მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შემოვიდა აჰმედ ჩატაევი საქართველოში - რუსული მედიის ვერსიები
როგორ შემოვიდა აჰმედ ჩატაევი საქართველოში - რუსული მედიის ვერსიები

სუს-ის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან ერთ-ერთი აჰ­მედ ჩა­ტა­ე­ვია, უცხო­ურ მე­დი­ა­ში უკვე მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა.

მთა­ვა­რი კი­თხვა, რო­მელ­საც ისი­ნი სვა­მენ, არის ის, თუ რო­გორ შე­მო­ვი­და, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ჩეჩ­ნუ­რი ფრთის ერთ-ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა, ბა­ტა­ლი­ონ "იარ­მუ­კის" 37 წლის მე­თა­უ­რი, ტე­რო­რის­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ალ­ბათ იმა­საც გას­ცე­მენ პა­სუხს, თუ რო­მელ­მა კონ­კრე­ტულ­მა პირ­მა ან უწყე­ბამ მის­ცა ჩა­ტა­ევ­სა და მის გა­რე­მოც­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში "ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია", რა მიზ­ნით შე­მო­უშ­ვეს ისი­ნი და რა­ტომ მის­ცეს კარ­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბის დრო და უფ­ლე­ბა. რო­გორ მო­ა­ხერ­ხა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ ტე­რო­რის­ტთა სიით ძებ­ნილ­მა პირ­მა სი­რია-ერა­ყი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, თბი­ლის­ში ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა და იმ რა­ო­დე­ნო­ბის ია­რა­ღის თავ­მოყ­რა, რომ სუს-ის და შსს-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა 20 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ე­წი­ათ;

"კავ­კა­სი­ის ხალ­ხთა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფონ­დის" პრე­ზი­დენ­ტის უმარ იდი­გო­ვის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხევ­რის წინ ჩა­ტა­ევ­მა მას შე­უთ­ვა­ლა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა სურ­და, რა­ზეც იდი­გო­ვის­გან უარი მიღო - ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო­აო, თუმ­ცა, ის თბი­ლის­ში მა­ინც აღ­მოჩ­ნდა...

"ხა­ლი­ფა­ტის და­ცე­მის" შემ­დეგ, რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო?

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, - იმი­ტომ, რომ ჩა­ტა­ევს ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰყავ­და; გარ­და ამი­სა, ის წლე­ბის მან­ძილ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რის ოპე­რა­ტი­უ­ლი აგენ­ტი იყო და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, რა­საც თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მდჯო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლიც ადას­ტუ­რებს და შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­უ­ლი კავ­ში­რე­ბიც ჰქონ­და. ამი­ტო­მაც, შე­საძ­ლოა, მათი გა­მო­ყე­ნე­ბის იმე­დიც ჰქონ­და.

რუ­სუ­ლი მე­დია ჩა­ტა­ე­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოღ­წე­ვა­ში რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის კვალს ხე­დავს - მათი ცნო­ბით, ISIS -ის კვა­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ჩე­ნა, მათ ჯერ კი­დევ ნა­ხე­ვა­რი წლის წინ და­ა­ა­ნონ­სეს. 

ჩეჩ­ნე­თის მო­სა­ზღვრე პან­კი­სის და­სახ­ლე­ბი­დან ISIS-ის რი­გებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ მისი და­ცე­მის შემ­დეგ, ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ... "ახლა კი, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ვერ­სია მარ­თლდე­ბა - ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი, რო­მელ­თაც თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ სამ­ხედ­რო ინ­სტრუქ­ტო­რო­ბა, თან­და­თან სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბი­ან", - წერს kavkaz-uzel.eu.

სად იკ­ვე­თე­ბა "ცალ­ხე­ლა აჰ­მე­დას" კვა­ლი

"ერთ-ერთ ვერ­სით, ჩა­ტა­ევს თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა რუ­სე­თის კუ­რა­ტორ­თა ბრძა­ნე­ბით შე­ეძ­ლო, თურ­ქე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით და შემ­დეგ, ისევ რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო მის­თვის ერ­თგვა­რი დე­რე­ფა­ნი იყო. რჩე­ბა მხო­ლოდ ერთი, ძალ­ზედ სა­რის­კო ვა­რი­ან­ტი - რუ­სებ­მა ჩა­ტა­ე­ვი გა­უშ­ვეს ან გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით, "სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბის აკ­რძალ­ვით" და იმის იმე­დით, რომ მას ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­ა­ნე­იტ­რა­ლებ­დნენ.

ამით რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი არა­სა­სურ­ველ მოწ­მე­საც მო­ი­შო­რებ­დნენ და მე­ო­რეს მხრივ, მათ­თვის სა­სურ­ველ ხმა­ურ­საც ატეხ­დნენ, რათა შემ­დეგ, ეს სა­ინ­ფორ­მა­ციო აჟი­ო­ტა­ჟი მა­თი­ვე მიზ­ნე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი სცე­ნა­რე­ბის გა­თა­მა­შე­ბა რომ უნ­დათ, ეს ახა­ლი არ არის...

შე­საძ­ლოა, მოს­კოვ­მა თა­ვი­სი რუ­სუ­ლად მო­სა­უბ­რე ჩე­ჩე­ნი "მი­ავ­ლი­ნა" ISIS-ში, რათა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­სა და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა... ვა­რი­ან­ტე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან ბევ­რია, მაგ­რამ მათ­გან რამ­დე­ნი­მე პირ­და­პირ ზე­და­პირ­ზე დევს", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როგორ შემოვიდა აჰმედ ჩატაევი საქართველოში - რუსული მედიის ვერსიები

როგორ შემოვიდა აჰმედ ჩატაევი საქართველოში - რუსული მედიის ვერსიები

სუს-ის ოფიციალურ განცხადებას, რომლის თანახმადაც სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია,  უცხოურ მედიაში უკვე მოჰყვა გამოხმაურება.

მთავარი კითხვა, რომელსაც ისინი სვამენ, არის ის, თუ როგორ შემოვიდა, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ჩეჩნური ფრთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, ბატალიონ "იარმუკის" 37 წლის მეთაური, ტერორისტი საქართველოში.

შესაბამისი უწყებები ალბათ იმასაც გასცემენ პასუხს, თუ რომელმა კონკრეტულმა პირმა ან უწყებამ მისცა ჩატაევსა და მის გარემოცვას საქართველოში "ხელშეუხებლობის გარანტია", რა მიზნით შემოუშვეს ისინი და რატომ მისცეს კარგად შეიარაღების დრო და უფლება. როგორ მოახერხა განსაკუთრებით საშიშ ტერორისტთა სიით ძებნილმა პირმა სირია-ერაყიდან საქართველოში ჩამოსვლა, თბილისში ბინის დაქირავება და იმ რაოდენობის იარაღის თავმოყრა, რომ სუს-ის და შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმებისთვის წინააღმდეგობა 20 საათის განმავლობაში გაეწიათ;

"კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" პრეზიდენტის უმარ იდიგოვის თქმით, დაახლოებით თვენახევრის წინ ჩატაევმა მას შეუთვალა, რომ საქართველოში ჩამოსვლა სურდა, რაზეც იდიგოვისგან უარი მიღო - ეს შეუძლებელია, რადგან ძალიან სახიფათოაო, თუმცა, ის თბილისში მაინც აღმოჩნდა...

"ხალიფატის დაცემის" შემდეგ, რატომ მაინცდამაინც საქართველო?

ერთ-ერთი ვერსიით, - იმიტომ, რომ ჩატაევს ოჯახი საქართველოში ჰყავდა; გარდა ამისა, ის წლების მანძილზე, საქართველოს სპეცსამსახურის ოპერატიული აგენტი იყო და საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა მინიჭებული, რასაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმდჯომარე ირაკლი სესიაშვილიც ადასტურებს და შესაბამისად, გარკვეული კავშირებიც ჰქონდა. ამიტომაც, შესაძლოა, მათი გამოყენების იმედიც ჰქონდა.

რუსული მედია ჩატაევის საქართველოში შემოღწევაში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავს - მათი ცნობით, ISIS -ის კვალის საქართველოში გამოჩენა, მათ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ დააანონსეს. 

ჩეჩნეთის მოსაზღვრე პანკისის დასახლებიდან ISIS-ის რიგებში ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი დაცემის შემდეგ, ცოცხლად გადარჩენილები, სამშობლოში დაბრუნდებოდნენ... "ახლა კი, რუსული მედიის ვერსია მართლდება - ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო გამოცდილებამიღებული ტერორისტები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ სამხედრო ინსტრუქტორობა, თანდათან სამშობლოში ბრუნდებიან", - წერს kavkaz-uzel.eu.

სად იკვეთება "ცალხელა აჰმედას" კვალი

"ერთ-ერთ ვერსით, ჩატაევს თბილისში დაბრუნება რუსეთის კურატორთა ბრძანებით შეეძლო, თურქეთიდან საქართველოს გავლით და შემდეგ, ისევ რუსეთში დაბრუნებით. საქართველო მისთვის ერთგვარი დერეფანი იყო. რჩება მხოლოდ ერთი, ძალზედ სარისკო ვარიანტი - რუსებმა ჩატაევი გაუშვეს ან გადაიყვანეს საქართველოს გავლით, "სახლში დაბრუნების უფლების აკრძალვით" და იმის იმედით, რომ მას ქართული სპეცსამსახურები გაანეიტრალებდნენ.

ამით რუსული სპეცსამსახურები არასასურველ მოწმესაც მოიშორებდნენ და მეორეს მხრივ, მათთვის სასურველ ხმაურსაც ატეხდნენ, რათა შემდეგ, ეს საინფორმაციო აჟიოტაჟი მათივე მიზნების გასატარებლად გამოეყენებინათ. რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოში გარკვეული სცენარების გათამაშება რომ უნდათ, ეს ახალი არ არის...

შესაძლოა, მოსკოვმა თავისი რუსულად მოსაუბრე ჩეჩენი "მიავლინა" ISIS-ში, რათა ევროკავშირის ქვეყნებსა და მათ შორის, საქართველოში პროვოკაციებისთვის გამოეყენებინა... ვარიანტები, რასაკვირველია, ძალიან ბევრია, მაგრამ მათგან რამდენიმე პირდაპირ ზედაპირზე დევს", - წერს რუსული მედია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე