მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამჟამად გარემოში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები
"ამჟამად გარემოში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები

ამ­ჟა­მად გა­რე­მო­ში ცირ­კუ­ლი­რებს სამი ტი­პის - პა­რაგ­რი­პის, ადე­ნო­ვირუ­სე­ბი და რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­ა­ლუ­რი ვირუ­სე­ბი, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სე­ბის ცირ­კუ­ლა­ცია და­ბა­ლია და მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნი არ მო­უ­ტა­ნია.

ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის ვირუ­სი ჯერ არ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლა.

"ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით ავა­დო­ბა მა­ტუ­ლობს. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის ვირუ­სი ჯერ არ არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში გრი­პის ვირუ­სე­ბის აქ­ტი­ვო­ბა რჩე­ბა და­ბა­ლი, თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბით, რომ გა­მოჩ­ნდე­ბა გრი­პის ვირუ­სი და მო­ი­მა­ტებს გრი­პით ავა­დო­ბა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ამ ეტაპ­ზე სხვა­დას­ხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სი ცირ­კუ­ლი­რებს. გა­სუ­ლი კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ ცოტა 3 ტი­პის ვირუ­სი ფიქ­სირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.

ზა­ხაშ­ვი­ლი გრი­პის ან სხვა ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს.

პირ­ველ რიგ­ში, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბას იმუ­ნი­ზა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს. გარ­და ამი­სა, მისი რჩე­ვაა, ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი მო­ე­რი­დოს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას და თავი შე­ი­კა­ვოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მის­ვლის­გან. ასე­ვე, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მუ­შაო სივ­რცე­ე­ბის გა­ნი­ა­ვე­ბა და სვე­ლი წე­სით და­სუფ­თა­ვე­ბა.

"გრი­პის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა იმუ­ნი­ზა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, რად­გა­ნაც გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა ადა­მი­ანს იცავს მა­ღა­ლი ავა­დო­ბის­გან, მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბის­გან და იცავს გრი­პის ძა­ლი­ან მძი­მე გარ­თუ­ლე­ბის­გან, რაც ლე­ტა­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ვაქ­ცი­ნას ეს თვი­სე­ბა აქვს და გან­სა­კუთ­რე­ბით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, გრი­პის გარ­თუ­ლე­ბის რის­კის ჯგუ­ფის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ჯერ კი­დევ კარ­გი პე­რი­ო­დია, რომ ჩა­ტარ­დეს გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცია, ის იქო­ნი­ებს პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ შე­დეგს და აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ან არ და­ა­ვად­დე­ბი­ან, ან თუ და­ა­ვად­დე­ბი­ან, მათი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო არ იქ­ნე­ბა.

გრი­პი­სა და სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის­თვის კი­დევ 2 სა­ხის რე­კო­მენ­და­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ. პირ­ვე­ლი ის, რომ არ გა­ავ­რცე­ლოთ ვირუ­სი და მე­ო­რე, მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­ი­ტა­რეთ ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.

რას ნიშ­ნავს, არ გა­ავ­რცე­ლოთ ვირუ­სი? ნე­ბის­მი­ე­რი ვირუ­სი გავ­რცე­ლე­ბის წვე­თო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მით ხა­სი­ათ­დე­ბა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ და­ა­ვა­დე­ბის მიმ­ღებ­ნი ხდე­ბი­ან ვირუ­სის მქო­ნეს­თან ერთ მეტრ რა­დი­უს­ში მყო­ფი პი­რე­ბი. ვინც ხდე­ბა ავად, მო­წო­დე­ბაა, რომ დარ­ჩეს სახ­ლში, არ გა­ვი­დეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და არ გა­ავ­რცე­ლოს გარ­შე­მო ვირუ­სი.

გარ­და წვე­თო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მი­სა, ინ­ფექ­ცი­ე­ბი გა­და­დის ჩვე­ნი­ვე ხე­ლის დახ­მა­რე­ბით. ჩვენ ვე­ხე­ბით ზე­და­პი­რებს, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ლე­ქი­ლი ვირუ­სე­ბი, მათ ძა­ლი­ან იო­ლად ვი­წე­ბებთ ხე­ლებ­ზე, ხე­ლე­ბი მიგ­ვაქვს ცხვირ­თან, ტუ­ჩებ­თან, თვა­ლებ­თან, რაც ინ­ფექ­ცი­ის შეჭ­რის კა­რიბ­ჭეა. ამი­ტომ, ხში­რად და­ვი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი წყლი­თა და საპ­ნით. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თუ სა­მუ­შაო გა­რე­მოს გა­ნი­ა­ვე­ბა და სვე­ლი წე­სით და­სუფ­თა­ვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის ვირუ­სი ჯერ არ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლა, ამ­ჟა­მად კი გა­რე­მო­ში ცირ­კუ­ლი­რებს სამი ტი­პის - პა­რაგ­რი­პის, ადე­ნო­ვირუ­სე­ბი და რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­ა­ლუ­რი ვირუ­სე­ბი.

"ამჟამად გარემოში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები

"ამჟამად გარემოში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები

ამჟამად გარემოში ცირკულირებს სამი ტიპის - პარაგრიპის, ადენოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვირუსების ცირკულაცია დაბალია და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოუტანია.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ დარეგისტრირებულა.

"ზამთრის პერიოდში რესპირაციული ინფექციებით ავადობა მატულობს. ამჟამად საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ არის რეგისტრირებული, ევროპის რეგიონში გრიპის ვირუსების აქტივობა რჩება დაბალი, თუმცა ველოდებით, რომ გამოჩნდება გრიპის ვირუსი და მოიმატებს გრიპით ავადობა. ამის პარალელურად, ამ ეტაპზე სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. გასული კვირის მონაცემებით, სულ ცოტა 3 ტიპის ვირუსი ფიქსირდება", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ზახაშვილი გრიპის ან სხვა ვირუსული დაავადებების პრევენციისთვის მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.

პირველ რიგში, ხათუნა ზახაშვილი, მოსახლეობას იმუნიზაციის ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს. გარდა ამისა, მისი რჩევაა, ვირუსის მატარებელი ადამიანი მოერიდოს ვირუსის გავრცელებას და თავი შეიკავოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლისგან. ასევე, რეკომენდებულია, ხელების ხშირი დაბანა, საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეების განიავება და სველი წესით დასუფთავება.

"გრიპის პრევენციისთვის ჩვენი რეკომენდაციაა იმუნიზაციის ჩატარება, რადგანაც გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანს იცავს მაღალი ავადობისგან, მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან და იცავს გრიპის ძალიან მძიმე გართულებისგან, რაც ლეტალობაში გამოიხატება. ვაქცინას ეს თვისება აქვს და განსაკუთრებით რეკომენდებულია, გრიპის გართულების რისკის ჯგუფის ადამიანებისთვის. ჯერ კიდევ კარგი პერიოდია, რომ ჩატარდეს გრიპის ვაქცინაცია, ის იქონიებს პროფილაქტიკურ შედეგს და აცრილი ადამიანები ან არ დაავადდებიან, ან თუ დაავადდებიან, მათი სიცოცხლისთვის სახიფათო არ იქნება.

გრიპისა და სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელების შეზღუდვისთვის კიდევ 2 სახის რეკომენდაცია შეიძლება გამოვყოთ. პირველი ის, რომ არ გაავრცელოთ ვირუსი და მეორე, მკურნალობა ჩაიტარეთ ექიმის დანიშნულებით.

რას ნიშნავს, არ გაავრცელოთ ვირუსი? ნებისმიერი ვირუსი გავრცელების წვეთოვანი მექანიზმით ხასიათდება, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადების მიმღებნი ხდებიან ვირუსის მქონესთან ერთ მეტრ რადიუსში მყოფი პირები. ვინც ხდება ავად, მოწოდებაა, რომ დარჩეს სახლში, არ გავიდეს ფართო საზოგადოებაში და არ გაავრცელოს გარშემო ვირუსი.

გარდა წვეთოვანი მექანიზმისა, ინფექციები გადადის ჩვენივე ხელის დახმარებით. ჩვენ ვეხებით ზედაპირებს, რაზეც შეიძლება იყოს დალექილი ვირუსები, მათ ძალიან იოლად ვიწებებთ ხელებზე, ხელები მიგვაქვს ცხვირთან, ტუჩებთან, თვალებთან, რაც ინფექციის შეჭრის კარიბჭეა. ამიტომ, ხშირად დავიბანოთ ხელები წყლითა და საპნით. ასევე აუცილებელია, საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემოს განიავება და სველი წესით დასუფთავება", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ დარეგისტრირებულა, ამჟამად კი გარემოში ცირკულირებს სამი ტიპის - პარაგრიპის, ადენოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი