პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოკლედ, რას ნიშნავს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და რა იცვლება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ
მოკლედ, რას ნიშნავს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და რა იცვლება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას არ ნიშ­ნავს, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა გი­ორ­გი კა­ხი­ან­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

კა­ხი­ა­ნის თქმით, დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, მაგ­რამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რჩე­ბა და ერთი მე­ო­რეს­თან კავ­შირ­ში არ არის.

"შე­იძ­ლე­ბა ამა თუ იმ რე­გუ­ლა­ცი­ის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია მოხ­დეს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მას­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ იარ­სე­ბებს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა არ იყოს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი, რა­საც დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია გუ­ლის­ხმობს და შე­იძ­ლე­ბა იყოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თლებ­რი­ვი", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კა­ხი­ან­მა.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს ასე­ვე საია-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძე.

მისი თქმით, დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, პი­რებს, რომ­ლებ­საც მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვთ და­კის­რე­ბუ­ლი, სან­ქცია უნდა მო­ეხ­სნათ.

კერ­ძოდ, რო­გორც გო­ცი­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­სად­მი მი­მარ­თვის შემ­დეგ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, პირ­ველ რიგ­ში, ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის მოხ­სნა მო­ახ­დი­ნოს, ასე­ვე აღიდ­გი­ნოს ჩა­მორ­თმე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის უფ­ლე­ბა, ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, სა­ად­ვო­კა­ტო, სა­ე­ქი­მო და სხვა კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა და ა.შ.

"სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 310-ე მუხ­ლის დ ქვე­პუნ­ქტში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ თუ არ­სე­ბობს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­მაც არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო კონ­კრე­ტულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კა­ნო­ნი, არის ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბა, რაც არის გა­და­სა­ნი­ჯვის სა­ფუძ­ვე­ლი. ვა­და­ში არ არის ადა­მი­ა­ნი შე­ზღუ­დუ­ლი. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს გან­სჯა­დო­ბის მი­ხედ­ვით ქუ­თა­ი­სის ან თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო ვალ­დე­ბუ­ლია გა­ა­უქ­მოს შე­სა­ბა­მი­სი გა­ნა­ჩე­ნი და ამ გზით ადა­მი­ანს შე­უძ­ლია პირ­ველ რიგ­ში ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის მოხ­სნა მო­ახ­დი­ნოს, ასე­ვე აღიდ­გი­ნოს ჩა­მორ­თმე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის უფ­ლე­ბა, ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, სა­ად­ვო­კა­ტო, სა­ე­ქი­მო და სხვა კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა და ა.შ.", - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ "გირ­ჩის" სარ­ჩე­ლი, რო­მელ­შიც მო­ქა­ლა­ქე გივი შა­ნი­ძე მა­რი­ხუ­ა­ნას გან­მე­ო­რე­ბი­თი მოხ­მა­რე­ბის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­უქ­მე­ბას ითხოვ­და, და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია.

მოკლედ, რას ნიშნავს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და რა იცვლება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

მოკლედ, რას ნიშნავს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და რა იცვლება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია ლეგალიზაციას არ ნიშნავს, - ამის შესახებ  "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

კახიანის თქმით, დეკრიმინალიზაცია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას გულისხმობს, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა რჩება და ერთი მეორესთან კავშირში არ არის.

"შეიძლება ამა თუ იმ რეგულაციის დეკრიმინალიზაცია მოხდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე პასუხისმგებლობა არ იარსებებს. პასუხისმგებლობა შეიძლება არ იყოს სისხლისსამართლებრივი, რასაც დეკრიმინალიზაცია გულისხმობს და შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს ასევე საია-ს წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე.

მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, პირებს, რომლებსაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული, სანქცია უნდა მოეხსნათ.

კერძოდ, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ ადამიანს შეუძლია, პირველ რიგში, ნასამართლეობის მოხსნა მოახდინოს, ასევე აღიდგინოს ჩამორთმეული ავტომობილის მართვის უფლება, იარაღის ტარების უფლება, საადვოკატო, საექიმო და სხვა კონკრეტული საქმიანობის წარმოების უფლება და ა.შ.

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის დ ქვეპუნქტში განმარტებულია, რომ თუ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში გამოყენებული კანონი, არის ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც არის გადასანიჯვის საფუძველი. ვადაში არ არის ადამიანი შეზღუდული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს განსჯადობის მიხედვით ქუთაისის ან თბილისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია გააუქმოს შესაბამისი განაჩენი და ამ გზით ადამიანს შეუძლია პირველ რიგში ნასამართლეობის მოხსნა მოახდინოს, ასევე აღიდგინოს ჩამორთმეული ავტომობილის მართვის უფლება, იარაღის ტარების უფლება, საადვოკატო, საექიმო და სხვა კონკრეტული საქმიანობის წარმოების უფლება და ა.შ.", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა, დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ