ასტროლოგი ხათუნა ნოელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე 1-2 დეკემბრის სამედიცინო ასტრო-პროგნოზს აქვეყნებს:
"დღეს და ხვალ (1/12,.2/12) მთვარე კუროს ზოდიაქოს ნიშანში იმოძრავებს და ამის გამო ყელი, ნიკაპი, ყურები და ენდოკრინული სისტემა დასუსტებული იქნება. შესაბამისად, არაა რეკომენდებული გლანდების, ადენოიდების ოპერაცია. ნუ შეეხებით ქირურგიული ჩარევით შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს. არც ეპილაციას გირჩევდით ყელის არეში და არც აქ არსებული ხალების მოცილებას.
შესაძლოა ყელის ხმოვანი სიმების დაჭიმულობაც, მოერიდეთ ხმამაღლა საუბარს ან ყვირილს. რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკეთ. ეცადეთ, ხმაურიან ადგილებსაც აარიდოთ თავი. თუ წამოგტკივდათ, დროულად დაახმარეთ ყელს ისეთი საშუალებები, როგორიცაა ინჰალაცია, სავლებები.
კვების პროდუქტების მიმართ გამოიჩინეთ ყურადღება, შეამოწმეთ მათი ვარგისიანობა, ვადა, ხარისხი. ნუ მიიღებთ სწრაფი-კვების ობიექტების საკვებს. არასასურვლია ცომეულობა, ტკბილეულობაზეე მიძალებაც. თუმცა არც შიმშილობაა რეკომენდებული. ზომიერება დაიცავით. კარგი დღეებია ზეითუნის ზეთზე დამზადებული საკვების მისაღებად.
სასიკეთოდ წარიმართება სასქესო ორგანოების, შარდგამოყოფი სისტემის, სწორი ნაწლავის მკურნალობა და ოპერაციები მათზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!".