Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხე ელის თქვენს შვილს, თუ ტელევიზორთან და კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს
რა საფრთხე ელის თქვენს შვილს, თუ ტელევიზორთან და კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს

თუ ბავ­შვი ტე­ლე­ეკ­რან­თან, კომ­პი­უ­ტერ­თან ან პლან­შეტ­თან და­საშ­ვებ­ზე მეტ დროს გა­ა­ტა­რებს, მას, შე­საძ­ლოა, მე­ტყვე­ლე­ბის, ანდა - ფსი­ქი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა აღე­ნიშ­ნოს, ამის შე­სა­ხებ ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი, ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მა­გის­ტრი მა­ი­კო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აცხა­დებს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კის პე­დი­ატრთა ასო­ცი­ა­ცია გვირ­ჩევს, რომ 0-18 თვემ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში სა­ერ­თოდ არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია. ხოლო 18 თვი­დან მხო­ლოდ მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი და შე­ზღუ­დუ­ლი დრო­ით.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის ცოდ­ნაც, რომ ეკ­რა­ნის ყუ­რე­ბა­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა მხო­ლოდ მის წინ ჯდო­მა. არ­სე­ბობს პა­სი­უ­რი მოს­მე­ნა, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზო­რი, ან კომ­პი­უ­ტე­რი ჩარ­თუ­ლია ბავ­შვის გა­რე­მოც­ვა­ში; სივ­რცე­ში სა­დაც ის თა­მა­შობს, ჭამს, ან იძი­ნებს. ბევრ ოჯახ­ში ოჯა­ხის წევ­რი­ვით მი­ღე­ბუ­ლია სა­ა­თო­ბით ჩარ­თუ­ლი ტე­ლე­ეკ­რა­ნი, რო­გორც მო­სა­უბ­რე, სი­ჩუ­მის შე­მავ­სე­ბე­ლი. ეს აფერ­ხებს 2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვის მე­ტყვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. 2 წლის ზე­მოთ კი ქმნის რისკს ბავ­შვმა მო­ის­მი­ნოს ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რაც ასა­კის­თვის შე­უ­სა­ბა­მოა.

რა­ტომ არის ბავ­შვე­ბის მიერ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ასე მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი?

0-დან 3 წლამ­დე ასა­კი არის ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის თა­ვის ტვი­ნი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რეა; ამ კრი­ტი­კულ წლებ­ში ბავ­შვე­ბი ქმნი­ან მათი მო­მა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ველს. ბავ­შვის თა­ვის ტვი­ნი­ვი­თარ­დე­ბა­გა­რე­მოს­თა­ნაქ­ტი­უ­რი­კონ­ტაქ­ტით, ადა­მი­ა­ნებ­თა­ნურ­თი­ერ­თო­ბით. ეკ­რან­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო ხე­ლოვ­ნუ­რად აფერ­ხებს და ზღუ­დავს ბავ­შვის ნორ­მა­ლურ ფსი­ქი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას, რად­გან ეკ­რან­თან ჯდო­მა ნიშ­ნავს ნაკ­ლებ მოძ­რა­ო­ბას/ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, ნაკ­ლებ თა­მაშს, ნაკ­ლებ რე­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს ადა­მი­ა­ნებ­თან, ნაკ­ლებ მე­ტყვე­ლე­ბას, ნაკ­ლებ გა­მოც­დი­ლე­ბას და შე­ხე­ბას გა­რე­სამ­ყა­როს­თან. შე­დე­გად, ასეთ ბავ­შვებს ძა­ლინ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უჭირთ მე­ტყვე­ლე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, თა­მა­ში.

ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლია ის უარ­ყო­ფო­თი შე­დე­გე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უკონ­ტრო­ლო გა­მო­ყე­ნე­ბამ:

• მე­ტყვე­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბა

• ფსი­ქი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა

• ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტი

• სწავ­ლის პრობ­ლე­მე­ბი

• ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი (ჭარ­ბი წონა, დი­ა­ბე­ტი, მხედ­ვე­ლო­ბი­სა (მი­ო­პია) და ხერ­ხემ­ლის (სქო­ლი­ო­ზი) პრობ­ლე­მე­ბი

• ძი­ლის პრობ­ლე­მე­ბი

• ქცე­ვის პრობ­ლე­მე­ბი (ტანტრუ­მე­ბი/ის­ტე­რი­კა/აგ­რე­სია)

• ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი (შფოთ­ვა, დეპ­რე­სია)

რა სიხ­ში­რით გა­მო­ვი­ყე­ნოთ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ბავ­შვებ­თან?

2-დან 5 წლამ­დე ასაკ­ში და­საშ­ვე­ბია ეკ­რა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა დღე­ში მხო­ლოდ 1 სა­ა­თით. სა­სურ­ვე­ლია, ეს დრო და­ი­ყოს მცი­რე, მა­გა­ლი­თად 15 წუ­თი­ან მო­ნაკ­ვე­თე­ბად და ბავ­შვი 1 სა­ა­თი გა­დაბ­მუ­ლად არ იჯ­დეს ეკ­რან­თან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბაა, პროგ­რა­მა იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი, შე­მეც­ნე­ბი­თი, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი, არ შე­ი­ცავ­დეს

ქვე­მოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცხრი­ლი გვიჩ­ვე­ნებს რა ასაკ­ში რა ტი­პის და რა დრო­ით არის და­საშ­ვე­ბი სხვა­დას­ხვა ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის/პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბა.

წყა­რო: wvi.org

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა საფრთხე ელის თქვენს შვილს, თუ ტელევიზორთან და კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს

რა საფრთხე ელის თქვენს შვილს, თუ ტელევიზორთან და კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს

თუ ბავშვი ტელეეკრანთან, კომპიუტერთან ან პლანშეტთან დასაშვებზე მეტ დროს გაატარებს, მას, შესაძლოა, მეტყველების, ანდა - ფსიქიკური განვითარების შეფერხება აღენიშნოს, ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი მაიკო ჯავახიშვილი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, ამერიკის პედიატრთა ასოციაცია გვირჩევს, რომ 0-18 თვემდე ასაკის ბავშვებში საერთოდ არ გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგია. ხოლო 18 თვიდან მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული და შეზღუდული დროით.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ეკრანის ყურებაში არ იგულისხმება მხოლოდ მის წინ ჯდომა. არსებობს პასიური მოსმენა, როდესაც ტელევიზორი, ან კომპიუტერი ჩართულია ბავშვის გარემოცვაში; სივრცეში სადაც ის თამაშობს, ჭამს, ან იძინებს. ბევრ ოჯახში ოჯახის წევრივით მიღებულია საათობით ჩართული ტელეეკრანი, როგორც მოსაუბრე, სიჩუმის შემავსებელი. ეს აფერხებს 2 წლამდე ასაკის ბავშვის მეტყველების განვითარებას. 2 წლის ზემოთ კი ქმნის რისკს ბავშვმა მოისმინოს ისეთი ინფორმაცია, რაც ასაკისთვის შეუსაბამოა.

რატომ არის ბავშვების მიერ ტექნოლოგიების გამოყენება ასე მკაცრად განსაზღვრული?

0-დან 3 წლამდე ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც ადამიანის თავის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება და შესაბამისად, ყველაზე მგრძნობიარეა; ამ კრიტიკულ წლებში ბავშვები ქმნიან მათი მომავალი სოციალური, ინტელექტუალური და ფიზიკური ზრდა-განვითარების საფუძველს. ბავშვის თავის ტვინივითარდებაგარემოსთანაქტიურიკონტაქტით, ადამიანებთანურთიერთობით. ეკრანთან გატარებული დრო ხელოვნურად აფერხებს და ზღუდავს ბავშვის ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებას, რადგან ეკრანთან ჯდომა ნიშნავს ნაკლებ მოძრაობას/ფიზიკურ აქტივობას, ნაკლებ თამაშს, ნაკლებ რეალურ ურთიერთობებს ადამიანებთან, ნაკლებ მეტყველებას, ნაკლებ გამოცდილებას და შეხებას გარესამყაროსთან. შედეგად, ასეთ ბავშვებს ძალინ ხშირ შემთხვევაში უჭირთ მეტყველება, კომუნიკაცია, თამაში.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის უარყოფოთი შედეგები, რაც შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობების უკონტროლო გამოყენებამ:

• მეტყველების შეფერხება

• ფსიქიკური განვითარების შეფერხება

• ყურადღების დეფიციტი

• სწავლის პრობლემები

• ჯანმრთელობის პრობლემები (ჭარბი წონა, დიაბეტი, მხედველობისა (მიოპია) და ხერხემლის (სქოლიოზი) პრობლემები

• ძილის პრობლემები

• ქცევის პრობლემები (ტანტრუმები/ისტერიკა/აგრესია)

• ემოციური პრობლემები (შფოთვა, დეპრესია)

რა სიხშირით გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ბავშვებთან?

2-დან 5 წლამდე ასაკში დასაშვებია ეკრანის გამოყენება დღეში მხოლოდ 1 საათით. სასურველია, ეს დრო დაიყოს მცირე, მაგალითად 15 წუთიან მონაკვეთებად და ბავშვი 1 საათი გადაბმულად არ იჯდეს ეკრანთან. მნიშვნელოვანი პირობაა, პროგრამა იყოს ხარისხიანი, შემეცნებითი, ინტერაქციული, არ შეიცავდეს

ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი გვიჩვენებს რა ასაკში რა ტიპის და რა დროით არის დასაშვები სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიის/პროგრამის გამოყენება.

წყარო: wvi.org

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი