პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ფაქ­ტზე კი­დევ ერთი სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე არას­რულ­წლო­ვა­ნი დ.ს.-ს დაჭ­რის ფაქ­ტზე დად­გე­ნი­ლია სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე, რომ­ლის და­სა­კა­ვებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ამას­თან, შსს-მ გუ­შინ მომ­ხდარ ფაქ­ტზე უკვე და­ა­კა­ვა 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ელ დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, ერთ-ერთ ეზო­ში, მო­ზარ­დებს შო­რის და­წყე­ბუ­ლი შე­ლა­პა­რა­კე­ბა ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც გ.ბ.-მ არას­რულ­წლო­ვან ლ.დ.-ს და­ნით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი ლ.დ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლით).

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გუ­შინ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი დაჭ­რეს. მათ­გან ერთი გუ­შინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მე­ო­რე დღეს რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტზე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

ამასთან, შსს-მ გუშინ მომხდარ ფაქტზე უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული გ.ბ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

როგორც ცნობილია, გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი გუშინ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ