პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ აბესაძე კლინიკაში გადაჰყავთ
ოთარ აბესაძე კლინიკაში გადაჰყავთ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თბი­ლი­სის მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ოთარ აბე­სა­ძის ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ბრალ­დე­ბულს ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ოთარ აბე­სა­ძეს ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ხვალ გა­და­იყ­ვა­ნენ გა­მო­საკ­ვლე­ვად და ის იქ მი­ნი­მუმ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ რაც ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, დაც­ვის მხა­რეს ექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა.

დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცია ოთარ აბე­სა­ძის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­დაყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე გა­ი­ზი­ა­რა ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რემ, რის შემ­დე­გაც მო­სა­მარ­თლემ შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო თა­რი­ღად 26 დე­კემ­ბე­რი და­ა­სა­ხე­ლა.

ოთარ აბე­სა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ 2017 წლის მა­ის­ში ოთარ აბე­სა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს თბი­ლის­ში, მდი­ნა­რე მტკვარ­ზე, ტივ­ზე არ­სე­ბუ­ლი კა­ფის და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ნე­ბარ­თვე­ბის თბი­ლი­სის მე­რი­ის სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და, რის სა­ნაც­ვლო­დაც ქრთა­მის სა­ხით 3000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და მო­ი­თხო­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 338-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ოთარ აბესაძე კლინიკაში გადაჰყავთ

ოთარ აბესაძე კლინიკაში გადაჰყავთ

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გამოკვლევები ჩაუტარდება.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოთარ აბესაძეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ხვალ გადაიყვანენ გამოსაკვლევად და ის იქ მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში დარჩება.

ირმა ჭკადუას განცხადებით, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდება ექსპერტიზის დასკვნა, დაცვის მხარეს ექნება შესაბამისი შუამდგომლობა.

დაცვის მხარის პოზიცია ოთარ აბესაძის სასამართლო ექსპერტიზაზე გადაყვანის თაობაზე გაიზიარა ასევე ბრალდების მხარემ, რის შემდეგაც მოსამართლემ შემდეგი სასამართლო სხდომის საორიენტაციო თარიღად 26 დეკემბერი დაასახელა.

ოთარ აბესაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ