პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ დირექტორსაც ვერ შერჩა ეს ობიექტი, წაართვეს..." - რას იხსენებს ნიკო ლეკიშვილი "ლაღიძის წყლების" შესახებ და რას ურჩევს კალაძეს
"იმ დირექტორსაც ვერ შერჩა ეს ობიექტი, წაართვეს..." - რას იხსენებს ნიკო ლეკიშვილი "ლაღიძის წყლების" შესახებ და რას ურჩევს კალაძეს

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი, ნიკო ლე­კიშ­ვი­ლი "ლა­ღი­ძის წყლე­ბის" შე­ნო­ბის გა­მოს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­და ლა­ღი­ძის წყლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ე­რის პო­ზი­ცია. თა­ვის დრო­ზე მე მო­ვამ­ზა­დე პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა ლა­ღი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის­თვის მისი გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ სიმ­ბო­ლურ ფა­სათ. მაგ­რამ იმ ობი­ექ­ტის დი­რექ­ტორ­მა და იქ მო­მუ­შა­ვე­ებ­მა სა­ში­ნე­ლი ის­ტე­რი­კა მო­ა­წყვეს და შე­ვარ­დნა­ძემ უკან და­ი­ხია აღარ მო­ა­წე­რა ხელი, ვთხო­ვე გად­მო­მე­ცი-მეთ­ქი ეგ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და მე გა­დავ­ცემ-მეთ­ქი, მაგ­რამ არ ქნა. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის გამო, ამ დი­რექ­ტორ­მა ქალ­მა ბევ­რი მლან­ძღა და ჭო­რე­ბი მი­გო­ნა, მა­ს­მე­დი­ა­მაც გა­და­მი­ა­რა თა­ვის­თვის უნ­დაო. იმ დი­რექ­ტორ­საც ვერ შერ­ჩა ეს ობი­ექ­ტი, წა­არ­თვეს და ტან­საც­მლის მა­ღა­ზია გა­ა­კე­თეს.

სა­ერ­თოდ თბი­ლის­ში, ამის გარ­და, არის რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი, რომ­ლის აღ­დგე­ნაც, ჩემი აზ­რით, კარ­გი იქ­ნე­ბო­და. მე­რი­ის შე­ნო­ბა­ში ის­ტო­რი­უ­ლი აფ­თი­ა­ქის აღ­დგე­ნა, გო­ფი­ლექ­ტის ბა­ღის­თვის სა­კონ­ცერ­ტო ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნა (მე აღ­ვად­გი­ნე და შა­ბათ კვი­რას ჯანო კა­ხი­ძე კონ­ცერ­ტებს ატა­რებ­და უფა­სოდ, მაგ­რამ ჩემს შემ­დეგ აღარ და­ა­ფი­ნან­სეს და ის სცე­ნაც და­ი­შა­ლა) ამ­ჟა­მად ევ­რო­პა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პარ­კებ­ში ღია ესტრა­დე­ბის და კი­ნო­თე­ატ­რე­ბის აღ­დგე­ნაც არ იქ­ნე­ბო­და ცუდი. სხვას აღარ ჩა­მოვ­თვლი თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან გა­უ­ზი­ა­რებ ვი­საც ეს ეხე­ბა. სა­ვა­თა­შო­რის ამას ბევ­რი ფული არ და­ჭირ­დე­ბა.

ურ­ჩევ მე­რი­ას და საკ­რე­ბუ­ლოს აღად­გი­ნოს ჩვენს დროს მი­ღე­ბუ­ლი და ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მიერ გა­უქ­მე­ბუ­ლი ნორ­მა კულ­ტუ­რის, სპო­ტუ­ლი და ქა­ლა­ქის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის პრო­ფი­ლის შეც­ვლის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ. ეს ნორ­მა მოქ­მე­დებს ევ­რო­პის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში", - წერს ნიკო ლე­კიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე "ლა­ღი­ძის წყლე­ბის" ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის გა­მოს­ყიდ­ვის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა გუ­შინ "გა­ლე­რეა თბი­ლი­სის" გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ვი­სურ­ვებ­დი, რომ "ლა­ღი­ძის წყლე­ბი" და ის სა­ხა­ჭა­პუ­რე, რო­მე­ლიც და­კარ­გა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­მა, მინ­და, ქა­ლა­ქის მერს, ჩვენს კა­ხის ვუ­თხრა, იქ­ნებ რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზ­ნე­სის უფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, გა­მო­ვის­ყი­დოთ ეს ად­გი­ლი და ასე­ვე გან­ვა­ახ­ლოთ. ეს არის ძა­ლი­ან ბევ­რი თბი­ლი­სე­ლის სურ­ვი­ლი და რა თქმა უნდა არა ამ მას­შტა­ბით, მაგ­რამ ისიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მიმ­ზიდ­ვე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კი, ვი­საც ახ­სოვს ეს ად­გი­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი აკავ­ში­რებს ლა­ღი­ძის წყლებ­თან, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"იმ დირექტორსაც ვერ შერჩა ეს ობიექტი, წაართვეს..." - რას იხსენებს ნიკო ლეკიშვილი "ლაღიძის წყლების" შესახებ და რას ურჩევს კალაძეს

"იმ დირექტორსაც ვერ შერჩა ეს ობიექტი, წაართვეს..." - რას იხსენებს ნიკო ლეკიშვილი "ლაღიძის წყლების" შესახებ და რას ურჩევს კალაძეს

თბილისის ყოფილი მერი, ნიკო ლეკიშვილი "ლაღიძის წყლების" შენობის გამოსყიდვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"ძალიან გამეხარდა ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით პრემიერის პოზიცია. თავის დროზე მე მოვამზადე პრეზიდენტის განკარგულება ლაღიძეების ოჯახისთვის მისი გადაცემის შესახებ სიმბოლურ ფასათ. მაგრამ იმ ობიექტის დირექტორმა და იქ მომუშავეებმა საშინელი ისტერიკა მოაწყვეს და შევარდნაძემ უკან დაიხია აღარ მოაწერა ხელი, ვთხოვე გადმომეცი-მეთქი ეგ უფლებამოსილება და მე გადავცემ-მეთქი, მაგრამ არ ქნა. ამ ინიციატივის გამო, ამ დირექტორმა ქალმა ბევრი მლანძღა და ჭორები მიგონა, მასმედიამაც გადამიარა თავისთვის უნდაო. იმ დირექტორსაც ვერ შერჩა ეს ობიექტი, წაართვეს და ტანსაცმლის მაღაზია გააკეთეს.

საერთოდ თბილისში, ამის გარდა, არის რამდენიმე ადგილი, რომლის აღდგენაც, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა. მერიის შენობაში ისტორიული აფთიაქის აღდგენა, გოფილექტის ბაღისთვის საკონცერტო ფუნქციის აღდგენა (მე აღვადგინე და შაბათ კვირას ჯანო კახიძე კონცერტებს ატარებდა უფასოდ, მაგრამ ჩემს შემდეგ აღარ დააფინანსეს და ის სცენაც დაიშალა) ამჟამად ევროპაში გავრცელებული პარკებში ღია ესტრადების და კინოთეატრების აღდგენაც არ იქნებოდა ცუდი. სხვას აღარ ჩამოვთვლი თუ დაინტერესდებიან გაუზიარებ ვისაც ეს ეხება. სავათაშორის ამას ბევრი ფული არ დაჭირდება.

ურჩევ მერიას და საკრებულოს აღადგინოს ჩვენს დროს მიღებული და ნაციონალების მიერ გაუქმებული ნორმა კულტურის, სპოტული და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების პროფილის შეცვლის აკრძალვის შესახებ. ეს ნორმა მოქმედებს ევროპის მრავალ ქვეყანაში", - წერს ნიკო ლეკიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე "ლაღიძის წყლების" ყოფილი შენობის გამოსყიდვის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ პრემიერმა გუშინ "გალერეა თბილისის" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ვისურვებდი, რომ "ლაღიძის წყლები" და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი და რა თქმა უნდა არა ამ მასშტაბით, მაგრამ ისიც შეიძლება გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის. იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც ახსოვს ეს ადგილი და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ლაღიძის წყლებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს