პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის პროკურატურის თანამშრომელი, რომლის შვილი 51-ე სკოლასთან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა
ვინ არის პროკურატურის თანამშრომელი, რომლის შვილი 51-ე სკოლასთან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლის შვი­ლი 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის შვილს ა.ს-სა და მის თა­ნაკ­ლა­სელს თ.ჩ-ს გაკ­ვე­თი­ლებს შო­რის არ­სე­ბულ შეს­ვე­ნე­ბა­ზე, სა­პირ­ფა­რე­შო­ში ექ­ვსი უფ­როსკლა­სე­ლი დახ­ვდათ, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თმა მათ პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი მი­უშ­ვი­რა, რა­საც ამ უკა­ნას­კნე­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა, რაც გა­და­ი­ზარ­და სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. ის, რომ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ერთი პი­რის, ა.ს-ს მშო­ბე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ობს, ამას უწყე­ბა­შიც ადას­ტუ­რე­ბენ.

"ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ერთი პი­რის, ა.ს.-ს მშო­ბე­ლი მარ­თლაც არის პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­კი, თუმ­ცა იგი 2014 წლი­დან მუ­შა­ობს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში და მას და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც აღ­ნიშ­ნულ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და არც სხვა რო­მე­ლი­მე გა­მო­ძი­ე­ბას­თან, არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვს და არც შე­იძ­ლე­ბა, რომ ჰქონ­დეს", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეა. მა­ნამ­დე კი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის პოს­ტი ეკა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ორი პირი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა. არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბია აღ­წე­რი­ლი.

თამ­თა კა­კა­უ­რი­ძე

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "დე­დას შვი­ლი ოთხი წელი არ ჰყავ­და ნა­ნა­ხი და ცო­ცხალ­საც ვერ ჩა­მო­უს­წრო" - რას ჰყვე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­დაც­ვლილ მოს­წავ­ლე­ზე ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ვინ არის პროკურატურის თანამშრომელი, რომლის შვილი 51-ე სკოლასთან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა

ვინ არის პროკურატურის თანამშრომელი, რომლის შვილი 51-ე სკოლასთან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის თანამშრომელი, რომლის შვილი 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, მირზა სუბელიანია. როგორც ცნობილია, მირზა სუბელიანის შვილს ა.ს-სა და მის თანაკლასელს თ.ჩ-ს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. ის, რომ ინციდენტში მონაწილე ერთი პირის, ა.ს-ს მშობელი პროკურატურაში მუშაობს, ამას უწყებაშიც ადასტურებენ.

"ინციდენტში მონაწილე ერთი პირის, ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი, თუმცა იგი 2014 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და მას დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მირზა სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. მანამდე კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტი ეკავა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი დანაშაულისთვის ორი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო უწყებამ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარის დეტალებია აღწერილი.

თამთა კაკაურიძე

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: "დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო" - რას ჰყვება საავადმყოფოში გარდაცვლილ მოსწავლეზე ოჯახის ახლობელი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ