ირანელმა გოგონამ რამდენიმე თვის განმავლობაში 50 ოპერაცია გაიკეთა, რომ ანჯელინა ჯოლის დამსგავსებოდა.
19 წლის საჰარ თაბარი თეირანში ცხოვრობს. მისი თქმით, იმდენად უყვარს ჯოლი, რომ ყველაფერს გააკეთებს, მას რომ დაემსგავსოს.
გარდა ოპერაციებისა, მკაცრ დიეტებს იცავს, რომ წონაში დაიკლოს, ახლა თაბარი 40 კგ-ს იწონის.
საჰარს "ინსტაგრამზე" 308 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ბევრი მათგანი კი ფოტოებზე უხეშ კომენტარს უწერს. გოგონას ხან ზომბის, ხანაც კი - ჩონჩხს უწოდებენ.