პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა" - სუს-ი სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროვებს
"სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა" - სუს-ი სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროვებს

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას ახ­მედ ჩა­ტა­ევ­მა თავი აი­ფეთ­ქა. ამის შე­სა­ხებ სუს-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს სუს-ი ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის ცოლ-შვი­ლის შე­სა­ხებ

"გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ საქ­მის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო სპე­ცი­ა­ლუ­რი და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფის მიზ­ნით. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­კა­ვე­ბულ იქნა ერთი პირი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის სა­წყის ეტაპ­ზე, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სუს-ის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი მათ­თან აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და­ნე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია კორ­პუ­სი­დან და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, რომ და­ნე­ბე­ბუ­ლიყ­ვნენ, უარი გა­ნა­ცხა­დეს - გახ­სნეს ცე­ცხლი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან და ხელ­ყუმ­ბა­რე­ბი ის­რო­ლეს. სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ გა­რე­მო­ში და ყვე­ლა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი იგეგ­მე­ბო­და უსაფრ­თხო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. 20 სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ორი წევ­რის ლიკ­ვი­და­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, ხოლო ბი­ნა­ში მყოფ­მა ერ­თმა პირ­მა - ახ­მედ ჩა­ტა­ევ­მა თავი აი­ფეთ­ქა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დგინ­დე­ბა, თუ რო­გორ მოხ­ვდნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"მინ­და მო­გა­წო­დოთ ამ ეტა­პის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ბერი გაბ­რი­ელ-სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით და ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან ერთ-ერთი ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვია.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებს მათი მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ ჰქო­ნი­ათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დგინ­დე­ბა, თუ რო­გორ მოხ­ვდნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და დგინ­დე­ბა მათი შე­საძ­ლო კავ­ში­რი სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პი­რებ­თან", - გა­ნა­ცხა­და ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

გარ­და ამი­სა, სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უშუ­ა­ლოდ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში არც ერთი უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი ჩარ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

"სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, უშუ­ა­ლოდ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში არც ერთი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი ჩარ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა", - გა­ნა­ცხა­და ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თხოვ­ნით, აშშ-დან ექ­სპერ­ტე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ მხა­რეს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

"სუს-ი, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, შე­საძ­ლო საფრ­თხე­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს, რათა მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 323-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, 3231-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 328-ე მუხ­ლით.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: სუს-ი - სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­ღუ­პულ­თა შო­რის ადამ გუ­მაშ­ვი­ლი არ არის

"სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა" - სუს-ი სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროვებს

"სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა" - სუს-ი სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროვებს

სუს-ის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. ამის შესახებ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წაიკითხეთ ასევე: რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი ახმედ ჩატაევის ცოლ-შვილის შესახებ

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სპეციალური დამატებითი ღონისძიებების გატარება შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის მიზნით. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ იქნა ერთი პირი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე. მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცველების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს - გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ გარემოში და ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის გათვალისწინებით. 20 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა ერთმა პირმა - ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა", - განაცხადა გიორგობიანმა.

იხილეთ ვიდეო

მისივე განმარტებით, დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში.

"მინდა მოგაწოდოთ ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია ბერი გაბრიელ-სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათი მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

გარდა ამისა, სუს-ის ინფორმაციით, უშუალოდ სპეცოპერაციაში არც ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა.

"სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჩართულობას რაც შეეხება, უშუალოდ სპეცოპერაციაში არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

როგორც ცნობილია, ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის თხოვნით, აშშ-დან ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებიც ქართულ მხარეს სპეცოპერაციის საქმის გამოძიების პროცესში ეხმარებიან.

"სუს-ი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე მუშაობს, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით.

წაიკითხეთ ასევე: სუს-ი - სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ