გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის ნიკი ჰეილის განცხადებით, ვაშინგტონი ფხენიანთან ომს არ ეძებს, მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი სრულად იქნება განადგურებული. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
"ჩვენ არასდროს გვიფიქრია ჩრდილოეთ კორეასთან ომზე, ჩვენ ახლაც არ ვაპირებთ ამას. თუ ეს ომი დაიწყება, ეს მოხდება ისეთი აგრესიის აქტის გამო, როგორიც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ. თუ ომი დაიწყება, ეჭვი არ შეგეპაროთ, ჩრდილოკორეული რეჟიმი სრულად იქნება განადგურებული", - განაცხადა ჰეილიმ.
მან ჩინეთს მოუწოდა ლიდერობა გამოავლინოს და ჩრდილოეთ კორეაში ნავთობის მიწოდება შეწყვიტოს, ყველა დანარჩენ ქვეყანას კი მიმართა, ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს.