პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურის თანამშრომელი, რომლის შვილი 51-ე სკოლასთან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა, განცხადებას ავრცელებს
პროკურატურის თანამშრომელი, რომლის შვილი 51-ე სკოლასთან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა, განცხადებას ავრცელებს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი, რომ­ლის შვი­ლი ა.ს. 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მომ­ხდარ ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"პირ­ველ რიგ­ში მინ­და უდი­დე­სი მწუ­ხა­რე­ბა გა­მოვ­თქვა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის, ორი მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მა­რი ვუ­თხრა მათ მშობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს. გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი და უაღ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ახალ­გაზ­რდებს შო­რის მსგავ­სი და­პი­რის­პი­რე­ბა და ის ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი, რა­მაც მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მათ შო­რის მეც შოკ­ში ჩაგ­ვაგ­დო.

ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ამ უმ­ძი­მეს შემ­თხვე­ვას ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ­მა ჯგუ­ფებ­მა ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი და­უ­კავ­ში­რეს, შეგ­ნე­ბუ­ლად და­ა­მა­ხინ­ჯეს ფაქ­ტე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დეს მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია.

მინ­და ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ვმარ­ტო, რომ ჩემს შვილ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად იყო შემ­სწრე მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბის, პირ­ველ დე­კემ­ბერსვე გა­მოვ­ცხა­დი პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში, ჩემ­მა შვილ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებს მის­ცა ამომ­წუ­რა­ვი ჩვე­ნე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან.

იმის მი­უ­ხედ­ვად, რომ ჩემი შვი­ლი ამ საქ­მე­ში მოწ­მეა, რად­გან არ მინ­და ჩრდი­ლი მი­ად­გეს გა­მო­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბას, რაც უპირ­ვე­ლელ ყოვ­ლი­სა ჩემი ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებ­შია, მე მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს, გან­ცხა­დე­ბით სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ. იმე­დი მაქვს, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ მა­ინც და­ას­რუ­ლე­ბენ სპე­კუ­ლა­ცი­ებს და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ნორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ად­გი­ნოს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სი­მარ­თლე ძა­ლი­ან მალე დად­გინ­დე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა კი­თხვას გას­ცემს ამომ­წუ­რავ პა­სუხს" , - ნათ­ვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ორი პირი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა. არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბია აღ­წე­რი­ლი.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "დე­დას შვი­ლი ოთხი წელი არ ჰყავ­და ნა­ნა­ხი და ცო­ცხალ­საც ვერ ჩა­მო­უს­წრო" - რას ჰყვე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­დაც­ვლილ მოს­წავ­ლე­ზე ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი

პროკურატურის თანამშრომელი, რომლის შვილი 51-ე სკოლასთან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა, განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის თანამშრომელი, რომლის შვილი 51-ე სკოლასთან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა, განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა სუბელიანი, რომლის შვილი ა.ს. 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"პირველ რიგში მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა დატრიალებული ტრაგედიის, ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მათ მშობლებსა და მეგობრებს. გამაოგნებელი და უაღრესად შემაშფოთებელია ახალგაზრდებს შორის მსგავსი დაპირისპირება და ის ტრაგიკული შედეგი, რამაც მთელი საზოგადოება და მათ შორის მეც შოკში ჩაგვაგდო.

ჩემდა სამწუხაროდ, ამ უმძიმეს შემთხვევას ადამიანების გარკვეულმა ჯგუფებმა ჩემი სახელი და გვარი დაუკავშირეს, შეგნებულად დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია.

მინდა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვმარტო, რომ ჩემს შვილთან ერთად, რომელიც ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების, პირველ დეკემბერსვე გამოვცხადი პოლიციის სამმართველოში, ჩემმა შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

იმის მიუხედვად, რომ ჩემი შვილი ამ საქმეში მოწმეა, რადგან არ მინდა ჩრდილი მიადგეს გამოძიების ობიექტურობას, რაც უპირველელ ყოვლისა ჩემი ოჯახის ინტერესებშია, მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც დაასრულებენ სპეკულაციებს და საგამოძიებო ორგანოს ნორმალურ გარემოში ექნება შესაძლებლობა დაადგინოს ჭეშმარიტება. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ძალიან მალე დადგინდება და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს" , - ნათვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პროკურატურამ 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი დანაშაულისთვის ორი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო უწყებამ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარის დეტალებია აღწერილი.

ასევე დაგაინტერესებთ: "დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო" - რას ჰყვება საავადმყოფოში გარდაცვლილ მოსწავლეზე ოჯახის ახლობელი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ