პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ლიდერების ფარული მხატვრული ნიჭი და პრემიერ-მინისტრი, რომლის ნახატი აუქციონზე 437 მილიონ დოლარად გაიყიდა
მსოფლიო ლიდერების ფარული მხატვრული ნიჭი და პრემიერ-მინისტრი, რომლის ნახატი აუქციონზე 437 მილიონ დოლარად გაიყიდა

ალ­ბათ ბევ­რის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი, რომ მსოფ­ლი­ოს გავ­ლე­ნი­ა­ნი ლი­დე­რე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, ცდი­ლობ­დნენ ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას ან შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ან სუ­ლაც მუდ­მივ ინ­ტრი­გებ­ში იყ­ვნენ ჩახ­ლარ­თუ­ლე­ბი, დრო და დრო მძი­მე რე­ა­ლო­ბის­გან და­სას­ვე­ნებ­ლად არტ თე­რა­პი­ას მი­მარ­თავ­დნენ... ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის ნა­ხა­ტი ის­ტო­რი­ას დღემ­დე შე­მორ­ჩა, თუმ­ცა, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც თა­ვის ნა­მუ­შე­ვარს სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­და და ას­ლის შექ­მნის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო...

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, უინ­სტონ ჩერ­ჩილს დეპ­რე­სი­ის მძი­მე ფორ­მა ჰქონ­და. მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლას ის მი­სე­ბუ­რად აღ­წერ­და, - "შავი ძაღ­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ჩემ­თან არის". ერთ დღე­საც, მან ხატ­ვა და­ი­წყო. არტ თე­რა­პი­ამ ის სუ­ლი­ე­რად და­ამ­შვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი და ძალა და­უბ­რუ­ნა.

1921 წელს, მან ფსევ­დო­ნი­მით, პა­რი­ზის გა­მო­ფე­ნა­ზე თა­ვი­სი ნა­ხა­ტე­ბი გაგ­ზავ­ნა - ჟი­უ­რიმ მათ­გან 6 ტილო გა­მო­არ­ჩია... 6 წლის შემ­დეგ, ის სუ­რა­თე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­მე­ფო აკა­დე­მი­ა­ში მი­ი­ღეს. თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მან 500-ზე მეტი ტილო და­ხა­ტა. მის ნა­ხა­ტებ­ზე ახ­ლაც დიდი მო­თხოვ­ნაა. Sotheby's – ის აუქ­ცი­ონ­ზე, მისი ნა­ხა­ტი "პა­ტა­რა ტბა ოქ­როს თევ­ზე­ბით" 437 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

ეს­პა­ნე­ლი დიქ­ტა­ტო­რი ფრან­ცის­კო ფრან­კოც, ჩერ­ჩი­ლის არ იყოს, ხატ­ვას რე­ლაქ­სა­ცი­ის­თვის იყე­ნებ­და. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ ვახ­შმის შემ­დეგ, ის მოლ­ბერტთან გან­მარ­ტოვ­დე­ბო­და და ხა­ტავ­და. თუმ­ცა, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი აღი­ა­რებ­დნენ, რომ მისი ნა­ხა­ტე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის მი­კუთ­ვნე­ბა ძნე­ლი საქ­მე იყო...

ამე­რი­კის 34-ე პრე­ზი­დენ­ტი, დუ­ა­იტ ეი­ზე­ნ­ჰა­უ­ე­რი ხე­ლოვ­ნე­ბით, ჯერ კი­დევ ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში გა­დას­ვლამ­დე და­ინ­ტე­რეს­და. მისი ხატ­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა მხატ­ვარ­მა ტო­მას ედ­გარ სტი­ვენ­სონ­მა, - რო­გორც კი ეი­ზე­ნ­ჰა­უ­ზერ­მა და­ი­ნა­ხა რო­გორ ხა­ტავ­და მხატ­ვა­რი მე­უღ­ლის პორ­ტრეტს, მა­შინ­ვე და­ინ­ტე­რეს­და ხატ­ვით, - შე­ი­ძი­ნა ფუნ­ჯი და სა­ღე­ბა­ვე­ბი. თუმ­ცა, მა­ინც ჰო­ბად დარ­ჩა და რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, პა­უ­ზა აიღო. წლე­ბის შემ­დეგ, ბრი­ტა­ნელ­მა კო­ლე­გამ უინ­სტონ ჩერ­ჩილ­მა და­არ­წმუ­ნა, მხატ­ვრო­ბას დაბ­რუ­ნე­ბო­და. ის მა­შინ თით­ქმის 60 წლის იყო, თუმ­ცა, მას ხელი სუ­ლაც არ შე­უშ­ლია, რომ ახა­ლი ტემ­პე­ბით შე­ჭი­დე­ბო­და ხე­ლოვ­ნე­ბას... მთლი­ა­ნო­ბა­ში მან, ადა­მი­ან­მა რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დიდი დრო გა­ა­ტა­რა სამ­ხედ­რო საქ­მე­ში და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ­დელ მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და მუდ­მი­ვად აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, 250-ზე მეტი ტილო და­ხა­ტა. თუმ­ცა, მის ნა­ხა­ტებს სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვამ­დნენ.

მხატ­ვრო­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი უელ­სის პრინ­ცი ჩარლ­ზი - ის მის­თვის მხო­ლოდ ჰობი არ არის. The Telegraph –ის ცნო­ბით, ის გა­ტა­ცე­ბუ­ლია ფერ­წე­რით. მას 20 წლის გან­მა­ლო­ბა­ში შექ­მნი­ლი, სა­მე­ფო ოჯა­ხის პორ­ტრე­ტე­ბის ას­ლებ­მა, 2 მი­ლი­ონ დო­ლა­რი მო­უ­ტა­ნა... მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ზე მა­თი­ვე რე­ზი­დენ­ცი­ის მა­ღა­ზია ჰა­იგ­რო­უვ-ჰა­უ­სი ზრუ­ნავს, შე­მო­სუ­ლი თან­ხა კი, ქველ­მოქ­მე­დე­ბას ხმარ­დე­ბა... 2013 წელს, გა­მო­ვი­და დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "სა­მე­ფო ყუთი სა­ღე­ბა­ვე­ბით", რო­მე­ლიც სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის სამ­ხატ­ვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ასა­ხავს.

ფერ­წე­რით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი ამე­რი­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჯიმი კარ­ტე­რი, თუმ­ცა ფუნ­ჯი ხელ­ში მხო­ლოდ თეთ­რი სახ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ აიღო. "მე მხო­ლოდ მა­შინ და­ვი­წყე ხატ­ვა, რო­დე­საც ვწერ­დი წოგნს "კრა­ზა­ნე­ბის ბუდე: რო­მა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ურ ომზე". იმ მო­მენ­ტში ჩვენ ვე­ძებ­დით შე­სა­ფე­რის სუ­რათს ჩემი წიგ­ნის გა­რე­კა­ნის­თვის და მო­მინ­და თა­ვად და­მე­ხა­ტა იგი..." - იხ­სე­ნებ­და ის.

ამე­რი­კის 39-ზე პრე­ზი­დენ­ტი, ძი­რი­თა­დად, ზეთს იყე­ნებ­და. ახლა კარ­ტე­რის ნა­მუ­შევ­რე­ბის ფასი 250 მი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევს. მისი ნა­ხა­ტე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა კარ­ტე­რის ცენ­ტრში ირი­ცხე­ბა, რო­მე­ლიც უსახ­ლკა­რო­ებს ეხ­მა­რე­ბა.

ძნე­ლი სათ­ქმე­ლია თეთ­რი სახ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აუ­რის "ბრა­ლია" თუ არა, მაგ­რამ წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის გზას არ უღა­ლა­ტა ჯორჯ ბუშ უმ­ცროს­მა, რო­მელ­მაც ასე­ვე თეთ­რი სახ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო ხატ­ვა; ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ბუში ახლა სე­რი­ო­ზუ­ლად არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი ფერ­წე­რით, თუმ­ცა, მა­ნამ­დე, ის ძი­რი­თა­დად პლან­შეტ­ში ხა­ტავ­და. შემ­დეგ კი, ხატ­ვის მას­წავ­ლე­ბელს მი­მარ­თა. შე­დე­გად, მისი ნა­ხა­ტე­ბი და­ლას­ში, პრე­ზი­დენ­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, "ლი­დერ­თა ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე" აღ­მოჩ­ნდა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მის მიერ და­ხა­ტულ მსოფ­ლიო ლი­დერ­თა პორ­ტრე­ტებს შო­რის არის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი­სა და ან­გე­ლა მერ­კე­ლის პორ­ტრე­ტე­ბი.

სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­თა უმე­ტე­სე­ბო­მაც ხატ­ვა პოს­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ და­ი­წყეს, ალ­ბა­ნე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ­მა, ედი რა­მამ თა­ვი­სი კა­რი­ე­რა მხატ­ვრო­ბით და­ი­წყო... მან სამ­ხატ­ვრო გა­ნათ­ლე­ბა ტი­რან­ში მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც სას­წავ­ლებ­ლად პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წია. მისი ნა­ხა­ტე­ბი ფრან­გულ ელი­ტურ წრე­ებ­ზე ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვა მო­უხ­და. მე­რად არ­ჩე­ვის შემ­დეგ, მან პირ­ველ რიგ­ში ტი­რა­ნის მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი ნა­თე­ლი ფე­რე­ბით გა­და­ღე­ბა.

დე­დო­ფა­ლი ვიქ­ტო­რია, რო­მე­ლიც 1837-1901 წლებ­ში, ბრი­ტა­ნე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­სა და ირ­ლან­დი­ას მარ­თავ­და, გან­ტვირ­თვის­თვის მოლ­ბერტს იყე­ნებ­და. თუმ­ცა, საკ­მა­ოდ სპე­ცი­ფი­კუ­რი ჟან­რი ჰქონ­და არ­ჩე­უ­ლი, - ის თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ტი­მურ პორ­ტრე­ტებს ხა­ტავ­და და თა­ვის ნა­მუ­შევ­რებს ფარ­თო პუბ­ლი­კას არას­დროს ანა­ხებ­და. მათი ას­ლე­ბის გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბას მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რებს აძ­ლევ­და.

Daily Mail-ის ცნო­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­საც 1840-იან წლებს, მისი შე­მოქ­მე­დე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ელო­დათ. ვი­ნა­ი­დან მის ტი­ლო­ებ­ზე ინ­ტი­მუ­რი ნა­ხა­ტე­ბი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი, შემ­ფა­სებ­ლებ­მა ის მხო­ლოდ 2012 წელს იხი­ლეს...

რა თქმა უნდა, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მხატ­ვრო­ბით გა­ტა­ცე­ბულ მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­ზე ისა­უბ­რო და გვერ­დი აუ­ა­რო XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სას­ტიკ ფი­გუ­რას - ადოლფ ჰიტ­ლერს. თა­ვი­სი კა­რი­ე­რა მა­ნაც მხატ­ვრო­ბით და­ი­წყო - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვე­ნის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში ორ­ჯერ ჩა­იჭ­რა... ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ის კედ­ლე­ბის მო­ხატ­ვი­თა და ღია ბა­რა­თე­ბის შექ­მნით ირ­ჩენ­და თავს. თუმ­ცა, კრი­ტი­კო­სე­ბი თვლიდ­ნენ, რომ ის ბევ­რად ნი­ჭი­ე­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო, ვიდ­რე ფერმ­წე­რი.

ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რო­გორ უთავ­სებ­და მხატ­ვრო­ბას მის, რბი­ლად რომ ვთქვათ, არაჰუ­მა­ნურ იდე­ებს, მაგ­რამ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფი­უ­რერ­მა 300-ზე მეტი სუ­რა­თი შექ­მნა, მათი დიდი ნა­წი­ლი ბუ­ნე­ბი­სა და ქა­ლა­ქე­ბის პე­ი­ზა­ჟე­ბი იყო. ის ხა­ტავ­და შე­ნო­ბებს, რათა მათი პირ­ვან­დე­ლი სახე ტი­ლო­ზე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო... ახლა მისი ნა­ხა­ტე­ბის აუქ­ცი­ონ­ზე შე­ძე­ნაც შე­იძ­ლე­ბა, - მისი ერთ-ერთი ტილო "მი­უ­ნ­ჰე­ნის ზაქ­სი" 130 ათას ევ­როდ გა­ი­ყი­და. 2015 წლის აუქ­ცი­ონ­ზე, ნა­ცის­ტუ­რი ლი­დე­რის 14 ნა­ხა­ტი 400 ათას ევ­როდ გა­ყი­დეს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

მსოფლიო ლიდერების ფარული მხატვრული ნიჭი და პრემიერ-მინისტრი, რომლის ნახატი აუქციონზე 437 მილიონ დოლარად გაიყიდა

მსოფლიო ლიდერების ფარული მხატვრული ნიჭი და პრემიერ-მინისტრი, რომლის ნახატი აუქციონზე 437 მილიონ დოლარად გაიყიდა

ალბათ ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ მსოფლიოს გავლენიანი ლიდერები, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით იყვნენ დაკავებული, ცდილობდნენ ძალაუფლების მოპოვებას ან შენარჩუნებას, ან სულაც მუდმივ ინტრიგებში იყვნენ ჩახლართულები, დრო და დრო მძიმე რეალობისგან დასასვენებლად არტ თერაპიას მიმართავდნენ... ზოგიერთი მათგანის ნახატი ისტორიას დღემდე შემორჩა, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც თავის ნამუშევარს საიდუმლოდ ინახავდა და ასლის შექმნის კატეგორიული წინააღმდეგი იყო...

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილს დეპრესიის მძიმე ფორმა ჰქონდა. მდგომარეობიდან გამოსვლას ის მისებურად აღწერდა, - "შავი ძაღლი, რომელიც ყოველთვის ჩემთან არის". ერთ დღესაც, მან ხატვა დაიწყო. არტ თერაპიამ ის სულიერად დაამშვიდა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სურვილი და ძალა დაუბრუნა.

1921 წელს, მან ფსევდონიმით, პარიზის გამოფენაზე თავისი ნახატები გაგზავნა - ჟიურიმ მათგან 6 ტილო გამოარჩია... 6 წლის შემდეგ, ის სურათები, ხელოვნების სამეფო აკადემიაში მიიღეს. თავისი ცხოვრების განმავლობაში, მან 500-ზე მეტი ტილო დახატა. მის ნახატებზე ახლაც დიდი მოთხოვნაა. Sotheby's  – ის აუქციონზე, მისი ნახატი "პატარა ტბა ოქროს თევზებით" 437 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ესპანელი დიქტატორი ფრანცისკო ფრანკოც, ჩერჩილის არ იყოს, ხატვას რელაქსაციისთვის იყენებდა. მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ვახშმის შემდეგ, ის მოლბერტთან განმარტოვდებოდა და ხატავდა. თუმცა, ხელოვნებათმცოდნეები აღიარებდნენ, რომ მისი ნახატების ხელოვნებისთვის მიკუთვნება ძნელი საქმე იყო...

ამერიკის 34-ე პრეზიდენტი, დუაიტ ეიზენჰაუერი ხელოვნებით, ჯერ კიდევ ოვალურ კაბინეტში გადასვლამდე დაინტერესდა. მისი ხატვით დაინტერესებაში დიდი როლი ითამაშა მხატვარმა ტომას ედგარ სტივენსონმა, - როგორც კი ეიზენჰაუზერმა დაინახა როგორ ხატავდა მხატვარი მეუღლის პორტრეტს, მაშინვე დაინტერესდა ხატვით, - შეიძინა ფუნჯი და საღებავები. თუმცა, მაინც ჰობად დარჩა და რაღაც დროის განმავლობაში, პაუზა აიღო. წლების შემდეგ, ბრიტანელმა კოლეგამ უინსტონ ჩერჩილმა დაარწმუნა, მხატვრობას დაბრუნებოდა. ის მაშინ თითქმის 60 წლის იყო, თუმცა, მას ხელი სულაც არ შეუშლია, რომ ახალი ტემპებით შეჭიდებოდა ხელოვნებას... მთლიანობაში მან, ადამიანმა რომელმაც ძალიან დიდი დრო გაატარა სამხედრო საქმეში და მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ მსოფლიო ლიდერებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მუდმივად აქტიურ ცხოვრება ჰქონდა, 250-ზე მეტი ტილო დახატა. თუმცა, მის ნახატებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

მხატვრობით არის გატაცებული უელსის პრინცი ჩარლზი - ის მისთვის მხოლოდ ჰობი არ არის. The Telegraph –ის ცნობით, ის გატაცებულია ფერწერით. მას 20 წლის განმალობაში შექმნილი, სამეფო ოჯახის პორტრეტების ასლებმა, 2 მილიონ დოლარი მოუტანა... მისი ნამუშევრების გავრცელებაზე მათივე რეზიდენციის მაღაზია ჰაიგროუვ-ჰაუსი ზრუნავს, შემოსული თანხა კი, ქველმოქმედებას ხმარდება... 2013 წელს, გამოვიდა დოკუმენტური ფილმი "სამეფო ყუთი საღებავებით", რომელიც სამეფო ოჯახის წევრების სამხატვრო შესაძლებლობებს ასახავს.

ფერწერით იყო გატაცებული ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, თუმცა ფუნჯი ხელში მხოლოდ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ აიღო. "მე მხოლოდ მაშინ დავიწყე ხატვა, როდესაც ვწერდი წოგნს "კრაზანების ბუდე: რომანი რევოლუციურ ომზე". იმ მომენტში ჩვენ ვეძებდით შესაფერის სურათს ჩემი წიგნის გარეკანისთვის და მომინდა თავად დამეხატა იგი..." - იხსენებდა ის.

ამერიკის 39-ზე პრეზიდენტი, ძირითადად, ზეთს იყენებდა. ახლა კარტერის ნამუშევრების ფასი 250 მილიონ დოლარს აღწევს. მისი ნახატებიდან შემოსული თანხა კარტერის ცენტრში ირიცხება, რომელიც უსახლკაროებს ეხმარება.

ძნელი სათქმელია თეთრი სახლის განსაკუთრებული აურის "ბრალია" თუ არა, მაგრამ  წინამორბედების გზას არ უღალატა ჯორჯ ბუშ უმცროსმა, რომელმაც ასევე თეთრი სახლის დატოვების შემდეგ დაიწყო ხატვა; ამერიკული მედიის ცნობით, ბუში ახლა სერიოზულად არის გატაცებული ფერწერით, თუმცა, მანამდე, ის ძირითადად პლანშეტში ხატავდა. შემდეგ კი, ხატვის მასწავლებელს მიმართა. შედეგად, მისი ნახატები დალასში, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში, "ლიდერთა ხელოვნების გამოფენაზე" აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ მის მიერ დახატულ მსოფლიო ლიდერთა პორტრეტებს შორის არის, ვლადიმირ პუტინისა და ანგელა მერკელის პორტრეტები.

სხვა მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, რომელთა უმეტესებომაც ხატვა პოსტის დატოვების შემდეგ დაიწყეს, ალბანეთის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ედი რამამ თავისი კარიერა მხატვრობით დაიწყო... მან სამხატვრო განათლება ტირანში მიიღო, რის შემდეგაც სასწავლებლად პარიზში გაემგზავრა, სადაც წარმატებასაც მიაღწია. მისი ნახატები ფრანგულ ელიტურ წრეებზე ძალიან დიდი შთაბეჭდილებას ახდენდა. თუმცა, მას შემდეგ, სამშობლოში დაბრუნება და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა მოუხდა. მერად არჩევის შემდეგ, მან პირველ რიგში ტირანის მრავალსართულიანი შენობები ნათელი ფერებით გადაღება.

დედოფალი ვიქტორია, რომელიც 1837-1901 წლებში, ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიას მართავდა, განტვირთვისთვის მოლბერტს იყენებდა. თუმცა, საკმაოდ სპეციფიკური ჟანრი ჰქონდა არჩეული, - ის თავისი მეგობრებისა და ახლობლების ინტიმურ პორტრეტებს ხატავდა და თავის ნამუშევრებს ფართო პუბლიკას არასდროს ანახებდა. მათი ასლების გადაღების უფლებას მხოლოდ ოჯახის წევრებსა და ძალიან ახლო მეგობრებს აძლევდა.

Daily Mail-ის ცნობით, ჟურნალისტები, რომელსაც 1840-იან წლებს, მისი შემოქმედებით ინტერესდებოდნენ, სასამართლო პროცესები ელოდათ. ვინაიდან მის ტილოებზე ინტიმური ნახატები იყო გამოსახული, შემფასებლებმა ის მხოლოდ 2012 წელს იხილეს...

რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მხატვრობით გატაცებულ მსოფლიო ლიდერებზე ისაუბრო და გვერდი აუარო XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ფიგურას - ადოლფ ჰიტლერს. თავისი კარიერა მანაც მხატვრობით დაიწყო - მიუხედავად იმისა, რომ ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში ორჯერ ჩაიჭრა... ახალგაზრდობაში ის კედლების მოხატვითა და ღია ბარათების შექმნით ირჩენდა თავს. თუმცა, კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ ის ბევრად ნიჭიერი არქიტექტორი იყო, ვიდრე ფერმწერი.

ძნელი წარმოსადგენია, როგორ უთავსებდა მხატვრობას მის, რბილად რომ ვთქვათ, არაჰუმანურ იდეებს, მაგრამ თავისი ცხოვრების განმავლობაში, ფიურერმა 300-ზე მეტი სურათი შექმნა, მათი დიდი ნაწილი ბუნებისა და ქალაქების პეიზაჟები იყო. ის ხატავდა შენობებს, რათა მათი პირვანდელი სახე ტილოზე დარჩენილიყო... ახლა მისი ნახატების აუქციონზე შეძენაც შეიძლება, - მისი ერთ-ერთი ტილო "მიუნჰენის ზაქსი" 130 ათას ევროდ გაიყიდა. 2015 წლის აუქციონზე, ნაცისტური ლიდერის 14 ნახატი 400 ათას ევროდ გაყიდეს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე