მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა - გვსურს გამოვეხმაუროთ ინფორმაციას, თითქოს მკვლელობაში ბრალდებულის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია...
პროკურატურა - გვსურს გამოვეხმაუროთ ინფორმაციას, თითქოს მკვლელობაში ბრალდებულის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია...

მთა­ვა­რი პრო­კურ­ტუ­რა უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთი-ერთი პი­რის ოჯა­რის წევ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ზო­გი­ერ­თი პი­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს­და შე­საძ­ლო მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნის მშო­ბე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია და ამით ხელი ეშ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას. უპირ­ვე­ლეს ყოვლსა ხაზი უნდა გა­ეს­ვას იმ გა­რე­ო­მე­ბას, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე არას­რულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არც ერთი ოჯა­ხის წევ­რი ან/და ახლო ნა­თე­სა­ვი არ არის პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­კი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნით და გან­ზრახ ცდი­ლობს პრო­კუ­რა­ტუ­რის და მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

თუმ­ცა, აქვე პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე კი­დევ ერთი პი­რის, ა.ს.-ს მშო­ბე­ლი მარ­თლაც არის პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­კი, თუმ­ცა იგი 2014 წლი­დან მუ­შა­ობს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში და მას და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც აღ­ნიშ­ნულ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და არც სხვა რო­მე­ლი­მე გა­მო­ძი­ე­ბას­თან, არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვს და არც შე­იძ­ლე­ბა, რომ ჰქონ­დეს.

"ასე­ვე ხაზი უნდა გა­ეს­ვას იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შაკ­თან ვერც ერთ საქ­მე­ზე ვე­რა­ნა­ირ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ზე და მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი არ არ­სე­ბობს. ასე­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის შიდა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი პრო­კუ­რო­რი, რომ­ლის მი­მარ­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს თუნ­დაც კი­თხვე­ბი გარ­კვე­უ­ლი პი­რა­დი მო­ტი­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­საძ­ლო მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა­ზე და­უ­ყო­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აცი­ლე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მი­დან.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირი არას­რულ­წლო­ვა­ნია, ასე­ვე ხსე­ნე­ბულ პირ­თა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა კა­ნო­ნით შე­ზღუ­დუ­ლია მო­ახ­დი­ნოს ხსე­ნე­ბულ პირ­თა მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად და სწრა­ფად ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რომ­ლის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დე­ბა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ: რა მოხ­და 51-ე სკო­ლა­ში 1 დე­კემ­ბერს და რამ გა­მო­იწ­ვია მოს­წავ­ლე­ე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა - პრო­კუ­რა­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

პროკურატურა - გვსურს გამოვეხმაუროთ ინფორმაციას, თითქოს მკვლელობაში ბრალდებულის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია...

პროკურატურა - გვსურს გამოვეხმაუროთ ინფორმაციას, თითქოს მკვლელობაში ბრალდებულის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია...

მთავარი პროკურტურა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ერთი-ერთი პირის ოჯარის წევრი პროკურატურის თანამშრომელია, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს გამოვეხმაუროთ, სოციალური ქსელის საშუალებით ზოგიერთი პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა შესაძლო მკვლელობის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია და ამით ხელი ეშლება გამოძიებას. უპირველეს ყოვლსა ხაზი უნდა გაესვას იმ გარეომებას, რომ აღნიშნულ საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არც ერთი ოჯახის წევრი ან/და ახლო ნათესავი არ არის პროკურატურის მუშაკი. აღნიშნული სიცრუის გავრცელებით გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და განზრახ ცდილობს პროკურატურის და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

თუმცა, აქვე პროკურატურა განმარტავს, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი, თუმცა იგი 2014 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და მას დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს.

"ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესაური კავშირი პროკურატურის მუშაკთან ვერც ერთ საქმეზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე გამოძიებაზე და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პროკურატურის შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ნებისმიერი პროკურორი, რომლის მიმართაც შესაძლებელია არსებობდეს თუნდაც კითხვები გარკვეული პირადი მოტივების გათვალისწინებით შესაძლო მიკერძოებულობაზე დაუყონებლივ იქნება აცილებული სისხლის სამართლის საქმიდან.

იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანია, ასევე ხსენებულ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კანონით შეზღუდულია მოახდინოს ხსენებულ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება. აღნიშნულ საქმეზე მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

წაიკითხეთ: რა მოხდა 51-ე სკოლაში 1 დეკემბერს და რამ გამოიწვია მოსწავლეების დაპირისპირება - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ