მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პეტრე ოცხელი - მუდმივად თანამედროვე" - გამოფენა, რომლის დამთვალიერებელი აქამდე უცნობ ესკიზებს იხილავს
"პეტრე ოცხელი - მუდმივად თანამედროვე" - გამოფენა, რომლის დამთვალიერებელი აქამდე უცნობ ესკიზებს იხილავს

ქარ­თუ­ლი მო­დერ­ნიზ­მის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დებ­ლის, პეტ­რე ოცხე­ლის 110 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, "თი­ბი­სი ბან­კის" და სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, მხატ­ვრის 30 ნა­მუ­შევ­რის რეს­ტავ­რა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. გა­მო­ფე­ნა 30 ნო­ემ­ბერს გა­იხ­სნა და 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს პეტ­რე ოცხე­ლის უნი­კა­ლუ­რი, სა­ე­ტა­პო ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გაც­ნო­ბას.

აღ­დგე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც პეტ­რე ოცხე­ლის სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მე­ბის ეს­კი­ზებს წარ­მო­ად­გენს, ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე პირ­ვე­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­და ოცხე­ლის მიერ შექ­მნილ დე­კო­რა­ცი­ი­სა და კოს­ტი­უ­მის ეს­კი­ზებს, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში შეს­რუ­ლე­ბულ ნა­ტურ­მორ­ტს, სა­მუ­შაო ჩა­ნა­ხა­ტებს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი­სათ­ვის და მის სხვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქამ­დე უც­ნობ ნა­მუ­შევ­რებს.

რეს­ტავ­რი­რე­ბულ ნა­მუ­შევ­რებ­თან ერ­თად, თი­ბი­სი გა­ლე­რეა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში და­ცულ პეტ­რე ოცხე­ლის სხვა ნა­მუ­შევ­რებ­საც მას­პინ­ძლობს. მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ოცხე­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი შე­დევ­რი "ფრთო­სა­ნი მღე­ბა­ვი", რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის მუდ­მივ­მოქ­მედ ექ­სპო­ზი­ცი­ას ეკუთ­ვნის და მხო­ლოდ ორ­ჯერ და­ტო­ვა მუ­ზე­უ­მის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე, ერთხელ პა­რიზ­ში და მე­ო­რედ ლონ­დონ­ში გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნებ­ზე.

გარ­და ამი­სა, "თი­ბი­სი ბან­კის" ინი­ცი­ა­ტი­ვით, პეტ­რე ოცხე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის პრო­ექტ 12-ის ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერპრე­ტა­ცია მომ­ზად­და. ურ­ბა­ნუ­ლი არტი, დი­ჯი­თალ-არტი, ანი­მა­ცია, ნე­ო­ნი, კო­მიქ­სე­ბი, 3D არტი, ხელ­ნა­კე­თი სამ­კა­უ­ლე­ბი და მუ­სი­კა - ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ტის­ტებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი შექ­მნეს, რო­მელ­თა პრე­ზენ­ტა­ცია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე 6 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი სრუ­ლად და­ფი­ნანსდა თი­ბი­სი ბან­კის მიერ. რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ბან­კის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მე­ნე­ჯერ­მა გან­მარ­ტა, გა­მო­ფე­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ახალ­გაზ­რდებს შო­რის ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა.

ნინა ახვლე­დი­ა­ნი, "თი­ბი­სი ბან­კის" სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მე­ნე­ჯე­რი: "პეტ­რე ოცხე­ლი - მუდ­მი­ვად თა­ნა­მედ­რო­ვე" - ამ გა­მო­ფე­ნის ფარ­გლებ­ში ვგეგ­მავთ სა­ინ­ტე­რე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას, რო­მელ­საც სკო­ლებს შევ­თა­ვა­ზებთ. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც "თი­ბი­სი ბან­კი" მხარს უჭერს მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ, პა­რა­ლე­ლუ­რად შე­ვი­მუ­შა­ვოთ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბიც, რათა ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ში კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დოს".

ექ­სპო­ზი­ცი­ა­ზე მი­სულ მოს­წავ­ლე­ებს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე ელო­დე­ბათ - ისი­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის გა­მარ­თულ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის სივ­რცე­ში შეძ­ლე­ბენ ოცხე­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის ინ­სპი­რა­ცი­ით 3D ფორ­მატ­ში და­ხა­ტონ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლეს წა­ა­წყდნენ - რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შევ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს და­მა­ლუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­ხა­ტე­ბის უკა­ნა მხა­რეს, მუ­ყა­ო­ზე იყო დაკ­რუ­ლი.

გი­ორ­გი კა­ლან­დია, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი: "ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თი­ბი­სი ბან­კმა და­ა­ფი­ნან­სა სა­რეს­ტავ­რა­ციო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც გა­და­უ­დე­ბე­ლი იყო ამ უნი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი­სათ­ვის. ჩვენ მი­ვი­ღეთ ორი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი: პირ­ვე­ლი, რომ ნა­მუ­შევ­რე­ბი აღ­დგე­ნი­ლია და მე­ო­რე, რომ რეს­ტავ­რა­ცი­ის შე­დე­გად გა­მოჩ­ნდა ნა­ხა­ტე­ბის აქამ­დე და­ფა­რუ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მუ­ყა­ო­ზე იყო დაკ­რუ­ლი. ამ­დე­ნად, დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­დევ­რე­ბი ნა­ხოს".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მო­ფე­ნა თი­ბი­სი ბან­კის 25 წლის იუ­ბი­ლეს და­ემ­თხვა და რო­გორც ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ეს ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი და ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ჩუ­ქა­რია.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, "თი­ბი­სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე: "დღეს ჩვენ ვმას­პინ­ძლობთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვრის და მო­აზ­როვ­ნის აღ­დგე­ნილ გა­მო­ფე­ნას, რო­მე­ლიც და­ვამ­თხვი­ეთ თი­ბი­სი ბან­კის 25 წლის იუ­ბი­ლეს. ეს ჩვე­ნი სა­ჩუ­ქა­რია თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი­სათ­ვის, ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სათ­ვის და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის. სა­მო­მავ­ლოდ ვა­პი­რებთ, გა­მო­ვუშ­ვათ საკ­მა­ოდ მრავ­ლის­მომ­ცვე­ლი კა­ტა­ლო­გი და ასე­ვე ვგეგ­მავთ გა­მო­ფე­ნის უცხო­ეთ­ში გა­ტა­ნა­საც, რამ­დე­ნა­დაც მის ფარ­გლებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია უნი­კა­ლუ­რი მო­დერ­ნის­ტი მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ­დე­ნად თა­ნა­მედ­რო­ვეა, რომ თით­ქოს დღე­საა შექ­მნი­ლი".

გა­მო­ფე­ნის გახ­სნას და­ეს­წრო სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე, რო­მელ­მაც მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და თი­ბი­სი ბანკს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი­სათ­ვის და აღ­ნიშ­ნა, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და ბან­კის ერ­თობ­ლი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფო­სა და კერ­ძო სექ­ტორს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თია. "მთე­ლი სა­მუ­შაო ქარ­თუ­ლი სა­რეს­ტავ­რა­ციო სკო­ლის მი­ე­რაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. მად­ლო­ბას ვუხ­დი თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც ამ პრო­ცე­სებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი. ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ ასე­თი პრო­ფე­სი­უ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის ქო­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

პეტ­რე ოცხე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა ქარ­თუ­ლი მო­დერ­ნიზ­მის თვალ­სა­ჩი­ნო ნი­მუ­შია. იგი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნია, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბიც 2016 წელს მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის, Google-ის არ­ტი­სა და კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სდა. აქ მისი პროგ­რე­სუ­ლი იდე­ე­ბით აღ­სავ­სე ნა­ხა­ტე­ბის ხილ­ვა მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვრე­ბის შე­დევ­რე­ბის გვერ­დი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

პეტ­რე ოცხე­ლი და­ი­ბა­და 1907 წლის 27 სექ­ტემ­ბერს ქუ­თა­ის­ში, კო­მერ­სან­ტის ოჯახ­ში. 1925 წელს პეტ­რემ და­ამ­თავ­რა ქუ­თა­ი­სის რე­ა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი და იმა­ვე წელს ჩა­ი­რი­ცხა თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში.

პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც პეტ­რემ გა­ა­ფორ­მა, იყო ანა­ტო­ლი ლუ­ნა­ჩარ­სკის პი­ე­სა "ცე­ცხლის გამ­ჩა­ღებ­ლე­ბი", რო­მე­ლიც მუ­შა­თა თე­ატ­რში და­იდ­გა 1927 წელს. კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტის - პ. ოცხე­ლის მიერ გა­ფორ­მე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლით. რე­ჟი­სორ­მა იმ­თა­ვით­ვე ამო­ი­კი­თხა მხატ­ვრის ნიჭი.

1937 წელს პეტ­რე ოცხელ­მა გა­ა­ფორ­მა რე­ჟი­სორ ლ. ესა­კი­ას კი­ნო­ფილ­მი "ფრთო­სა­ნი მღე­ბა­ვი". 1937 წელს კონ­სტან­ტი­ნე სტა­ნის­ლავ­სკიმ გა­და­წყვი­ტა ჯუ­ზე­პე ვერ­დის "რი­გო­ლე­ტოს" დად­გმა. გა­მო­ცხად­და კონ­კურ­სი სპექ­ტაკ­ლის გა­ფორ­მე­ბა­ზე, კონ­კურ­სში ოცხე­ლის ეს­კი­ზებ­მა პირ­ვე­ლი პრე­მია და­იმ­სა­ხუ­რა, თუმ­ცა დად­გმა გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი დარ­ჩა. ასე­ვე არ დად­გმუ­ლა პ. ოცხე­ლის მიერ გა­ფორ­მე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი: "ყა­ჩა­ღე­ბი" (1932 წ.); "სპარ­ტა­კი" (1933 წ.); და "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი" (1933 წ.);

პეტ­რე ოცხე­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხედ­ვა და შე­მოქ­მე­დე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა საბ­ჭო­უ­რი რე­ჟი­მი­სათ­ვის. 1939 წელს ლონ­დონ­ში გა­ი­მარ­თა თე­ატ­რის მხატ­ვარ­თა გა­მო­ფე­ნა. ოცხე­ლის ეს­კი­ზე­ბი ამ გა­მო­ფე­ნა­ზე ოქ­როს დიდი მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და, თუმ­ცა მხატ­ვა­რი ამას ვერ მო­ეს­წრო - 1937 წელს პეტ­რე ოცხე­ლი გახ­და სტა­ლი­ნუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი. მას წა­უ­ყე­ნეს ბრალ­დე­ბა: "მოს­კოვ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა" და სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

ბე­დი­სა დუმ­ბა­ძე

AMBEBI.GE

Restored artworks of the progressive Georgian artist Petre Otskheli on display

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"პეტრე ოცხელი - მუდმივად თანამედროვე" - გამოფენა, რომლის დამთვალიერებელი აქამდე უცნობ ესკიზებს იხილავს

"პეტრე ოცხელი - მუდმივად თანამედროვე" - გამოფენა, რომლის დამთვალიერებელი აქამდე უცნობ ესკიზებს იხილავს

ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, "თიბისი ბანკის" და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ერთობლივი თანამშრომლობით, მხატვრის 30 ნამუშევრის რესტავრაცია განხორციელდა. გამოფენა 30 ნოემბერს გაიხსნა და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტი მიზნად ისახავს პეტრე ოცხელის უნიკალური, საეტაპო ნამუშევრების გადარჩენასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.

აღდგენილი ნამუშევრების უმეტესობა, რომლებიც პეტრე ოცხელის სასცენო კოსტიუმების ესკიზებს წარმოადგენს, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველადაა წარმოდგენილი. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ოცხელის მიერ შექმნილ დეკორაციისა და კოსტიუმის ესკიზებს, სტუდენტობის პერიოდში შესრულებულ ნატურმორტს, სამუშაო ჩანახატებს ქართული ცეკვებისათვის და მის სხვა, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ნამუშევრებს.

რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად, თიბისი გალერეა საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცულ პეტრე ოცხელის სხვა ნამუშევრებსაც მასპინძლობს. მათ შორის აღსანიშნავია ოცხელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრი "ფრთოსანი მღებავი", რომელიც ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას ეკუთვნის და მხოლოდ ორჯერ დატოვა მუზეუმის საგამოფენო სივრცე, ერთხელ პარიზში და მეორედ ლონდონში გამართულ გამოფენებზე.

გარდა ამისა, "თიბისი ბანკის" ინიციატივით, პეტრე ოცხელის შემოქმედების პოპულარიზაციისათვის პროექტ 12-ის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო ინტერპრეტაცია მომზადდა. ურბანული არტი, დიჯითალ-არტი, ანიმაცია, ნეონი, კომიქსები, 3D არტი, ხელნაკეთი სამკაულები და მუსიკა - ამ მიმართულებებში თანამედროვე არტისტებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომელთა პრეზენტაცია ფართო საზოგადოების წინაშე 6 დეკემბერს გაიმართება.

რესტავრაციის პროცესი სრულად დაფინანსდა თიბისი ბანკის მიერ. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა განმარტა, გამოფენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებს შორის ხელოვნების პოპულარიზაციაა.

ნინა ახვლედიანი, "თიბისი ბანკის" სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი: "პეტრე ოცხელი - მუდმივად თანამედროვე" - ამ გამოფენის ფარგლებში ვგეგმავთ საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამას, რომელსაც სკოლებს შევთავაზებთ. საერთოდ, როდესაც "თიბისი ბანკი" მხარს უჭერს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, ყოველთვის ვცდილობთ, პარალელურად შევიმუშავოთ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამებიც, რათა ხელოვნებისადმი ინტერესი მომავალ თაობაში კიდევ უფრო გაიზარდოს".

ექსპოზიციაზე მისულ მოსწავლეებს საინტერესო სიახლე ელოდებათ - ისინი სპეციალურად მათთვის გამართულ ვირტუალური რეალობის სივრცეში შეძლებენ ოცხელის ნამუშევრების ინსპირაციით 3D ფორმატში დახატონ.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სასახლის რესტავრატორები მუშაობის პროცესში მნიშვნელოვან სიახლეს წააწყდნენ - რამდენიმე ნამუშევრის რესტავრაციის დროს აღმოაჩინეს დამალული ნამუშევრები, რომლებიც ნახატების უკანა მხარეს, მუყაოზე იყო დაკრული.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: "ექვსი თვის განმავლობაში თიბისი ბანკმა დააფინანსა სარესტავრაციო პროცესი, რომელიც გადაუდებელი იყო ამ უნიკალური ნამუშევრებისათვის. ჩვენ მივიღეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი: პირველი, რომ ნამუშევრები აღდგენილია და მეორე, რომ რესტავრაციის შედეგად გამოჩნდა ნახატების აქამდე დაფარული ნაწილი, რომელიც მუყაოზე იყო დაკრული. ამდენად, დამთვალიერებელს საშუალება აქვს, განახლებული შედევრები ნახოს".

აღსანიშნავია, რომ გამოფენა თიბისი ბანკის 25 წლის იუბილეს დაემთხვა და როგორც ბანკის პრეზიდენტმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს ქართველი საზოგადოებისადმი და ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საჩუქარია.

მამუკა ხაზარაძე, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: "დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ არაჩვეულებრივი მხატვრის და მოაზროვნის აღდგენილ გამოფენას, რომელიც დავამთხვიეთ თიბისი ბანკის 25 წლის იუბილეს. ეს ჩვენი საჩუქარია თითოეული თქვენგანისათვის, ქართული ხელოვნებისათვის და სრულიად საქართველოსათვის. სამომავლოდ ვაპირებთ, გამოვუშვათ საკმაოდ მრავლისმომცველი კატალოგი და ასევე ვგეგმავთ გამოფენის უცხოეთში გატანასაც, რამდენადაც მის ფარგლებში წარმოდგენილია უნიკალური მოდერნისტი მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც იმდენად თანამედროვეა, რომ თითქოს დღესაა შექმნილი".

გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა თიბისი ბანკს აღნიშნული პროექტისათვის და აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს და ბანკის ერთობლივი მოღვაწეობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია. "მთელი სამუშაო ქართული სარესტავრაციო სკოლის მიერაა შესრულებული. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული. ყველას ვულოცავ ასეთი პროფესიული პოტენციალის ქონას საქართველოში", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

პეტრე ოცხელის შემოქმედება ქართული მოდერნიზმის თვალსაჩინო ნიმუშია. იგი პირველი ქართველი ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც 2016 წელს მსოფლიოში უდიდესი ვირტუალური ასოციაციის, Google-ის არტისა და კულტურის ინსტიტუტის ვებგვერდზე განთავსდა. აქ მისი პროგრესული იდეებით აღსავსე ნახატების ხილვა მსოფლიოს საუკეთესო მხატვრების შედევრების გვერდითაა შესაძლებელი.

პეტრე ოცხელი დაიბადა 1907 წლის 27 სექტემბერს ქუთაისში, კომერსანტის ოჯახში. 1925 წელს პეტრემ დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

პირველი სპექტაკლი, რომელიც პეტრემ გააფორმა, იყო ანატოლი ლუნაჩარსკის პიესა "ცეცხლის გამჩაღებლები", რომელიც მუშათა თეატრში დაიდგა 1927 წელს. კოტე მარჯანიშვილი დაინტერესდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტის - პ. ოცხელის მიერ გაფორმებული სპექტაკლით. რეჟისორმა იმთავითვე ამოიკითხა მხატვრის ნიჭი.

1937 წელს პეტრე ოცხელმა გააფორმა რეჟისორ ლ. ესაკიას კინოფილმი "ფრთოსანი მღებავი". 1937 წელს კონსტანტინე სტანისლავსკიმ გადაწყვიტა ჯუზეპე ვერდის "რიგოლეტოს" დადგმა. გამოცხადდა კონკურსი სპექტაკლის გაფორმებაზე, კონკურსში ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა, თუმცა დადგმა განუხორციელებელი დარჩა. ასევე არ დადგმულა პ. ოცხელის მიერ გაფორმებული სპექტაკლები: "ყაჩაღები" (1932 წ.); "სპარტაკი" (1933 წ.); და "სამანიშვილის დედინაცვალი" (1933 წ.);

პეტრე ოცხელის ინდივიდუალური ხედვა და შემოქმედება მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოური რეჟიმისათვის. 1939 წელს ლონდონში გაიმართა თეატრის მხატვართა გამოფენა. ოცხელის ესკიზები ამ გამოფენაზე ოქროს დიდი მედლით დაჯილდოვდა, თუმცა მხატვარი ამას ვერ მოესწრო - 1937 წელს პეტრე ოცხელი გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. მას წაუყენეს ბრალდება: "მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება" და სიკვდილით დასაჯეს.

ბედისა დუმბაძე

AMBEBI.GE

Restored artworks of the progressive Georgian artist Petre Otskheli on display

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება