პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 წელი თქვენს გვერდით! - ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი" იუბილარია
2 წელი თქვენს გვერდით! - ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი" იუბილარია

2015 წლის 30 ნო­ემ­ბე­რი. ზუს­ტად 2 წლის წინ, ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზე ახა­ლი ამ­ბე­ბის ტე­ლე­ვი­ზია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი" გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მა­შინ­ვე მი­ი­პყრო და თა­ვი­სი ად­გი­ლიც მა­ლე­ვე და­იმ­კვიდ­რა. დღეს 2017 წლის 30 ნო­ემ­ბე­რია და ახა­ლი ამ­ბე­ბის ტე­ლე­ვი­ზია მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს...

"ამ­ბი­ცი­უ­რი იდეა და­ვი­სა­ხეთ მიზ­ნად - შეგ­ვექ­მნა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის ტე­ლე­ვი­ზია და მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, ერთი შე­ხედ­ვით, ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ზა­ნი, რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ეთ, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­ძე­ლით მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა მა­ყუ­რებ­ლის ნდო­ბა და დაგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ად­გი­ლი ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში "პა­ლიტ­რა­ნი­უს­მა" ნამ­დვი­ლად შე­ი­ძი­ნა მა­ყუ­რებ­ლე­ბი და ასე თუ ისე, თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი თქვა," - გვე­უბ­ნე­ბა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი თამ­თა ასა­თი­ა­ნი.

2017 წელი ერ­თგვა­რი გარ­და­ტე­ხის პე­რი­ო­დი იყო ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის - 2016 წელს რის­კზე წა­ვიდ­ნენ, რო­მელ­მაც გა­ა­მარ­თლა. ტე­ლე­ვი­ზი­ას არ აქვს ფილ­მე­ბი, სე­რი­ა­ლე­ბი და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სა­ათ­ში ერთხელ მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბად სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ზე.

"...მაგ­რამ ეს არ არის მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი, აქ ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი იპო­ვის თა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბას, ეს არის ეკო­ნო­მი­კა, სპორ­ტი, კულ­ტუ­რა... ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვგრძნობთ, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი დღი­თი დღე იზ­რდე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გვენ­დო­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო წყა­როდ სწო­რედ "პა­ლიტ­რა­ნი­უსს" ირ­ჩევს.

მუდ­მი­ვად ვა­კონ­ტრო­ლებთ რე­ი­ტინ­გებს, რაც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და აქაც სა­სი­ხა­რუ­ლო მო­ნა­ცე­მე­ბია. "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" წუ­თობ­რი­ვი რე­ი­ტინ­გი 2017 წელს 100%-იან ზრდას გა­ნიც­დის.

"ტრი მე­დია ინ­ტე­ლი­ჯენ­სის" მო­ნა­ცე­მე­ბით, რო­მე­ლიც სა­ტე­ლე­ვი­ზიო აუ­დი­ტო­რი­ას ზო­მავს, ბოლო 10 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ზო­გა­დად, მა­ყუ­რებ­ლის რი­ცხვი შემ­ცი­რე­ბუ­ლია ტე­ლე­ეკ­რან­თან, რად­გა­ნაც უმე­ტე­სო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ტერ­ნე­ტით იღებს, თუმ­ცა ამ ფონ­ზეც, მა­ყუ­რებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად გა­ე­ზარ­და "პა­ლიტ­რა­ნი­უსს". ამ შემ­თხვე­ვა­ში 57%-იანი ზრდაა (ეს წუთ­ში მა­ყუ­რებ­ლის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბაა). ასე­ვე თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი" - გვე­უბ­ნე­ბა ასა­თი­ა­ნი.

მაკა ლო­მი­ძე, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი: "მსგავ­სი ფორ­მა­ტის ტე­ლე­ვი­ზია სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლებ­მა სწო­რედ ჩვენ შევ­ქმე­ნით. რის­კი ნამ­დვი­ლად იყო, რომ ასე­თი ნი­შუ­რი ტე­ლე­ვი­ზია შეგ­ვექ­მნა. რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში მსგავ­სი ფორ­მა­ტის არ­ხე­ბი, რომ­ლის ანა­ლო­გით გა­ვა­კე­თეთ. 24-სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ ეს სირ­თუ­ლე ჩვე­ნი გუნ­დის მიერ დაძ­ლე­უ­ლია. გვაქვს 25 ახა­ლი გა­და­ცე­მა (ეკო­ნო­მი­კა­ზე, კულ­ტუ­რა­ზე, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­ზე), ვართ ოპე­რა­ტი­უ­ლე­ბი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე მი­უ­კერ­ძო­ებ­ლე­ბი, ვაწ­ვდით მხო­ლოდ ფაქ­ტებს და არ გვაქვს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი მუდ­მივ გა­ნახ­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ ეთერ­ში ჩა­ვუშ­ვით ახა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 37 წლის რეპ­რე­სი­ებს ეხე­ბა. სულ ახა­ლია. გარ­და ამი­სა, გვაქვს ახა­ლი პრო­დუქ­ტი - ვი­დე­ობ­ლო­გი, მო­ხე­ტი­ა­ლე ჟურ­ნა­ლის­ტი და­დის ქა­ლაქ­ში და თა­ვის თვალ­საზ­რისს აფიქ­სი­რებს. ამ გა­და­ცე­მას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტი აქვს, ეს მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კაა, რო­მელ­მაც ჩვენს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ფეხი აქ­ტი­უ­რად მო­ი­კი­და. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად კი არის ხა­რის­ხი­ა­ნი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სპექტრი, რო­მელ­მაც უნდა ატა­როს სა­ხე­ლი "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი". სა­ბო­ლო­ოდ კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ ეს ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა და მოკ­ლე დრო­ში ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბა შევ­ძე­ლით. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, ვი­ყოთ - ყვე­ლა­ზე მაგ­რე­ბი" - გვე­უბ­ნე­ბა ახა­ლი ამ­ბე­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი.

თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვი­ლი, გა­და­ცე­მა "ტყვი­ის სა­ფა­სუ­რის" ავ­ტო­რი:

"ეს ერთ-ერთი ახა­ლი გა­და­ცე­მაა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში. პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა ეთერ­ში 3 კვი­რის წინ გა­ვი­და, რო­მე­ლიც ყო­ველ შა­ბათს იქ­ნე­ბა ეთერ­ში. გა­და­ცე­მას სიმ­ბო­ლუ­რი სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით. 30-იან წლებ­ში, როცა ადა­მი­ა­ნებს ხვრეტ­დნენ, ოჯა­ხის წევ­რებს, ტყვი­ის გილ­ზას უგ­ზავ­ნიდ­ნენ, რომ­ლის სა­ფა­სუ­რი - 2 კა­პი­კი მათ უნდა გა­და­ე­ხა­დათ. გა­და­ცე­მის სა­ხელ­წო­დე­ბაც აქე­დან მო­ვი­და... პრო­ექ­ტის გმი­რე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი შერ­ჩე­უ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ­ქი­ვი­ში და­ცუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან.

მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ვი­პო­ვოთ მემ­კვიდ­რე­ე­ბიც... ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, ვი­საც წი­ნაპ­რე­ბი და­უხვრი­ტეს, გა­და­უ­სახ­ლეს, მი­ზე­ზი არ იცი­ან და ხში­რად ჩვე­ნი გა­და­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით იგე­ბენ... ბევ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს გა­და­ცე­მას, მათ შო­რის, კრი­ტი­კუ­ლიც, რაც ნიშ­ნავს, რომ გვი­ყუ­რე­ბენ.

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" და­არ­სე­ბამ­დე "პა­ლიტ­რა ტვ" იყო და პირ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტი, მახ­სოვს, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში პა­ტა­რა კა­მე­რით გა­და­ვი­ღე. მერე თვი­თონ და­ვა­მონ­ტა­ჟე, ყვე­ლა­ფე­რი მე გა­ვა­კე­თე. იმ დროს ჩვენ­მა ერთ-ერ­თმა ოპე­რა­ტორ­მა ჩემ­ზე თქვა, - ამ ბიჭს უთხა­რით, ტე­ლე­ვი­ზია მა­გის საქ­მე არ არის, გა­ზეთს მი­ხე­დო­სო. ეს ნათ­ქვა­მი და­მა­მახ­სოვ­რდა და იმის მერე იმ ჟი­ნით მოვ­დი­ვარ, რომ ტე­ლე­ვი­ზია ბო­ლომ­დე ჩემი საქ­მე გახ­დეს.

ამ ხნის მან­ძილ­ზე ვი­მუ­შა­ვე არა­ერთ თე­მა­ზე, მათ შო­რის, "თა­ვი­სუ­ფალ თე­მა­ზეც" ვმუ­შა­ობ. ასე ნელ-ნელა გა­ვი­ზარ­დე "პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან" ერ­თად. ჩემი ახა­ლი პრო­ექ­ტი კი უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დია ამ ორ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, "ტყვი­ის სა­ფა­სუ­რის" სა­შუ­ა­ლე­ბით არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რია გა­ცო­ცხლდე­ბა".

იხი­ლეთ ვი­დეო: ტე­ლე­კომ­პა­ნია PALITRANEWS 2 წლი­საა

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

2 წელი თქვენს გვერდით! - ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი" იუბილარია

2 წელი თქვენს გვერდით! - ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი" იუბილარია

2015 წლის 30 ნოემბერი. ზუსტად 2 წლის წინ, ქართულ სატელევიზიო ბაზარზე ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი" გამოჩნდა, რომელმაც მაყურებლის ყურადღება მაშინვე მიიპყრო და თავისი ადგილიც მალევე დაიმკვიდრა. დღეს 2017 წლის 30 ნოემბერია და ახალი ამბების ტელევიზია მისთვის მნიშვნელოვან იუბილეს აღნიშნავს...

"ამბიციური იდეა დავისახეთ მიზნად - შეგვექმნა განსხვავებული ფორმატის ტელევიზია და მოკლე პერიოდში, ერთი შეხედვით, ამბიციური მიზანი, რეალობად ვაქციეთ, ორი წლის განმავლობაში შევძელით მოგვეპოვებინა მაყურებლის ნდობა და დაგვეკავებინა ანგარიშგასაწევი ადგილი ქართულ ტელესივრცეში. ამ პერიოდის განმავლობაში "პალიტრანიუსმა" ნამდვილად შეიძინა მაყურებლები და ასე თუ ისე, თავისი სათქმელი თქვა," - გვეუბნება "პალიტრანიუსის" მარკეტინგის მენეჯერი თამთა ასათიანი.

2017 წელი ერთგვარი გარდატეხის პერიოდი იყო ტელევიზიისთვის - 2016 წელს რისკზე წავიდნენ, რომელმაც გაამართლა. ტელევიზიას არ აქვს ფილმები, სერიალები და ორიენტირებულია საათში ერთხელ მუდმივად განახლებად საინფორმაციო გამოშვებაზე.

"...მაგრამ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური სიახლეები, აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის თავის მიმართულებას, ეს არის ეკონომიკა, სპორტი, კულტურა...  ამ ორი წლის განმავლობაში ვგრძნობთ, რომ მაყურებელი დღითი დღე იზრდება, ძალიან ბევრი ადამიანი გვენდობა და ინფორმაციის სანდო წყაროდ სწორედ "პალიტრანიუსს" ირჩევს.

მუდმივად ვაკონტროლებთ რეიტინგებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და აქაც სასიხარულო მონაცემებია. "პალიტრანიუსის" წუთობრივი რეიტინგი 2017 წელს 100%-იან ზრდას განიცდის.

"ტრი მედია ინტელიჯენსის" მონაცემებით, რომელიც სატელევიზიო აუდიტორიას ზომავს, ბოლო 10 თვის მონაცემებით, ზოგადად, მაყურებლის რიცხვი შემცირებულია ტელეეკრანთან, რადგანაც უმეტესობა ინფორმაციას ინტერნეტით იღებს, თუმცა ამ ფონზეც, მაყურებლის რაოდენობა მკვეთრად გაეზარდა "პალიტრანიუსს". ამ შემთხვევაში 57%-იანი ზრდაა (ეს წუთში მაყურებლის საშუალო რაოდენობაა). ასევე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სოციალური ქსელის საშუალებითაც, ძალიან აქტიურია ჩვენი მაყურებელი" - გვეუბნება ასათიანი.

მაკა ლომიძე, "პალიტრანიუსის" გენერალური პროდიუსერი: "მსგავსი ფორმატის ტელევიზია საქართველოში პირველებმა სწორედ ჩვენ შევქმენით. რისკი ნამდვილად იყო, რომ ასეთი ნიშური ტელევიზია შეგვექმნა. რა თქმა უნდა, არსებობს მსოფლიოში მსგავსი ფორმატის არხები, რომლის ანალოგით გავაკეთეთ. 24-საათიანი მუშაობა საკმაოდ რთულია, მაგრამ ეს სირთულე ჩვენი გუნდის მიერ დაძლეულია. გვაქვს 25 ახალი გადაცემა (ეკონომიკაზე, კულტურაზე, საინტერესო ადამიანებზე), ვართ ოპერატიულები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მიუკერძოებლები, ვაწვდით მხოლოდ ფაქტებს და არ გვაქვს დამოკიდებულება.

ყველაფერი მუდმივ განახლებას ექვემდებარება და სწორედ ამიტომ ეთერში ჩავუშვით ახალი პროექტი, რომელიც 37 წლის რეპრესიებს ეხება. სულ ახალია. გარდა ამისა, გვაქვს ახალი პროდუქტი - ვიდეობლოგი, მოხეტიალე ჟურნალისტი დადის ქალაქში და თავის თვალსაზრისს აფიქსირებს. ამ გადაცემას განსხვავებული ფორმატი აქვს, ეს მულტიმედია ჟურნალისტიკაა, რომელმაც ჩვენს ტელევიზიაში ფეხი აქტიურად მოიკიდა. ყველაფერი ერთად კი არის ხარისხიანი და მრავალფეროვანი სპექტრი, რომელმაც უნდა ატაროს სახელი "პალიტრანიუსი". საბოლოოდ კმაყოფილი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა და მოკლე დროში ასეთი განვითარება შევძელით. ჩვენი სურვილია, ვიყოთ - ყველაზე მაგრები" - გვეუბნება ახალი ამბების ტელევიზიის გენერალური პროდიუსერი.

თორნიკე ყაჯრიშვილი, გადაცემა "ტყვიის საფასურის" ავტორი:

"ეს ერთ-ერთი ახალი გადაცემაა "პალიტრანიუსის" ეთერში. პირველი გადაცემა ეთერში 3 კვირის წინ გავიდა, რომელიც ყოველ შაბათს იქნება ეთერში. გადაცემას სიმბოლური სახელი დავარქვით. 30-იან წლებში, როცა ადამიანებს ხვრეტდნენ, ოჯახის წევრებს, ტყვიის გილზას უგზავნიდნენ, რომლის საფასური - 2 კაპიკი მათ უნდა გადაეხადათ. გადაცემის სახელწოდებაც აქედან მოვიდა... პროექტის გმირების ისტორიები შერჩეულია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიში დაცული მასალებიდან.

მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიპოვოთ მემკვიდრეებიც... ამ ადამიანების უმრავლესობამ, ვისაც წინაპრები დაუხვრიტეს, გადაუსახლეს, მიზეზი არ იციან და ხშირად ჩვენი გადაცემის საშუალებით იგებენ... ბევრი გამოხმაურება აქვს გადაცემას, მათ შორის, კრიტიკულიც, რაც ნიშნავს, რომ გვიყურებენ.

"პალიტრანიუსის" დაარსებამდე "პალიტრა ტვ" იყო და პირველი სიუჟეტი, მახსოვს, კონფლიქტის ზონაში პატარა კამერით გადავიღე. მერე თვითონ დავამონტაჟე, ყველაფერი მე გავაკეთე. იმ დროს ჩვენმა ერთ-ერთმა ოპერატორმა ჩემზე თქვა, - ამ ბიჭს უთხარით, ტელევიზია მაგის საქმე არ არის, გაზეთს მიხედოსო. ეს ნათქვამი დამამახსოვრდა და იმის მერე იმ ჟინით მოვდივარ, რომ ტელევიზია ბოლომდე ჩემი საქმე გახდეს.

ამ ხნის მანძილზე ვიმუშავე არაერთ თემაზე, მათ შორის, "თავისუფალ თემაზეც" ვმუშაობ. ასე ნელ-ნელა გავიზარდე "პალიტრანიუსთან" ერთად. ჩემი ახალი პროექტი კი უკვე სერიოზული განაცხადია ამ ორწლიანი მუშაობის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, "ტყვიის საფასურის" საშუალებით არაერთი ადამიანის ისტორია გაცოცხლდება".

იხილეთ ვიდეო: ტელეკომპანია PALITRANEWS 2 წლისაა

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი