მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმი დაჭრილ 16 წლის მოზარდზე - "ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის"
ექიმი დაჭრილ 16 წლის მოზარდზე - "ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის"

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, დაჭ­რი­ლი 16 წლის მო­ზარ­დი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ავ­თან­დილ იმე­და­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა რჩე­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მე. მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ას ნუ და­ვარ­ქმევთ, რად­გან ეს იმ ოპე­რა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა იყო, ოდ­ნა­ვი შეს­ვე­ნე­ბა გა­ვა­კე­თეთ, რომ სტა­ბი­ლი­ზა­ცია მომ­ხდა­რი­ყო. პრაქ­ტი­კუ­ლად, პა­ცი­ენ­ტი ნული წნე­ვით შე­მო­ვი­და. პირ­და­პი­რი გუ­ლის მა­სა­ჟით შე­ვი­და პა­ცი­ენ­ტი სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში. სა­კა­ცი­დან სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე მისი გა­დაყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა და პირ­და­პირ იმა­ზე და­ი­წყო და დამ­თავ­რდა ოპე­რა­ცია, რი­თაც შე­მო­იყ­ვა­ნეს. ეს იყო უმ­ძი­მე­სი წუ­თე­ბი ჩვენ­თვის", - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ იმე­და­ძემ და დას­ძი­ნა, რომ პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ბავ­შვის გა­და­სარ­ჩე­ნად.

რო­გორც რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ­ჟა­მად მიღ­წე­უ­ლია სტა­ბი­ლი­ზა­ცია, პა­ცი­ენ­ტი გა­დაყ­ვა­ნი­ლია რე­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სტა­ბი­ლუ­რია მდგო­მა­რე­ო­ბა.

"რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა შემ­დგომ­ში, ამა­ზე ლა­პა­რა­კი უკვე ძნე­ლია. მინ­და კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნო, რომ ასეთ გა­მე­ტე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი 16 წლის ბავ­შვზე, არ ვიცი, სა­ში­ნე­ლე­ბაა. ეს იყო შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა გულ­მკერ­დის არე­ში, შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი მუც­ლის არე­ში, ღვიძლზე იყო გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო მა­გის­ტრა­ლუ­რი სის­ხლძრღვე­ბი, ბარ­ძა­ყის არ­ტე­რია, კერ­ძოდ, ვენა. რომ მო­იყ­ვა­ნეს სის­ხლი არ იყო. ჯგუ­ფის და­სად­გე­ნა­დაც კი ვერ ავი­ღეთ სის­ხლი ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. ნული წნე­ვით, გული გა­ჩე­რე­ბუ­ლი, გუ­ლის პირ­და­პი­რი მა­სა­ჟით შე­ვი­და სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში", - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ იმე­და­ძემ და დას­ძი­ნა, რომ მას ჰქონ­და 7 ძი­რი­თა­დი ჭრი­ლო­ბა.

კი­თხვა­ზე, რი­თია მიყ­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი, ავ­თან­დილ იმე­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ ბლაგ­ვი საგ­ნით, თუმ­ცა ამას ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს. ამას­თან, ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, ჩარ­თუ­ლია ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი - რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი, ყვე­ლა სა­ხის ქი­რურ­გი ისევ ად­გილ­ზეა, არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი.

"მზად ვართ, რომ თუ კი­დევ რამე დას­ჭირ­და, გა­კეთ­დეს. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე. მგო­ნია, რომ ვინც გა­ი­გო, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ნიც­დის და ამ ბავ­შვის გა­და­სარ­ჩე­ნად ლო­ცუ­ლობს. ჩვენც ერთი სული გვაქვს, როცა ამ გა­მარ­ჯვე­ბას ვი­ზე­ი­მებთ", - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ იმე­და­ძემ.

დღეს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი დაჭ­რეს, მათ­გან ერთი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ხოლო მე­ო­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში არას­რულ­წლოვ­ნებს შო­რის მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს მოკ­ლეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ექიმი დაჭრილ 16 წლის მოზარდზე - "ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის"

ექიმი დაჭრილ 16 წლის მოზარდზე - "ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის"

ხორავას ქუჩაზე, დაჭრილი 16 წლის მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა.

"მინდა აღვნიშნო, რომ მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე. მეორე ოპერაციას ნუ დავარქმევთ, რადგან ეს იმ ოპერაციის გაგრძელება იყო, ოდნავი შესვენება გავაკეთეთ, რომ სტაბილიზაცია მომხდარიყო. პრაქტიკულად, პაციენტი ნული წნევით შემოვიდა. პირდაპირი გულის მასაჟით შევიდა პაციენტი საოპერაციოში. საკაციდან საოპერაციო მაგიდაზე მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა და პირდაპირ იმაზე დაიწყო და დამთავრდა ოპერაცია, რითაც შემოიყვანეს. ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ და დასძინა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლა მიმდინარეობდა ბავშვის გადასარჩენად.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ამჟამად მიღწეულია სტაბილიზაცია, პაციენტი გადაყვანილია რენიმაციულ განყოფილებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილურია მდგომარეობა.

"რა გართულებები იქნება შემდგომში, ამაზე ლაპარაკი უკვე ძნელია. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ასეთ გამეტებით მიყენებული ჭრილობები 16 წლის ბავშვზე, არ ვიცი, საშინელებაა. ეს იყო შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში, შემავალი ჭრილობები მუცლის არეში, ღვიძლზე იყო გამჭოლი ჭრილობა. დაზიანებული იყო მაგისტრალური სისხლძრღვები, ბარძაყის არტერია, კერძოდ, ვენა. რომ მოიყვანეს სისხლი არ იყო. ჯგუფის დასადგენადაც კი ვერ ავიღეთ სისხლი ისეთი მდგომარეობა იყო. ნული წნევით, გული გაჩერებული, გულის პირდაპირი მასაჟით შევიდა საოპერაციოში", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ და დასძინა, რომ მას ჰქონდა 7 ძირითადი ჭრილობა.

კითხვაზე, რითია მიყნებული ჭრილობები, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით, თუმცა ამას ექსპერტიზა დაადგენს. ამასთან, ექიმის განცხადებით, ჩართულია ყველა სამსახური - რეანიმაციული, ყველა სახის ქირურგი ისევ ადგილზეა, არიან მობილიზებულები.

"მზად ვართ, რომ თუ კიდევ რამე დასჭირდა, გაკეთდეს. ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. მგონია, რომ ვინც გაიგო, მთელი საქართველო განიცდის და ამ ბავშვის გადასარჩენად ლოცულობს. ჩვენც ერთი სული გვაქვს, როცა ამ გამარჯვებას ვიზეიმებთ", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

დღეს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

წაიკითხეთ: ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი