სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთში ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად დავაყენებთ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს"
"რუსეთში ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად დავაყენებთ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს"

ნე­ბის­მი­ერ შეხ­ვედ­რა­ზე ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ყე­ნებთ აფხა­ზე­თი­სა და ოსე­თის სა­კითხს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა, ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, თე­ო­დო­რემ (ჭუ­ა­ძე) გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცი­ის მოს­კოვ­ში გა­სა­მართ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ რუ­სეთ­ში სა­ზე­ი­მო დღე­სას­წა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებთ. ვფიქ­რობ, რომ ჯგუ­ფის სა­კი­თხზე შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა. ჩვენ ამ სა­კითხს ნე­ბის­მი­ერ შეხ­ვედ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ყე­ნებთ. აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის სა­კი­თხი შეხ­ვედ­რებ­ზე ყო­ველ­თვის დგე­ბა. სა­უ­ბა­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ მხა­რეს­თან, რო­მელ­საც შე­უძ­ლია რა­ი­მე და­დე­ბი­თი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე თე­ო­დო­რემ.

რო­გორც პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რებ­ზე აფხა­ზე­თის სა­კი­თხზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი. მისი თქმით, შე­სა­ბა­მი­სი ჯგუ­ფის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რე­სებს უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს.

"რო­დე­საც რა­ღაც სა­კი­თხე­ბია, ჯგუ­ფე­ბი უნდა შე­იკ­რი­ბონ და იმ­სჯე­ლონ. შემ­დეგ ჩვენ ეკ­ლე­სი­ა­შიც გან­ვი­ხი­ლავთ. სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­საც უნდა უთან­ხმდე­ბო­დეს და ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რე­სებ­საც. ამა­ში ტრა­გი­კულს ნუ­რა­ფერს ხე­დავთ, თუ ვი­ღაც ვი­ღა­ცას­თან ისა­უბ­რებს. გა­აჩ­ნია რა შე­დე­გე­ბი მოყ­ვე­ბა. ეს ჯგუ­ფი არ იქ­ნე­ბა იმ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით, რომ თა­ვად გა­და­წყვი­ტოს სა­კი­თხე­ბი. პატ­რი­არ­ქთან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებს", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

4 დე­კემ­ბერს, მოს­კოვ­ში და­გე­გეგ­მილ სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავრნენ. სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცია სამი მღვდელმთავ­რით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მას პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი, ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე (ჭუ­ა­ძე) ხელ­მძღვა­ნე­ლობს. დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო საქ­მე­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის თავ­მჯდო­მა­რე, ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლი­ტი გე­რა­სი­მე და ნი­კორ­წმინ­დე­ლი ეპის­კო­პო­სი ვახ­ტან­გი.

რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია პატ­რი­არ­ქო­ბის აღ­დგე­ნის 100 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე იყო მი­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი, თუმ­ცა უწ­მინ­დე­სი მოს­კოვ­ში ვერ მი­ემ­გზავ­რე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ი­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რა რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქთან, რო­მელ­ზეც აფხა­ზეთ­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ჯგუ­ფის შექ­მნის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

"რუსეთში ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად დავაყენებთ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს"

"რუსეთში ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად დავაყენებთ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს"

ნებისმიერ შეხვედრაზე ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ (ჭუაძე) განუცხადა, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში გასამართ ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთში საზეიმო დღესასწაულში მონაწილეობას მივიღებთ. ვფიქრობ, რომ ჯგუფის საკითხზე შეხვედრა იქნება. ჩვენ ამ საკითხს ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად დავაყენებთ. აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი შეხვედრებზე ყოველთვის დგება. საუბარი აუცილებელია ნებისმიერ მხარესთან, რომელსაც შეუძლია რაიმე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობაზე", - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე აფხაზეთის საკითხზე იქნება საუბარი. მისი თქმით, შესაბამისი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

"როდესაც რაღაც საკითხებია, ჯგუფები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ. შემდეგ ჩვენ ეკლესიაშიც განვიხილავთ. სახელმწიფო ინტერესებსაც უნდა უთანხმდებოდეს და ეკლესიის ინტერესებსაც. ამაში ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ, თუ ვიღაც ვიღაცასთან ისაუბრებს. გააჩნია რა შედეგები მოყვება. ეს ჯგუფი არ იქნება იმ უფლებამოსილებით, რომ თავად გადაწყვიტოს საკითხები. პატრიარქთან შეთანხმების გარეშე, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

4 დეკემბერს, მოსკოვში დაგეგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დელეგაციის წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სამი მღვდელმთავრით არის წარმოდგენილი და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო მიპატიჟებული, თუმცა უწმინდესი მოსკოვში ვერ მიემგზავრება. სავარაუდოდ, გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრების შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან, რომელზეც აფხაზეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი