მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით დასრულდება ვაშინგტონ-ფხენიანის "კუნთების თამაში"
რით დასრულდება ვაშინგტონ-ფხენიანის "კუნთების თამაში"

ფხე­ნი­ა­ნი ბოლო ხა­ნებ­ში ამე­რი­კის ნერ­ვებ­ზე თა­მა­შობს - ან პი­რი­ქით, ამე­რი­კა ცდის კიმ ჩენ ინის მოთ­მი­ნე­ბას... ფხე­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, 29 ნო­ემ­ბერს წარ­მა­ტე­ბით გა­მოს­ცა­და ახა­ლი სა­კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სო ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ გა­მოც­დას "გარ­ღვე­ვა" უწო­და, რად­გან რა­კე­ტის რა­დი­უ­სი, მისი თქმით, მთელ ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვრცელ­დე­ბა. შეშ­ფო­თე­ბულ­მა ვა­შინგტონ­მა მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებს მო­უ­წო­და, შე­წყვი­ტონ ურ­თი­ერ­თო­ბა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან და გა­აფრ­თხი­ლა, რომ "ომის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში", მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­დე­ბი­ან.

მსოფ­ლიო მე­დია უკვე იმა­ზე მსჯე­ლობს, სა­დამ­დე მივა ამე­რი­კა-ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის და­პი­რის­პი­რე­ბა და რა გზა დარ­ჩა მათ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად და "თუკი ვი­თა­რე­ბის უკი­დუ­რეს გამ­წვა­ვე­ბას და­ვუშ­ვებთ, - მოხ­დე­ბა თუ არა, ატო­მუ­რი ომი?.."

ექ­სპერტთა ერთი ნა­წი­ლი, მათ შო­რის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ყო­ფი­ლი ელჩი ივა­შენ­ცო­ვი აცხა­დებს, რომ კიმ ჩენ ინს ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი სჩ­ვე­ვია, თუმ­ცა, ის პირ­ველ დარ­ტყმას არას­დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

"კიმ ჩინ ინი არ ლა­პა­რა­კობს, რომ ამე­რი­კას, სამ­ხრეთ კო­რე­ას ან ია­პო­ნი­ას თავს და­ეს­ხმე­ბა, ის ამ­ბობს, რომ თუ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას და­ეს­ხმი­ან თავს, მა­შინ აგ­რე­სო­რი გა­სა­ო­ცარ დარ­ტყმას მი­ი­ღებს..." - გან­მარ­ტავს ივა­შენ­ცო­ვი.

ატო­მუ­რი ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი ან­დრეი ბაკ­ლიც­კი ამ­ბობს, რომ თუ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა პირ­ველ დარ­ტყმას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ეს მისი და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბა.

არ­სე­ბობს თუ არა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის არა­სამ­ხედ­რო გზა?

ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის თქმით, "მი­უ­ხე­და­ვად კიმ ჩენ ინის მი­მართ ხის­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, ამე­რი­კას უდი­დე­სი ძალა და მოთ­მი­ნე­ბა აქვს, თუმ­ცა, ჩვენ თა­ვის დაც­ვა მოგ­ვი­წევს, სხვა გზა არ დაგ­ვრჩე­ბა და მოგ­ვი­წევს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ბო­ლომ­დე გა­ვა­ნად­გუ­როთ...", - ეს გან­ცხა­დე­ბა მან გა­ე­როს ტრი­ბუ­ნი­დან გა­ა­კე­თა "ადა­მი­ა­ნი-რა­კე­ტა­ზე" სა­უბ­რი­სას, რო­გორც ის ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენტს უწო­დებს.

დო­ნალდ ტრამ­პი ბოლო დროს, აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს ფხე­ნი­ა­ნის მი­მართ სან­ქცი­ებს და ცდი­ლობს, და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ა­ერ­თი­ა­ნოს. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას ცდი­ლობს გა­ე­რო­ში ამე­რი­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნიკი ჰე­ი­ლი, რაც უკვე გა­აპ­რო­ტეს­ტა რუ­სეთ­მა - მან ფხე­ნი­ა­ნის მიერ რა­კე­ტის გა­მოც­დას მოს­კოვ­მა "პრო­ვო­კა­ცია" უწო­და, თუმ­ცა, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის "პრო­ვო­ცი­რე­ბა­ში" აშშ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მისი მო­წო­დე­ბა, - შე­წყვი­ტოს ურ­თი­ერ­თო­ბა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან, უარ­ყო. მისი აზ­რით, ვა­შინგტო­ნი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას ლი­დერს "ახა­ლი უკი­დუ­რე­სი ქმე­დე­ბე­ბის­კენ" უბიძ­გებს.

რის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობს ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა?

ფხე­ნი­ა­ნის თქმით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას მიერ გაშ­ვე­ბულ რა­კე­ტას ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი მიზ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლია. ვა­შინგტო­ნი მას შემ­დეგ გა­მოთ­ქვამს პრო­ტესტს, რაც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის რა­კე­ტებ­მა საკ­მაო პროგ­რესს მი­აღ­წი­ეს. და­პი­რის­პი­რე­ბა სა­თა­ვეს ჯერ კი­დევ XX სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ო­დი­დან იღებს, - სა­უ­ბა­რია 1950-53 წლებ­ზე, თუმ­ცა, კონ­ფლიქ­ტი დღემ­დე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

ფხე­ნი­ანს ამ­ბი­ცია აქვს, კო­რე­უ­ლი ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი თა­ვის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ გა­ა­ერ­თი­ა­ნოს... რო­გორც ირ­კვე­ვა, ამე­რი­კა სუ­ლაც არ აპი­რებს თა­ვის პარტნი­ო­რი და მო­კავ­ში­რე სამ­ხრეთ კო­რეა საფრ­თხის წი­ნა­შე მარ­ტო და­ტო­ვოს, ამი­ტო­მაც აქ­ტი­უ­რად უტევს ფხე­ნი­ანს. ფაქ­ტია, რომ ამ კუ­თხით შე­თან­ხმე­ბას ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ და ამე­რი­კამ ვერ მი­აღ­წი­ეს.

რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბა ფხე­ნი­ა­ნის გუ­შინ­დე­ლი ახი­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა - რა­კე­ტის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­და კიმ ჩენ ირმა ჯერ კი­დევ 1998 წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ახ­ლან­დე­ლი მმარ­თვე­ლის მა­მამ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, სულ 16 რა­კე­ტა გა­მოს­ცა­და, კიმ ჩენ ინმა კი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში 2011 წელს მო­ვი­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, "აი­წყვი­ტა" და 90 სა­რა­კე­ტო გაშ­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მათ­გან 20 - მხო­ლოდ 2017 წელს და რაც მთა­ვა­რია, უმე­ტე­სო­ბა - წარ­მა­ტე­ბით.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ ამ მხრივ, მარ­თლაც უპ­რე­ცენ­დენ­ტო შე­დე­გი მი­ი­ღო - მა­გა­ლი­თად, Хвасон-15-მა 950 კი­ლო­მეტრსა და 4475 კი­ლო­მეტრ სი­მაღ­ლე­ზე იფ­რი­ნა. ფხე­ნი­ა­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მათ ახალ რა­კე­ტას გა­ცი­ლე­ბით "დიდი სი­მაღ­ლე­ე­ბის" და­პყრო­ბა შე­უძ­ლია... ფხე­ნი­ა­ნის აღე­ბუ­ლი ტემ­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამე­რი­კა­სა და ზო­გა­დად, და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს მღელ­ვა­რე­ბის მი­ზე­ზი ნამ­დვი­ლად აქვთ.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რით დასრულდება ვაშინგტონ-ფხენიანის "კუნთების თამაში"

რით დასრულდება ვაშინგტონ-ფხენიანის "კუნთების თამაში"

ფხენიანი ბოლო ხანებში ამერიკის ნერვებზე თამაშობს - ან პირიქით, ამერიკა ცდის კიმ ჩენ ინის მოთმინებას... ფხენიანის განცხადებით, 29 ნოემბერს წარმატებით გამოსცადა ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა. ჩრდილოეთ კორეამ გამოცდას "გარღვევა" უწოდა, რადგან რაკეტის რადიუსი, მისი თქმით, მთელ ამერიკის ტერიტორიაზე ვრცელდება. შეშფოთებულმა ვაშინგტონმა მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან და გააფრთხილა, რომ "ომის დაწყების შემთხვევაში", მთლიანად განადგურდებიან.

მსოფლიო მედია უკვე იმაზე მსჯელობს, სადამდე მივა ამერიკა-ჩრდილოეთ კორეის დაპირისპირება და რა გზა დარჩა მათ ურთიერთობების მოსაგვარებლად და "თუკი ვითარების უკიდურეს გამწვავებას დავუშვებთ, - მოხდება თუ არა, ატომური ომი?.."

ექსპერტთა ერთი ნაწილი, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეაში ყოფილი ელჩი ივაშენცოვი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინს ხმამაღალი განცხადებები სჩვევია, თუმცა, ის პირველ დარტყმას არასდროს განახორციელებს.

"კიმ ჩინ ინი არ ლაპარაკობს, რომ ამერიკას, სამხრეთ კორეას ან იაპონიას თავს დაესხმება, ის ამბობს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეას დაესხმიან თავს, მაშინ აგრესორი გასაოცარ დარტყმას მიიღებს..." - განმარტავს ივაშენცოვი.

ატომური იარაღის გავრცელების საწინააღმდეგო პროგრამის დირექტორი ანდრეი ბაკლიცკი ამბობს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა პირველ დარტყმას განახორციელებს, ეს მისი დასასრული იქნება.

არსებობს თუ არა პრობლემის მოგვარების არასამხედრო გზა?

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, "მიუხედავად კიმ ჩენ ინის მიმართ ხისტი განცხადებებისა, ამერიკას უდიდესი ძალა და მოთმინება აქვს, თუმცა, ჩვენ თავის დაცვა მოგვიწევს, სხვა გზა არ დაგვრჩება და მოგვიწევს, ჩრდილოეთ კორეა ბოლომდე გავანადგუროთ...", - ეს განცხადება მან გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა "ადამიანი-რაკეტაზე" საუბრისას, როგორც ის ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტს უწოდებს.

დონალდ ტრამპი ბოლო დროს, აქტიურად ახორციელებს ფხენიანის მიმართ სანქციებს და ცდილობს, დანარჩენი მსოფლიო მის წინააღმდეგ გააერთიანოს. ჩრდილოეთ კორეის მიმართ აგრესიული პოლიტიკის გატარებას ცდილობს გაეროში ამერიკის წარმომადგენელი ნიკი ჰეილი, რაც უკვე გააპროტესტა რუსეთმა - მან ფხენიანის მიერ რაკეტის გამოცდას მოსკოვმა "პროვოკაცია" უწოდა, თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთ კორეის "პროვოცირებაში" აშშ დაადანაშაულა და მისი მოწოდება, - შეწყვიტოს ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან, უარყო. მისი აზრით, ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეას ლიდერს "ახალი უკიდურესი ქმედებებისკენ" უბიძგებს.

რის დამტკიცებას ცდილობს ჩრდილოეთ კორეა?

ფხენიანის თქმით, ჩრდილოეთ კორეას მიერ გაშვებულ რაკეტას ამერიკის ტერიტორიაზე ნებისმიერი მიზნის განადგურება შეუძლია. ვაშინგტონი მას შემდეგ გამოთქვამს პროტესტს, რაც ჩრდილოეთ კორეის რაკეტებმა საკმაო პროგრესს მიაღწიეს. დაპირისპირება სათავეს ჯერ კიდევ XX საუკუნის შუა პერიოდიდან იღებს, - საუბარია 1950-53 წლებზე, თუმცა, კონფლიქტი დღემდე არ დასრულებულა.

ფხენიანს ამბიცია აქვს, კორეული ნახევარკუნძული თავის მმართველობის ქვეშ გააერთიანოს... როგორც ირკვევა, ამერიკა სულაც არ აპირებს თავის პარტნიორი და მოკავშირე სამხრეთ კორეა საფრთხის წინაშე მარტო დატოვოს, ამიტომაც აქტიურად უტევს ფხენიანს. ფაქტია, რომ ამ კუთხით შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეამ და ამერიკამ ვერ მიაღწიეს.

რაკეტების გაშვება ფხენიანის გუშინდელი ახირება ნამდვილად არ ყოფილა - რაკეტის პირველი წარმატებული გამოცდა კიმ ჩენ ირმა ჯერ კიდევ 1998 წელს განახორციელა. ჩრდილოეთ კორეის ახლანდელი მმართველის მამამ გარდაცვალებამდე, სულ 16 რაკეტა გამოსცადა, კიმ ჩენ ინმა კი, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2011 წელს მოვიდა, შეიძლება ითქვას, "აიწყვიტა" და 90 სარაკეტო გაშვება განახორციელა, მათგან 20 - მხოლოდ 2017 წელს და რაც მთავარია, უმეტესობა - წარმატებით.

ჩრდილოეთ კორეამ ამ მხრივ, მართლაც უპრეცენდენტო შედეგი მიიღო - მაგალითად, Хвасон-15-მა 950 კილომეტრსა და 4475 კილომეტრ სიმაღლეზე იფრინა. ფხენიანი ირწმუნება, რომ მათ ახალ რაკეტას გაცილებით "დიდი სიმაღლეების" დაპყრობა შეუძლია... ფხენიანის აღებული ტემპის გათვალისწინებით, ამერიკასა და ზოგადად, დანარჩენ მსოფლიოს მღელვარების მიზეზი ნამდვილად აქვთ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

სითბური და რადიოლოკაციური რაკეტებისგან თავდაცვის აპარატურა დამონტაჟებული იყო ივანიშვილისა და სააკაშვილის პირად შვეულმფრენებზე - როგორ დავიცვათ ქართული "მიმინოები" რუსული "კრაზანებისგან"

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან