პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი დემოგრაფები შემაშფოთებელ მონაცემებს ასაჯაროვებენ
ქართველი დემოგრაფები შემაშფოთებელ მონაცემებს ასაჯაროვებენ

გა­ე­რო-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2050 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 28%-ით შემ­ცირ­დე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 30-35%-ით მა­ტე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, - ამის შე­სა­ხებ დღეს სა­პატ­რი­არ­ქოს ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე დე­მოგ­რაფ­მა ან­ზორ თო­თა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მებ­ზე იუ­საბ­რა.

თო­თა­ძემ სა­უბ­რი­სას გა­ე­რო-ს მო­ნა­ცე­მე­ბი მო­იყ­ვა­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 2050 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 28%-ით შემ­ცირ­დე­ბა, 34%-ით გა­იზ­რდე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა, სომ­ხე­თის - 7%-ით, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებს და თურ­ქეთს, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის 30-35%-ით გა­იზ­რდე­ბა.

"ერ­თა­დერ­თი სა­ქარ­თვე­ლოა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა არ გა­იზ­რდე­ბა. ეს ტენ­დენ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში უკვე შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ჩვენ ახლა რაც არ უნდა აქ­ტი­უ­რი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა ვა­წარ­მო­ოთ, შო­ბა­დო­ბა კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თო­თა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლის თქმის სა­ფუძ­ველს მას აძ­ლევს ის, რომ 90-იანი წლე­ბამ­დე თუ 455 ათა­სი გოგო იბა­დე­ბო­და, 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში 236 ათა­სი გოგო და­ი­ბა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, 2017 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებლმა შო­ბა­დო­ბას გა­და­ა­ჭარ­ბა. გა­ი­ზარ­და გან­ქორ­წი­ნე­ბა­თა რი­ცხვიც.

"ორი წლის წინ 3 ქორ­წი­ნე­ბა­ზე ერთი გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­დი­ო­და. ახლა ყო­ვე­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბით მთავ­რდე­ბა. თბი­ლის­ში კი ყო­ვე­ლი ერ­თნა­ხე­ვარ ქორ­წი­ნე­ბა­ზე ერთი გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­დის. ამ მხრივ, უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­შია, სა­დაც 5 ქორ­წი­ნე­ბა­ზე ერთი გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­დის. გან­ქორ­წი­ნე­ბით შე­დე­გად კი შო­ბა­დო­ბა 8%-ით მცირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თო­თა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა "XXI"-ის დი­რექ­ტო­რის, ზვი­ად ტო­მა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბოლო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სე­ლექ­ცი­უ­რი მიზ­ნით და­ახ­ლო­ე­ბით 32 000 აბორ­ტი გა­კეთ­და. ტო­მა­რა­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტენ­დენ­ცია ძა­ლი­ან ცუ­დია და სა­მო­მავ­ლოდ შო­ბა­დო­ბა­ზე მკვეთრ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.

ზვი­ად ტო­მა­რა­ძემ ასე­ვე ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში აბორ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხე­ბაც და აღ­ნიშ­ნა, რომ აბორ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად კა­ნონპ­რო­ექ­ტიც კი შე­ი­მუ­შა­ვეს, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ა­ში ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი კა­ნო­ნის სრუ­ლი ანა­ლო­გი იყო ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში გად­მო­ტა­ნი­ლი.

ტო­მა­რა­ძის თქმით, ოფი­ცი­ა­ლუ­რად წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 40 000-მდე აბორ­ტი კეთ­დე­ბა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით კი ეს ციფ­რი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. ტო­მა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში მა­ის­ში წა­რად­გი­ნეს, "თუმ­ცა გარ­კვე­ულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ჯან­დაც­ვის კო­მი­ტეტ­ში წა­ა­წყდნენ". მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მო­მა­ვალ­ში ეს სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტში სა­სი­კე­თოდ გა­და­წყდე­ბა.

ტო­მა­რა­ძემ აბორ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კაც მო­იყ­ვა­ნა.

კერ­ძოდ, რო­მელ ქვეყ­ნებ­შია სრუ­ლად აკ­რძა­ლუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის, ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის თუ სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო.

"აბორ­ტე­ბი სრუ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია, ან ნე­ბა­დარ­თუ­ლია ქა­ლის­თვის სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით 68 ქვე­ყა­ნა­ში. ამას ემა­ტე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით 58 ქვე­ყა­ნა, ეკო­ნო­მი­კის სი­დუ­ხ­ჭი­რის შემ­თხვე­ვა­ში აბორ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლია 15 ქვე­ყა­ნა­ში, არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს 58 ქვე­ყა­ნა­ში. ეს ძი­რი­თა­დად ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბია ირ­ლან­დი­ი­სა და პო­ლო­ნე­თის გარ­და", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ტო­მა­რა­ძემ.

დე­მოგ­რა­ფე­ბის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნე­ბის კლე­ბა ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა. გა­სულ წელს იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში 1218-ით მეტი გარ­და­იც­ვა­ლა, ვიდ­რე და­ი­ბა­და, ხოლო წელს, მხო­ლოდ წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გარ­დაც­ვლი­ლია 1348 პირი.

ან­ზორ თო­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა გუ­რი­ა­ში, რაჭა-ლე­ჩხუმ­ში, სა­დაც 45 წე­ლია, უფრო მეტი გარ­და­იც­ვა­ლა, ვიდ­რე და­ი­ბა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართველი დემოგრაფები შემაშფოთებელ მონაცემებს ასაჯაროვებენ

ქართველი დემოგრაფები შემაშფოთებელ მონაცემებს ასაჯაროვებენ

გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობის 30-35%-ით მატებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ დღეს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ განაცხადა, რომელმაც ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე იუსაბრა.

თოთაძემ საუბრისას გაერო-ს მონაცემები მოიყვანა, რომლის თანახმადაც, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, 34%-ით გაიზრდება აზერბაიჯანის მოსახლეობა, სომხეთის - 7%-ით, ხოლო რაც შეეხება ჩრდილო კავკასიის ქვეყნებს და თურქეთს, მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 30-35%-ით გაიზრდება.

"ერთადერთი საქართველოა, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა არ გაიზრდება. ეს ტენდენცია საქართველოს შემთხვევაში უკვე შეინიშნება. ჩვენ ახლა რაც არ უნდა აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა ვაწარმოოთ, შობადობა კიდევ უფრო შემცირდება", - განაცხადა თოთაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულის თქმის საფუძველს მას აძლევს ის, რომ 90-იანი წლებამდე თუ 455 ათასი გოგო იბადებოდა, 2000-იანი წლების დასაწყისში 236 ათასი გოგო დაიბადა.

მისი განცხადებით, 2017 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად გარდაცვალების მაჩვენებლმა შობადობას გადააჭარბა. გაიზარდა განქორწინებათა რიცხვიც.

"ორი წლის წინ 3 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდიოდა. ახლა ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. თბილისში კი ყოველი ერთნახევარ ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის. ამ მხრივ, უკეთესი მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთშია, სადაც 5 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის. განქორწინებით შედეგად კი შობადობა 8%-ით მცირდება", - განაცხადა თოთაძემ.

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება "XXI"-ის დირექტორის, ზვიად ტომარაძის განცხადებით, საქართველოში, ბოლო 6 წლის განმავლობაში, სელექციური მიზნით დაახლოებით 32 000 აბორტი გაკეთდა. ტომარაძის თქმით, აღნიშნული ტენდენცია ძალიან ცუდია და სამომავლოდ შობადობაზე მკვეთრ გავლენას მოახდენს.

ზვიად ტომარაძემ ასევე ისაუბრა საქართველოში აბორტების რაოდენობის შესახებაც და აღნიშნა, რომ აბორტების რაოდენობის შესამცირებლად კანონპროექტიც კი შეიმუშავეს, რომელიც ირლანდიაში ამჟამად მოქმედი კანონის სრული ანალოგი იყო ქართულ სინამდვილეში გადმოტანილი.

ტომარაძის თქმით, ოფიციალურად წელიწადში საშუალოდ 40 000-მდე აბორტი კეთდება, არაოფიციალური მონაცემებით კი ეს ციფრი გაცილებით მეტია. ტომარაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი პარლამენტში მაისში წარადგინეს, "თუმცა გარკვეულ წინააღმდეგობას ჯანდაცვის კომიტეტში წააწყდნენ". მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს საკითხი პარლამენტში სასიკეთოდ გადაწყდება.

ტომარაძემ აბორტებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკაც მოიყვანა.

კერძოდ, რომელ ქვეყნებშია სრულად აკრძალული ეკონომიკური სიდუხჭირის, ქალის ჯანმრთელობის თუ სხვა მიზეზების გამო.

"აბორტები სრულად აკრძალულია, ან ნებადართულია ქალისთვის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით 68 ქვეყანაში. ამას ემატება ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით 58 ქვეყანა, ეკონომიკის სიდუხჭირის შემთხვევაში აბორტების გაკეთება გამართლებულია 15 ქვეყანაში, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს 58 ქვეყანაში. ეს ძირითადად ევროპის ქვეყნებია ირლანდიისა და პოლონეთის გარდა", - განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

დემოგრაფების თქმით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნების კლება ძირითადად ქართველი მოსახლეობის ხარჯზე ხდება. გასულ წელს იმერეთის რეგიონში 1218-ით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, ხოლო წელს, მხოლოდ წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილია 1348 პირი.

ანზორ თოთაძის განცხადებით, ასეთივე მდგომარეობაა გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სადაც 45 წელია, უფრო მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი