"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ვერაზე მდებარე ერთ-ერთ სკოლაში უფროსკლასელებმა იჩხუბეს, დაჭრილია 2 მოზარდი.
როგორც ვაჩეიშვილი აცხადებს, ჩხუბში საკმაოდ ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა და მიზეზი უცნობია.
"ამ წუთას ვერაზე იჩხუბეს უფროსკლასელებმა. დანით დაიჭრა 2 ბიჭი. ჭრილობები მძიმეა. არ ვიცი გადარჩებიან თუ არა. პატრულთან დარეკვა იყო შეუძლებელი. დავუკავშირდით ძლივს. სასწრაფო მოვიდა ასევე ძლივს. ჩხუბი იყო დიდი, ბევრი მოსწავლით. არ ვიცი რა ვთქვა. დაუცველობა. უპატრონობა. ღმერთს ვთხოვ, გადარჩნენ ეს ლამაზი ბიჭები", - წერს ნიკა ვაჩეიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.