სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენი, რომელსაც 6 წლით პატიმრობა მიესაჯა - რა ვიცით გელა ბარკალაიას შესახებ
ბიზნესმენი, რომელსაც 6 წლით პატიმრობა მიესაჯა - რა ვიცით გელა ბარკალაიას შესახებ

კომ­პა­ნია "მათე მო­ტორ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელს და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე სა­სა­მარ­თლომ 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. გარ­და ამი­სა, ბიზ­ნეს­მენს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მაც და­ე­კის­რა.

სა­უ­ბა­რია, ბიზ­ნეს­მენ გელა ბარ­კა­ლა­ი­ა­ზე, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბო­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით პი­რის და­ში­ნე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და აღი­ა­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით. გარ­და ამი­სა, ბიზ­ნეს­მენს ბრა­ლად ედე­ბო­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა და გავ­რცე­ლე­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.

რის გამო მი­ე­სა­ჯა ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენს 6 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა?

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გელა ბარ­კა­ლა­ია "მათე მო­ტორ­სის" ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლის სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მენს მომ­ჩი­ვან ქალ­ბა­ტონ­თან წლე­ბის გა­მავ­ლო­ბა­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

"გე­ლას ამ ქალ­თან წლე­ბის წინ შე­ექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი. ბიზ­ნეს­მენ­მა ნ-ს "მათე მო­ტორსში" და­ახ­ლო­ე­ბით 2012 წელს და­ა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა, სულ გვერ­დით ჰყავ­და. ერთ წელს გე­ლას სტუმ­რე­ბი ჰყავ­და დუ­ბა­ი­დან და გო­გირ­დის აბა­ნო­ში წა­იყ­ვა­ნა, იქ რა მოხ­და ასე­თი არ ვიცი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ იქ გა­კეთ­და რა­ღაც ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლი­თაც გე­ლას აშან­ტა­ჟებ­და ის ქალი. და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ, ეს ქალი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად და გელა მას­თან და­კავ­ში­რე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებ­და, რო­გორც ვიცი, ცოტა ხნის წინ და­ად­გი­ნა მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და... რა­ღაც ჰქონ­და გე­ლა­ზე ისე­თი და ალ­ბათ ეს ჩა­ნა­წე­რი იყო, რო­მე­ლიც მან პო­ლი­ცი­ა­ში წა­რად­გი­ნა. თუმ­ცა რა იყო გა­და­ღე­ბუ­ლი ამ ვი­დე­ო­ზე და რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ზუს­ტად ვერ გე­ტყვით", - აცხა­დებს მე­დი­ას­თან პირი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

წა­ი­კი­თხეთ: "გა­კეთ­და რა­ღაც ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლი­თაც გე­ლას აშან­ტა­ჟებ­და ის ქალი" - უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი "მათე მო­ტორ­სის" მფლო­ბე­ლის და­კა­ვე­ბის საქ­მე­ში

გელა ბარ­კა­ლა­ია 2010 წელ­საც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი ქრთა­მის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით 2010 წელ­საც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი და­კა­ვე­ბა იმ დროს საკ­მა­ოდ მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ბიზ­ნეს­მე­ნი იმ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ადა­მი­ან­თა რი­ცხვში იყო, რო­მელ­საც ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის­თვის ყვე­ლა გზა ხსნი­ლი ჰქონ­და. მისი კომ­პა­ნია სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერებ­შიც იმარ­ჯვებ­და და მე­ტიც, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ბიზ­ნეს­მენ­მა სა­კუ­თა­რი ოფი­სის წინ ყვა­ვი­ლე­ბით ხუ­თი­ა­ნე­ბიც კი ამოტვიფ­რა.

რა­ტომ გა­ი­ყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და ბიზ­ნეს­მე­ნის გზე­ბი და რა­ტომ და­ა­კა­ვეს ბიზ­ნეს­მე­ნი?  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბიზნესმენი, რომელსაც 6 წლით პატიმრობა მიესაჯა - რა ვიცით გელა ბარკალაიას შესახებ

ბიზნესმენი, რომელსაც 6 წლით პატიმრობა მიესაჯა - რა ვიცით გელა ბარკალაიას შესახებ

კომპანია "მათე მოტორსის" დამფუძნებელს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გარდა ამისა, ბიზნესმენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა.

საუბარია, ბიზნესმენ გელა ბარკალაიაზე, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირის დაშინება, ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით. გარდა ამისა, ბიზნესმენს ბრალად ედებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

რის გამო მიესაჯა ქართველ ბიზნესმენს 6 წლიანი პატიმრობა?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გელა ბარკალაია "მათე მოტორსის" ყოფილი თანამშრომელის სარჩელის საფუძველზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს მომჩივან ქალბატონთან წლების გამავლობაში სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.

"გელას ამ ქალთან წლების წინ შეექმნა პრობლემები. ბიზნესმენმა ნ-ს "მათე მოტორსში" დაახლოებით 2012 წელს დააწყებინა მუშაობა, სულ გვერდით ჰყავდა. ერთ წელს გელას სტუმრები ჰყავდა დუბაიდან და გოგირდის აბანოში წაიყვანა, იქ რა მოხდა ასეთი არ ვიცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც გელას აშანტაჟებდა ის ქალი. დაახლოებით ორი წლის წინ, ეს ქალი საქართველოდან წავიდა ოჯახის წევრებთან ერთად და გელა მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი, რუსეთში ცხოვრობდა... რაღაც ჰქონდა გელაზე ისეთი და ალბათ ეს ჩანაწერი იყო, რომელიც მან პოლიციაში წარადგინა. თუმცა რა იყო გადაღებული ამ ვიდეოზე და რა ურთიერთობა ჰქონდათ ზუსტად ვერ გეტყვით", - აცხადებს მედიასთან პირი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

წაიკითხეთ: "გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც გელას აშანტაჟებდა ის ქალი" - უცნობი დეტალები "მათე მოტორსის" მფლობელის დაკავების საქმეში

გელა ბარკალაია 2010 წელსაც იყო დაკავებული

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენი ქრთამის მიცემის ბრალდებით 2010 წელსაც იყო დაკავებული. მისი დაკავება იმ დროს საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ბიზნესმენი იმ პრივილეგირებულ ადამიანთა რიცხვში იყო, რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის ყველა გზა ხსნილი ჰქონდა. მისი კომპანია სახელმწიფო ტენდერებშიც იმარჯვებდა და მეტიც, წინასაარჩევნოდ ბიზნესმენმა საკუთარი ოფისის წინ ყვავილებით ხუთიანებიც კი ამოტვიფრა.

რატომ გაიყო "ნაციონალური მოძრაობისა" და ბიზნესმენის გზები და რატომ დააკავეს ბიზნესმენი?  განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ