პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სროლა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე - შსს ლუბლიანაზე მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს
სროლა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე - შსს ლუბლიანაზე მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს

ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი სრო­ლის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნია დაჭ­რი­ლი, - ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს კო­რეს­პონ­დენ­ტი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან იტყო­ბი­ნე­ბა.

რო­გორც ად­გილ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნუ­ცხა­და, ლუბ­ლი­ა­ნას #11-ში მა­მა­კა­ცი ია­რა­ღით ემუქ­რე­ბო­და ქალ­ბა­ტონს, რის გა­მოც გა­მო­ი­ძა­ხეს პატ­რუ­ლი. მა­მა­კაც­მა კი პატ­რულს ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

შსს-ში კი აცხა­დე­ბენ, რომ გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თბი­ლის­ში, ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩა­ზე ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტი იყო.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­ღე­ბულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მის­ვლი­სას, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ 1961 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ბ. ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე - 1961 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.კ.-ზე ძა­ლა­დობ­და. ბ.ბ.-მ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ცე­ცხლი გახ­სნა და მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ამის შემ­დეგ, ამა­ვე ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით, მან სა­ხის არე­ში დაჭ­რა ყო­ფი­ლი ცოლი. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა სა­პა­სუ­ხო გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­დე­გა­დაც ბ.ბ.-მ, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. ორი­ვე დაჭ­რი­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ამ დრო­ის­თვის, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

მომ­ხდა­რის გამო ლუბ­ლი­ა­ნას ქუჩა გა­და­კე­ტი­ლი იყო. ამ დრო­ის­თვის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო: უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩი­დან, სა­დაც მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი ცოლი დაჭ­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სროლა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე - შსს ლუბლიანაზე მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს

სროლა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე - შსს ლუბლიანაზე მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს

ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.

როგორც ადგილზე ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ლუბლიანას #11-ში მამაკაცი იარაღით ემუქრებოდა ქალბატონს, რის გამოც გამოიძახეს პატრული. მამაკაცმა კი პატრულს ცეცხლი გაუხსნა.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი იყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე შეირაღებული პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე - 1961 წელს დაბადებულ ნ.კ.-ზე ძალადობდა. ბ.ბ.-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", - განაცხადეს შსს-ში.

მომხდარის გამო ლუბლიანას ქუჩა გადაკეტილი იყო. ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია.

იხილეთ ვიდეო:  უახლესი ინფორმაცია ლუბლიანას ქუჩიდან, სადაც მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ