მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპარლამენტო მმართველობა" - გამოსავალი აფხაზეთისთვის?
"საპარლამენტო მმართველობა" - გამოსავალი აფხაზეთისთვის?

"აფხა­ზე­თი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­და­ვი­დეს სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მა­ზე" - აცხა­დებს აფხა­ზი პო­ლი­ტი­კო­სი, ყო­ფი­ლი დე ფაქ­ტო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, სერ­გეი შამ­ბა, რომ­ლის თქმი­თაც, ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია "აფხა­ზე­თის კონ­სტი­ტუ­ცი­ის შეც­ვლაც".

აფხა­ზი პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, - რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა გა­მოს­წო­რე­ბის­კენ არ მი­დის, პი­რი­ქით, სხვა­დას­ხვა სა­ხის, ზე­და­პი­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ველ­დღი­უ­რად ჭა­ობ­ში ეფ­ლო­ბა, ამი­ტო­მაც, მათ და­სა­კარ­გი არა­ფე­რი აქვთ.

"მო­ვი­და დრო, სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მა­ზე გა­და­ვი­დეთ. სხვა­დას­ხვა სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია და გარ­და ამი­სა, ჩვენ ვხე­დავთ, რომ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბი თან­და­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვად ით­ვი­სე­ბენ მმარ­თვე­ლო­ბის ამ სტილს, რა­ზეც მუდ­მი­ვად მსჯე­ლობს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამა­ზე უა­რე­სი შე­დე­გი, რაც ახლა გვაქვს, არ დად­გე­ბა, რად­გან უა­რე­სი, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია..." - აცხა­დებს შამ­ბა.

პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, გა­მოც­დი­ლე­ბამ გვიჩ­ვე­ნა, რომ ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბას, ძა­ლი­ან ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე აქვს და "კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში" ჩა­წე­რი­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფორ­მა, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ "დე­მოკ­რა­ტია აფხა­ზეთ­ში ძა­ლი­ან სუს­ტია..."

"ჩვენ ვხე­დავთ, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ერ­თმა­ნეთ­თან და ასე­ვე, აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია, უფრო სწო­რად, მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია. ვიდ­რე, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი არ მოხ­დე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის ხელ­ში არ­სე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბას, ყო­ველ­თვის ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნებს და ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რი გვექ­ნე­ბა..." - აცხა­დებს შამ­ბა. დე ფაქ­ტო ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, აფხა­ზი ახალ­გაზ­რდე­ბი ამა­ყო­ბენ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნით და მათ სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მი­ე­ცეთ, რომ ბედ­ნი­ე­რად იცხოვ­რონ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად "გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი" აფხა­ზე­თის არ სჯე­რა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას. მათი თქმით, მა­შინ, რო­დე­საც სო­ხუმ­ში, ტრო­ტუ­ა­რიც კი არ არ­სე­ბობს ქვე­ი­თე­ბის­თვის, სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბით პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და "ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფოდ" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­სა­ცი­ლოა...

აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტის, ნა­დეჟ­და ვე­ნე­დიქ­ტო­ვას თქმით, რე­გი­ო­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა "კა­ნო­ნის" არარ­სე­ბო­ბაა. "გზებ­ზე არ­სე­ბულ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბას წლი­დან წლამ­დე ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა, ალ­კოჰო­ლუ­რი და ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის ქვეშ მყო­ფი, "მკვლე­ლი მძღო­ლე­ბი" ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ნაგ­რძნო­ბენ ცხოვ­რე­ბას... პრე­ზი­დენ­ტე­ბი და შს მი­ნის­ტრე­ბი იც­ვლე­ბი­ან, ხალ­ხი კი, მა­ინც იხო­ცე­ბა... ასეთ მძღო­ლებს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ორი ქალი შე­ე­წი­რა, მაგ­რამ არა­ვინ დას­ჯი­ლა..." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ალექ­სეი კას­ლან­ძია, აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვე­რის­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი: "სა­ხელ­მწი­ფოს ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს, - ენერ­გე­ტი­კის, ეკო­ლო­გი­ის, მე­დი­ცი­ნის, გა­ნათ­ლე­ბის, ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბის, გზებ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის სფე­რო­ში, რა­საც კო­რუ­მო­პი­რე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ემა­ტე­ბა... დარ­ჩა რამე?.. ალ­ბათ არა­ფე­რი... ხალ­ხს სა­მუ­შაო არ აქვს, ყვე­ლას ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნა, - მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს იცის თუ არა საქ­მე... ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს კრი­მი­ნა­ლის კუ­თხით, - ყო­ველ­დღე ერთი და იგი­ვე გვეს­მის, - და­ა­ყა­ჩა­ღეს, გა­ძარ­ცვეს, ეს­რო­ლეს... თით­ქმის ისე, რო­გორც მა­ფი­ო­ზე­ბის ქვე­ყა­ნა­ში. მრცხვე­ნია, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, პენ­სი­ო­ნე­რი 500 რუბლს იღებს. ეს და­ცინ­ვაა... არა­ფერს ვამ­ბობ, ჩემ­ზე, - მე რუ­სე­თის პენ­სი­ა­სა და პრო­ფე­სო­რის ანა­ზღა­უ­რე­ბას ვი­ღებ. ამის ფონ­ზე კი, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის აპა­რა­ტი და ხელ­ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა.

ბა­ტა­ლი, 36 წლის, "სა­ჯა­რო პირი:" "ახ­ლა­ხან, მე­ო­რე შვი­ლი შე­მე­ძი­ნა, - თან მი­ხა­რო­და, თან იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რო­გორ გა­მო­მეყ­ვა­ნა ბავ­შვი სამ­შო­ბი­ა­რო­დან, რამ­დე­ნი ფული დამ­ჭირ­დე­ბო­და... მრცხვე­ნია, მაგ­რამ ამ­ხე­ლა კაცი ვარ და მშობ­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, ბე­ბი­აც კი, თა­ვი­სი პენ­სი­ი­დან მაძ­ლევს ფულს, შვილ­თაშ­ვი­ლის­თვის... არა­და, მას იქით უნდა ვეხ­მა­რე­ბო­დე. დარ­დი არ მას­ვე­ნებს, რო­გორ უნდა შევ­ხვდეთ ახალ წელს. ერთი სი­ტყვით, სა­სი­ხა­რუ­ლო ცო­ტაა... ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, ის, რომ ვი­ღა­ცე­ბი კონ­სტი­ტუ­ა­ცია შეც­ვლი­ან და ახა­ლი მარ­თვე­ლო­ბის სტი­ლით ქვე­ყა­ნას ეშ­ვე­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. ხოჭო (ფა­რო­სა­ნა) ვერ მოგ­ვა­შო­რეს, გა­ნად­გურ­და ყვე­ლა­ფე­რი. რუ­სეთ­ში, მან­და­რი­ნის ექ­სპორ­ტი 30%-ით შემ­ცირ­და, ვი­ძი­რე­ბით და არ ვა­ღი­ა­რებთ..."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"საპარლამენტო მმართველობა" - გამოსავალი აფხაზეთისთვის?

"საპარლამენტო მმართველობა" - გამოსავალი აფხაზეთისთვის?

"აფხაზეთი დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე" - აცხადებს აფხაზი პოლიტიკოსი, ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, სერგეი შამბა, რომლის თქმითაც, ასევე აუცილებელია "აფხაზეთის კონსტიტუციის შეცვლაც".

აფხაზი პოლიტიკოსის თქმით, - რეგიონში ვითარება გამოსწორებისკენ არ მიდის, პირიქით, სხვადასხვა სახის, ზედაპირული ღონისძიებების მიუხედავად, ყოველდღიურად ჭაობში ეფლობა, ამიტომაც, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ.

"მოვიდა დრო, საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდეთ. სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, ეს აუცილებელია და გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ კავკასიის ქვეყნები თანდათან შესანიშნავად ითვისებენ მმართველობის ამ სტილს, რაზეც მუდმივად მსჯელობს ჩვენი საზოგადოება. ყოველ შემთხვევაში, ამაზე უარესი შედეგი, რაც ახლა გვაქვს, არ დადგება, რადგან უარესი, პრაქტიკულად გამორიცხულია..." - აცხადებს შამბა.

პოლიტიკოსის თქმით, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ერთპიროვნული მმართველობას, ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე აქვს და "კონსტიტუციაში" ჩაწერილი მმართველობის დემოკრატიული ფორმა, თუმცა, ფაქტია, რომ "დემოკრატია აფხაზეთში ძალიან სუსტია..."

"ჩვენ ვხედავთ, რომ საკანონმდებლო და სასამართლო სისტემა ერთმანეთთან და ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირშია, უფრო სწორად, მასზე დამოკიდებულია. ვიდრე, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი არ მოხდება, ხელისუფლება მის ხელში არსებული ძალაუფლებას, ყოველთვის ბოროტად გამოიყენებს და ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი გვექნება..." - აცხადებს შამბა. დე ფაქტო ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, აფხაზი ახალგაზრდები ამაყობენ თავიანთი ქვეყნით და მათ საშუალება უნდა მიეცეთ, რომ ბედნიერად იცხოვრონ.

საპარლამენტო ცვლილებების შედეგად "გაბრწყინებული" აფხაზეთის არ სჯერა ადგილობრივ მოსახლეობას. მათი თქმით, მაშინ, როდესაც სოხუმში, ტროტუარიც კი არ არსებობს ქვეითებისთვის, საპარლამენტო მმართველობით პრობლემების მოგვარება და "ნორმალურ სახელმწიფოდ" ჩამოყალიბება, სასაცილოა...

აფხაზეთში მცხოვრები ჟურნალისტის, ნადეჟდა ვენედიქტოვას თქმით, რეგიონის მთავარი პრობლემა "კანონის" არარსებობაა. "გზებზე არსებულ განუკითხაობას წლიდან წლამდე ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი, "მკვლელი მძღოლები" ჩვეულებრივ განაგრძნობენ ცხოვრებას... პრეზიდენტები და შს მინისტრები იცვლებიან, ხალხი კი, მაინც იხოცება... ასეთ მძღოლებს, რამდენიმე დღის წინ ორი ქალი შეეწირა, მაგრამ არავინ დასჯილა..." - წერს ჟურნალისტი.

ალექსეი კასლანძია, აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი: "სახელმწიფოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, - ენერგეტიკის, ეკოლოგიის, მედიცინის, განათლების, ნარკოტიკების გავრცელების, გზებზე არსებული განუკითხაობის სფეროში, რასაც კორუმოპირებული ჩინოვნიკები ემატება... დარჩა რამე?.. ალბათ არაფერი... ხალხს სამუშაო არ აქვს, ყველას ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა, - მნიშვნელობა არ აქვს იცის თუ არა საქმე... ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს კრიმინალის კუთხით, - ყოველდღე ერთი და იგივე გვესმის, - დააყაჩაღეს, გაძარცვეს, ესროლეს... თითქმის ისე, როგორც მაფიოზების ქვეყანაში. მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანაში, პენსიონერი 500 რუბლს იღებს. ეს დაცინვაა... არაფერს ვამბობ, ჩემზე, - მე რუსეთის პენსიასა და პროფესორის ანაზღაურებას ვიღებ. ამის ფონზე კი, ჩინოვნიკების აპარატი და ხელფასები იზრდება.

ბატალი, 36 წლის, "საჯარო პირი:" "ახლახან, მეორე შვილი შემეძინა, - თან მიხაროდა, თან იმაზე ვფიქრობდი, როგორ გამომეყვანა ბავშვი სამშობიაროდან, რამდენი ფული დამჭირდებოდა... მრცხვენია, მაგრამ ამხელა კაცი ვარ და მშობლები მეხმარებიან, ბებიაც კი, თავისი პენსიიდან მაძლევს ფულს, შვილთაშვილისთვის... არადა, მას იქით უნდა ვეხმარებოდე. დარდი არ მასვენებს, როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ერთი სიტყვით, სასიხარულო ცოტაა... ამ ყველაფრის შემდეგ, ის, რომ ვიღაცები კონსტიტუაცია შეცვლიან და ახალი მართველობის სტილით ქვეყანას ეშველება, უბრალოდ, დაუჯერებელია. ხოჭო (ფაროსანა) ვერ მოგვაშორეს, განადგურდა ყველაფერი. რუსეთში, მანდარინის ექსპორტი 30%-ით შემცირდა, ვიძირებით და არ ვაღიარებთ..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?