის ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლა, მარ­ტო ძა­ლი­ან უჭირს. სა­ჭი­როა, ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა", - აღ­ნიშ­ნა მან რუ­სეთ-აფხა­ზე­თის "ერ­თობ­ლი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის" შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას.

სწო­რედ ამ ცენ­ტრის მუ­შა­ო­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბია შს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, - რო­გორ უნდა მოხ­დეს ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცია, ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობს.

ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლებ­თან მო­მუ­შა­ვე "ჯან­სა­ღი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ ქარ­დი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ტარ­დე­ბა, მი­სა­ღე­ბია, თუკი ის ნამ­დვი­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას, რად­გან ვი­თა­რე­ბა კრი­ტი­კულ ზღვარს გა­დას­ცდა და წელს, შარ­შან­დელ­ზე მეტი ახალ­გაზ­რდა მო­იხ­მარს ნარ­კო­ტიკს, გან­სა­კუთ­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მი­ნია, ე.წ. ლი­რი­კა, რო­მე­ლიც თით­ქმის ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

დე ფაქ­ტო გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ადა­მურ თარ­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლა სა­ზღვრი­დან უნდა და­ი­წყოს.

"ჯერ კი­დევ გა­ზა­ფხულ­ში გან­ვი­ხი­ლავ­დით ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზებს, გვქონ­და გეგ­მე­ბი და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ეტა­პობ­რი­ვად ვა­პი­რებ­დით, თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლად არის, ვიდ­რე გვე­გო­ნა და ასე, ერთი ხე­ლის მოს­მით არ მოგ­ვარ­დე­ბა... აფხა­ზეთ­ში უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მე­ტა­დო­ნი­სა და მა­რი­ხუ­ა­ნას გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით. მე­ტა­დო­ნი სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­დის, ამი­ტო­მაც, სა­ზღვარ­ზე კონ­ტრო­ლი უნდა გამ­კაცრ­დეს...

უამ­რა­ვი მომ­ხმა­რე­ბე­ლი და რე­ა­ლი­ზა­ტო­რი გვყავს, ნარ­კო­ტი­კე­ბი აფხა­ზეთ­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად მარ­ტი­ვად, პირ­და­პირ ჯი­ბით შე­მო­აქვთ, იმი­ტომ, რომ სა­ზღვრის კონ­ტრო­ლი არ არ­სე­ბობს... სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ ნა­კა­დი­დან მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლის გა­მოვ­ლე­ნას ახერ­ხე­ბენ, რაც, ცხა­დია, საკ­მა­რი­სი არ არის," - აცხა­დებს თარ­ბა.

ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს ახალ წა­მო­წყე­ბას იმე­დი­ა­ნი გან­წყო­ბით ხვდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი და მი­აჩ­ნი­ათ, რომ პრე­ვენ­ცია, თუნ­დაც თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­დან უნდა და­ი­წყოს. გზებ­ზე ობი­ექ­ტი­უ­რი კონ­ტრო­ლი უნდა და­წეს­დეს. ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მძღოლს, პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვა­ზე უნდა ჩა­მო­ერ­თვას მარ­თვის მოწ­მო­ბა უვა­დოდ, პლუს, გა­და­ი­ხა­დოს ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა ან სუ­ლაც შე­უ­ფარ­დონ ერ­თთვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა, – წე­რენ აფხა­ზე­ბი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლის თქმით, 18-ვე აფხა­ზი "ძა­ლო­ვა­ნი", რო­მე­ლიც ნარ­კო­ტეს­ტის შე­დე­გად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რან­გით და­ბა­ლი იყო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ "სა­მი­ნის­ტრო­ში", "პარ­ლა­მენ­ტსა" და ნე­ბის­მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­და იმი­სა, რომ მო­იხ­მა­რენ ნარ­კო­ტიკს, ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ბიზ­ნესს კუ­რი­რე­ბენ კი­დეც და შე­მო­სა­ვა­ლიც აქვთ, თუმ­ცა მათი შე­მოწ­მე­ბა არა­ვის მოს­ვლია აზ­რად...

ასე­ვე, აფხა­ზე­ბი ნა­ხევ­რად იუ­მო­რით წე­რენ, რომ მათ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ი­გეს, რომ "სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ხუ­ა­ნას "ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის" (რო­გორ მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ტერ­მი­ნო­ლო­გი­ე­ბის სწო­რი აღ­ქმა იქაც პრობ­ლე­მაა. -ავტ.) შე­სა­ხებ და ახლა იქით ჩვე­ნე­ბი მხო­ლოდ ნარ­კო­მა­ნი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ აღარ გა­დავ­ლენ... - წე­რენ ისი­ნი და გა­ცხა­რე­ბუ­ლი კა­მა­თო­ბენ, თუ რა შე­დეგს მო­უ­ტანს ეს "სა­ქარ­თვე­ლოს..." ერთი ნა­წი­ლის მტკი­ცე­ბით, "ბოლო წლე­ბია, ენ­გურს იქით, ამ პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვის გზე­ბი და მენ­ტა­ლო­ბაც შე­იც­ვა­ლა". 

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

აფხაზეთში ნარკომანიასთან ბრძოლას ცდილობენ - როგორ ეხმაურებიან ენგურს გაღმა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას?

აფხაზეთში ნარკომანიასთან ბრძოლას ცდილობენ - როგორ ეხმაურებიან ენგურს გაღმა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას?

სოხუმში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა, თუმცა, რამდენად ეფექტური იქნება ეს გზა, ჯერჯერობით უცნობია. გასულ დღეებში, ე.წ. შს სამინისტროდან ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ გამოყენების ბრალდებით, 18 თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ ნაწილს ფულადი ჯარიმის გადახდა და 15 დღიანი პატიმრობა დაეკისრა.

უკვე წლებია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობა ნარკომანიას "ეროვნული უსაფრთხოების" პრობლემას უწოდებს. ე.წ. შს მინისტრ ასლან კობახიას თქმით, "ორგანიზებულ დანაშაულთან და დანაშაულის სხვა საშიშ სახეობებთან, მათ შორის ნარკომანიასთან ბრძოლა, მარტო ძალიან უჭირს. საჭიროა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა", - აღნიშნა მან რუსეთ-აფხაზეთის "ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის" შესახებ საუბრისას.

სწორედ ამ ცენტრის მუშაობის პირველი ნაბიჯებია შს თანამშრომლების გათავისუფლება. თუმცა, კონკრეტული პასუხი კითხვაზე, - როგორ უნდა მოხდეს ნარკომანიის პრევენცია, ჯერ კიდევ არ არსებობს.

ნარკოდამოკიდებულებთან მომუშავე "ჯანსაღი ცენტრის" ხელმძღვანელი თემურ ქარდი ამბობს, რომ ყველანაირი ინიციატივა, რომელიც ამ მიმართულებით გატარდება, მისაღებია, თუკი ის ნამდვილად ემსახურება ნარკოტიკების გავრცელების პრევენციას, რადგან ვითარება კრიტიკულ ზღვარს გადასცდა და წელს, შარშანდელზე მეტი ახალგაზრდა მოიხმარს ნარკოტიკს, განსაკუთრებით გავრცელებულია სააფთიაქო ნარკომინია, ე.წ. ლირიკა, რომელიც თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

დე ფაქტო გენპროკურატურის წარმომადგენელი ადამურ თარბა მიიჩნევს, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა საზღვრიდან უნდა დაიწყოს.

"ჯერ კიდევ გაზაფხულში განვიხილავდით ამ პრობლემის მოგვარების გზებს, გვქონდა გეგმები და მის განხორციელებას ეტაპობრივად ვაპირებდით, თუმცა, ყველაფერი გაცილებით რთულად არის, ვიდრე გვეგონა და ასე, ერთი ხელის მოსმით არ მოგვარდება... აფხაზეთში უმძიმესი მდგომარეობაა, მეტადონისა და მარიხუანას გავრცელების კუთხით. მეტადონი საზღვარგარეთიდან შემოდის, ამიტომაც, საზღვარზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს...

უამრავი მომხმარებელი და რეალიზატორი გვყავს, ნარკოტიკები აფხაზეთში წარმოუდგენლად მარტივად, პირდაპირ ჯიბით შემოაქვთ, იმიტომ, რომ საზღვრის კონტროლი არ არსებობს... სამართალდამცველები ამ ნაკადიდან მხოლოდ მცირე ნაწილის გამოვლენას ახერხებენ, რაც, ცხადია, საკმარისი არ არის," - აცხადებს თარბა.

ე.წ. შს სამინისტროს ახალ წამოწყებას იმედიანი განწყობით ხვდება ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და მიაჩნიათ, რომ პრევენცია, თუნდაც თვალსაჩინოებისთვის, მაღალჩინოსნებიდან უნდა დაიწყოს. გზებზე ობიექტიური კონტროლი უნდა დაწესდეს. ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ მძღოლს, პირველივე შემთხვევაზე უნდა ჩამოერთვას მართვის მოწმობა უვადოდ, პლუს, გადაიხადოს ფულადი ჯარიმა ან სულაც შეუფარდონ ერთთვიანი პატიმრობა, – წერენ აფხაზები.

საზოგადოების მეორე ნაწილის თქმით, 18-ვე აფხაზი "ძალოვანი", რომელიც ნარკოტესტის შედეგად გაათავისუფლეს, რანგით დაბალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ "სამინისტროში", "პარლამენტსა" და ნებისმიერ დაწესებულებაში არიან გავლენიანი ადამიანები, რომლებიც გარდა იმისა, რომ მოიხმარენ ნარკოტიკს, ამ დანაშაულებრივ ბიზნესს კურირებენ კიდეც და შემოსავალიც აქვთ, თუმცა მათი შემოწმება არავის მოსვლია აზრად...

ასევე, აფხაზები ნახევრად იუმორით წერენ, რომ მათ სოციალური ქსელის საშუალებით გაიგეს, რომ "საქართველოში მარიხუანას "ლეგალიზაციის" (როგორ მოსალოდნელი იყო, ტერმინოლოგიების სწორი აღქმა იქაც პრობლემაა. -ავტ.) შესახებ და ახლა იქით ჩვენები მხოლოდ ნარკომანიის სამკურნალოდ აღარ გადავლენ... - წერენ ისინი და გაცხარებული კამათობენ, თუ რა შედეგს მოუტანს ეს "საქართველოს..." ერთი ნაწილის მტკიცებით, "ბოლო წლებია, ენგურს იქით, ამ პრობლემის დაძლევის გზები და მენტალობაც შეიცვალა". 

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?