პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვებიან მეზობლები მოსწავლეების ჩხუბზე - "ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ტიროდა და დაჭრილს ეფერებოდა"
რას ჰყვებიან მეზობლები მოსწავლეების ჩხუბზე - "ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ტიროდა და დაჭრილს ეფერებოდა"

ხო­რა­ვას ქ. #4-ში მო­ზარ­დებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ მე­ზობ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ. მათ გან­ცხა­დე­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ი­გეს ბავ­შვებს შო­რის კა­მა­თი და ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი. ამის შემ­დეგ კი შე­ნიშ­ნეს, რომ ორი მო­ზარ­დი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით დაჭ­რი­ლი ძირს ეგდო. მე­ზობ­ლებ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი ლალი მეს­ხი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ამ­ბობს, მომ­ხდა­რი­დან ცოტა ხან­ში ად­გილ­ზე მი­ვი­და ერთ-ერთი სკო­ლის სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე.

"უცებ შე­მოც­ვივ­დნენ ბავ­შვე­ბი ეზო­ში. ამ დროს მე ფან­ჯრი­დან გა­ვი­ხე­დე და ერთ წამ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. ვერ გა­ვი­გე რა ხდე­ბო­და. მერე და­ვი­ნა­ხე, რომ ვი­ღა­ცე­ბი გა­იქ­ცნენ, ერთ ბიჭს კი სის­ხლის კვა­ლი ჰქონ­და. ყვე­ლა ვრე­კავ­დით სას­წრა­ფო­ში. პო­ლი­ცი­აც დრო­უ­ლად მო­ვი­და, ასე­ვე, იყო მე­ო­რე დაჭ­რი­ლი. რო­გორც გა­ვი­გეთ, ერთ-ერთი სკო­ლის სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე მო­ვი­და ად­გილ­ზე. ტი­რო­და და ეფე­რე­ბო­და დაჭ­რილს", - გა­ნა­ცხა­და ლალი მეს­ხმა.

კი­დევ ერთი მე­ზო­ბე­ლი ყვე­ბა, რომ ბავ­შვებს შო­რის ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი თვი­თო­ნაც გა­ი­გო.

"ბევ­რი ბავ­შვი იყო. ერ­თმა­ნეთს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. სხვა ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, 51-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აქ მო­ვი­და სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე. რაც შე­ე­ხე­ბა იმ მო­ზარდს, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა, პი­რა­დად მე არ ვიც­ნობ­დი, თუმ­ცა კარ­გად ახა­სი­ა­თე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მე­ზო­ბელ­მა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხო­რა­ვას 4-ში ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა 51-ე და მე-6 სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მოხ­და, რა დრო­საც ორი მათ­გა­ნი და­იჭ­რა. ერთი მათ­გა­ნი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც უკვე 3 სა­ა­თია ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა, მე­ო­რე კი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ამ დრომ­დე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ატა­რე­ბენ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში არას­რულ­წლოვ­ნებს შო­რის მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს მოკ­ლეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას ჰყვებიან მეზობლები მოსწავლეების ჩხუბზე - "ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ტიროდა და დაჭრილს ეფერებოდა"

რას ჰყვებიან მეზობლები მოსწავლეების ჩხუბზე - "ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ტიროდა და დაჭრილს ეფერებოდა"

ხორავას ქ. #4-ში მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ მეზობლები საუბრობენ. მათ განცხადებით, თავდაპირველად გაიგეს ბავშვებს შორის კამათი და ხმამაღალი საუბარი. ამის შემდეგ კი შენიშნეს, რომ ორი მოზარდი ერთმანეთისაგან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაჭრილი ძირს ეგდო. მეზობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები ლალი მესხი ჟურნალისტებთან ამბობს, მომხდარიდან ცოტა ხანში ადგილზე მივიდა ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე.

"უცებ შემოცვივდნენ ბავშვები ეზოში. ამ დროს მე ფანჯრიდან გავიხედე და ერთ წამში მოხდა ყველაფერი. ვერ გავიგე რა ხდებოდა. მერე დავინახე, რომ ვიღაცები გაიქცნენ, ერთ ბიჭს კი სისხლის კვალი ჰქონდა. ყველა ვრეკავდით სასწრაფოში. პოლიციაც დროულად მოვიდა, ასევე, იყო მეორე დაჭრილი. როგორც გავიგეთ, ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მოვიდა ადგილზე. ტიროდა და ეფერებოდა დაჭრილს", - განაცხადა ლალი მესხმა.

კიდევ ერთი მეზობელი ყვება, რომ ბავშვებს შორის ხმამაღალი საუბარი თვითონაც გაიგო.

"ბევრი ბავშვი იყო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ გაჩერებულიყვნენ. სხვა ვერაფერი გავიგე. როგორც ამბობენ, 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ასევე მოქალაქეები ამბობენ, რომ აქ მოვიდა სასწავლო ნაწილის გამგე. რაც შეეხება იმ მოზარდს, რომელიც გარდაიცვალა, პირადად მე არ ვიცნობდი, თუმცა კარგად ახასიათებენ", - განაცხადა მეზობელმა.

არსებული ინფორმაციით, ხორავას 4-ში ურთიერთდაპირისპირება 51-ე და მე-6 სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა, რა დროსაც ორი მათგანი დაიჭრა. ერთი მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც უკვე 3 საათია ოპერაცია უტარდება, მეორე კი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ