კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო" - რას ჰყვება საავადმყოფოში გარდაცვლილ მოსწავლეზე ოჯახის ახლობელი
"დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო" - რას ჰყვება საავადმყოფოში გარდაცვლილ მოსწავლეზე ოჯახის ახლობელი

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. 51-ე სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას 2 მო­ზარ­დი ემსხვერ­პლა. 16 წლის ბი­ჭებს ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს. ერთი დაჭ­რი­ლი, ლ.დ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, რაც შე­ე­ხე­ბა დ.ს-ს, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 12 ჭრი­ლო­ბით, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს, სამი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მო­ზარ­დის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ჩხუბ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე და­ა­კა­ვა 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ. გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 109-ე მუხ­ლით).

წა­ი­კი­თხეთ: რა მოხ­და 51-ე სკო­ლა­ში 1 დე­კემ­ბერს და რამ გა­მო­იწ­ვია მოს­წავ­ლე­ე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა - პრო­კუ­რა­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის დ.ს-ის დედა შემ­თხვე­ვის დროს ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მას შვი­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და. ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბას მი­სი­ვე თხოვ­ნით არ ვა­სა­ჯა­რო­ვებთ:

- უწე­სი­ე­რე­სი, თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბავ­შვი იყო, გა­მორ­ჩუ­ე­ლად ზრდი­ლო­ბი­ა­ნი. რაგ­ბის თა­მა­შობ­და.... არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია, პი­რი­ქით ყვე­ლას უყ­ვარ­და და მა­საც ყვე­ლა უყ­ვარ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი ოც­ნე­ბა და მი­ზა­ნი ჰქონ­და. მათ ოჯახ­ში დიდი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბის ოჯა­ხი­და­ნაა, ბა­ბუ­ა­მი­სი ლექ­ტო­რი იყო... პა­ტი­ო­სა­ნი და მშრო­მე­ლი ოჯა­ხია - ოჯა­ხი, რო­მელ­ზეც ცუდს ვე­რა­ვინ იტყვის. იმ არა­ა­და­მი­ა­ნებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს. მათ რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა მოკ­ლეს…

- რო­გორც ვი­ცით, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი მოხ­და, დ-ს დედა სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და...

- დე­დას შვი­ლი ოთხი წელი არ ჰყავ­და ნა­ნა­ხი და ცო­ცხალ­საც ვერ ჩა­მო­უს­წრო. ის სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და და ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბას იქი­დან ცდი­ლობ­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა, ჯერ კი­დევ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ იმას, რაც მოხ­და.

ნიკა სა­ჯა­ია

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რას ჰყვე­ბა ჩხუ­ბის დროს მოკ­ლულ მოს­წავ­ლე­ზე თა­ნაკ­ლა­სე­ლი - "ის უბ­რა­ლოდ გამ­შვე­ლე­ბე­ლი იყო..."

"შე­მომ­ხე­და და ერთი ამო­ი­ლუღ­ლუ­ღა - "გა­და­მარ­ჩი­ნეთ!" - რას წერს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მი ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო" - რას ჰყვება საავადმყოფოში გარდაცვლილ მოსწავლეზე ოჯახის ახლობელი

"დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო" - რას ჰყვება საავადმყოფოში გარდაცვლილ მოსწავლეზე ოჯახის ახლობელი

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 2 მოზარდი ემსხვერპლა. 16 წლის ბიჭებს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ერთი დაჭრილი, ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, რაც შეეხება დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ჭრილობით, უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, სამი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული გ.ბ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით).

წაიკითხეთ: რა მოხდა 51-ე სკოლაში 1 დეკემბერს და რამ გამოიწვია მოსწავლეების დაპირისპირება - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

საავადმყოფოში გარდაცვლილი 16 წლის დ.ს-ის დედა შემთხვევის დროს ისრაელში იმყოფებოდა, მას შვილი 4 წლის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასაჯაროვებთ:

- უწესიერესი, თითით საჩვენებელი ბავშვი იყო, გამორჩუელად ზრდილობიანი. რაგბის თამაშობდა.... არავისთვის არაფერი დაუშავებია, პირიქით ყველას უყვარდა და მასაც ყველა უყვარდა. ძალიან ბევრი ოცნება და მიზანი ჰქონდა. მათ ოჯახში დიდი ტრაგედია ტრიალებს, ინტელექტუალების ოჯახიდანაა, ბაბუამისი ლექტორი იყო... პატიოსანი და მშრომელი ოჯახია - ოჯახი, რომელზეც ცუდს ვერავინ იტყვის. იმ არაადამიანებმა გაანადგურეს. მათ რეალურად ყველა მოკლეს…

- როგორც ვიცით, როდესაც ეს ამბავი მოხდა, დ-ს დედა საზღვარგარეთ იმყოფებოდა...

- დედას შვილი ოთხი წელი არ ჰყავდა ნანახი და ცოცხალსაც ვერ ჩამოუსწრო. ის საზღვარგარეთ მუშაობდა და ოჯახის დახმარებას იქიდან ცდილობდა. წარმოუდგენელი ტრაგედიაა, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ იმას, რაც მოხდა.

ნიკა საჯაია

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: რას ჰყვება ჩხუბის დროს მოკლულ მოსწავლეზე თანაკლასელი - "ის უბრალოდ გამშველებელი იყო..."

"შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!" - რას წერს სასწრაფო დახმარების ექიმი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ