პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლძარღვთა დაავადებების ინოვაციური, თანამედროვე “უსისხლო” მკურნალობის მეთოდი.
სისხლძარღვთა დაავადებების ინოვაციური, თანამედროვე “უსისხლო” მკურნალობის მეთოდი.

ინო­ვა­ცი­ურ მე­თოდ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ნ. ბო­ხუ­ას სა­ხე­ლო­ბის კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი ცენ­ტრის ენ­დო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი ქი­რურ­გი­ის და კა­თე­ტე­რი­ზა­ცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ენ­დო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი ქი­რურ­გი, ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი.

რას ნიშ­ნავს არ­ტე­რი­ე­ბის და ვე­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი, "უსის­ხლო" და ნაკ­ლე­ბტრავ­მუ­ლი მე­თო­დი ?

ბო­ხუ­ას კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რულ ცენ­ტრში გუ­ლი­სა და სის­ხლძარ­ღვე­ბის კა­თე­ტე­რი­ზა­ცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს უკვე 6 წე­ლია. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შეს­რულ­და 6 000-ზე მეტი სის­ხლძარ­ღვში­და ოპე­რა­ცია გუ­ლი­სა და სხვა ორ­გა­ნოს მკვე­ბავ სის­ხლძარ­ღვებ­ზე. ვცდი­ლობთ მუდ­მი­ვად დავ­ნერ­გოთ უახ­ლო­ე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რაც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს პა­ცი­ენ­ტთა მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას და შო­რე­ულ შე­დე­გებს. აქვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ცენ­ტრის სა­ო­პე­რა­ციო სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლია მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტუ­რით და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ აღ­ნიშ­ნულ მე­თოდს, კლი­ნი­კამ პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნერ­გა "რო­ტა­ცუ­ლი თრომ­ბექ­ტო­მის" მე­თო­დით არ­ტე­რი­უ­ლი და ვე­ნუ­რი სის­ტე­მის სის­ხლძარ­ღვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა შვე­ი­ცა­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის Staub Medical, მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით. ევ­რო­პის წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მე­თო­დი უკვე წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა 2003 წლი­დან.

ამ მე­თო­დის ინო­ვა­ცი­უ­რო­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც არ­ტე­რი­უ­ლი ისე ვე­ნუ­რი სის­ტე­მის სრუ­ლი ენ­დო­ვას­კუ­ლა­რუ­რი (სის­ხლძარ­ღვში­და, "უსის­ხლო") მკურ­ნა­ლო­ბა სის­ხლძარ­ღვე­ბის დამხშო­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სას (არ­ტე­რი­უ­ლი და ვე­ნუ­რი ოკ­ლუ­ზი­ე­ბი­სას). უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში ეს სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ოპე­რა­ცია წარ­მო­ებ­დეს გა­ნაკ­ვე­თის გა­რე­შე, რაც ნაკ­ლე­ბტრავ­მუ­ლია. პა­ცი­ენ­ტი არ სა­ჭი­რო­ებს ზო­გად ანეს­თე­ზი­ას, ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ ხან­გრძლივ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. ეფექ­ტუ­რო­ბა აღე­მა­ტე­ბა 90%-ს, რა­საც ადას­ტუ­რებს მსოფ­ლი­ო­ში მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის მო­წი­ნა­ვე კლი­ნი­კის სტა­ტის­ტი­კა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, Straub Medical სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­ტე­რი­ე­ბის და ვე­ნე­ბის არამ­ხო­ლოდ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სას, არ­მედ მწვა­ვე და გარ­თუ­ლე­ბულ შემ­თხვე­ვა­შიც, იმ დროს რო­დე­საც კი­დუ­რის ან ორ­გა­ნოს შე­უქ­ცე­ვა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი, ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცია ან სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მა­ღა­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბი­სას. მაგ: ქვე­და კი­დუ­რე­ბის არ­ტე­რი­ე­ბის მწვა­ვე დახ­შო­ბი­სას, რო­დე­საც მა­ღა­ლია კი­დუ­რის ამ­პუ­ტა­ცი­ის რის­კი, მა­გის­ტრა­ლუ­რი ვე­ნე­ბის მწვა­ვე თრომ­ბო­ზი­სა­სას, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იწ­ვევს ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ას ან პა­ცი­ენ­ტის სიკ­ვდილს ფილ­ტვის არ­ტე­რი­ის თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ის გამო.

რო­გო­რია ამ აპა­რა­ტის მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი? რო­გორ ხდე­ბა თრომბზე ზე­მოქ­მე­დე­ბა?

აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი ევ­რო­პის მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბის კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რულ ცენ­ტრებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბა მო­წყო­ბი­ლო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის სრულ­ყო­ფა და მო­დერ­ნი­ზე­ბა. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე დაგ­როვ­და უამ­რა­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა. მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კა ამ­ტკი­ცებს Straub Medical მო­წყო­ბი­ლო­ბის და მე­თო­დის, რო­ტა­ცი­უ­ლი თრომ­ბექ­ტო­მი­ის- უსაფრ­თხო­ე­ბას და ეფექ­ტუ­რო­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა შედ­გე­ბა მარ­თვის სის­ტე­მის­გან და რო­ტა­ცი­უ­ლი კა­თე­ტე­რის­გან.

იმის და მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ სის­ხლძარ­ღვზე აპი­რებს ქი­რურ­გი ზე­მოქ­მე­დე­ბას, არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სა­ხის რო­ტა­ცი­უ­ლი თრომ­ბექ­ტო­მი­უ­რი კა­თე­ტე­რე­ბი, შექ­მნი­ლი რო­გორც არ­ტე­რი­ულ, ისე ვე­ნურ სი­ტე­მა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის. კა­თე­ტე­რე­ბის დი­ა­მეტ­რი მერ­ყე­ობს 2 დან 3 მმ. შე­და­რე­ბის­თვის მათი დი­ა­მეტ­რი არ აღე­მა­ტე­ბა ასან­თის ღე­რის დი­ა­მეტრს.

რო­ტა­ცი­უ­ლი კა­ტე­რის მოქ­მე­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მარ­თვის სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბაც თა­ვად კონ­ტრო­ლირ­დე­ბა ოპე­რა­ტო­რის მიერ.

რო­ტა­ცი­უ­ლი კა­თე­ტე­რი წვე­რით ზე­მოქ­მე­დებს და­ხუ­რუ­ლი სის­ხლძარ­ღვზე მისი სა­ნა­თურ­ში არ­სე­ბულ თრომ­ბულ მა­სებ­ზე, იწ­ვევს თრომ­ბის ფრაგ­მენ­ტა­ცი­ას და უკვე დაშ­ლი­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის სწრა­ფად­ვე ევა­კუ­ა­ცი­ას ორ­გა­ნიზ­მის გა­რეთ სპე­ცი­ა­ლურ კონ­ტე­ი­ნერ­ში. გარ­და ამი­სა, თუ თრომ­ბის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზია ათე­როსკლე­რო­ზუ­რი ფო­ლა­ქი (ფო­ლა­ქის დაშ­ლით ან კრი­ტი­კუ­ლი სტე­ნო­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი თრომ­ბო­ზი) კა­თე­ტე­რის წვე­რი ახ­დენს მის ფრაგ­მენ­ტა­ცი­ა­საც და დაშ­ლი­ლი ნა­წი­ლე­ბის ექ­სტრაქ­ცი­ას.

უშუ­ა­ლოდ რო­მე­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი?

აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის მა­გის­ტრა­ლუ­რი თუ პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის თრომ­ბუ­ლი ოკ­ლუ­ზი­ე­ბი­სას (დახ­შო­ბი­სას):

ზედა და ქვე­და კი­დუ­რე­ბის რო­გორც არ­ტე­რი­უ­ლი ისე ვე­ნუ­რი, მწვა­ვე თუ ქრო­ნი­კუ­ლი ოკ­ლუ­ზი­ე­ბი­სას; ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის (ნაწ­ლა­ვე­ბი, ღვიძ­ლი, თირკმლე­ბი მკვე­ბა­ვი სის­ხლძარ­ღვე­ბის თრომ­ბუ­ლი დახ­შო­ბი­სას; სა­დი­ა­ლი­ზო ფის­ტუ­ლე­ბის თრომ­ბუ­ლი დახ­შო­ბი­სას; ფილ­ტვის არ­ტე­რი­ის მა­სი­უ­რი თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ი­სას.

ეს სის­ტე­მა არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გუ­ლი­სა და თა­ვის ტვი­ნის მკვე­ბავ სის­ხლძარ­ღვებ­ზე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იმი­სა, რომ ამ სის­ხლძარ­ღვე­ბის კა­ლიბ­რი (დი­ა­მეტ­რი) არა­ღე­მა­ტე­ბა 2-3 მმ.

რო­გორ და სად შე­უძ­ლია პა­ცი­ენტს მი­ი­ღოს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი?

აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბო­ხუ­ას სა­ხე­ლო­ბის კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რულ ცენ­ტრში. ეფექ­ტუ­რი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის პირ­ველ რიგ­ში სა­ჭი­როა და­ა­ვა­დე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის დად­გე­ნა. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა ან­გი­ო­ლო­გის ან ან­გი­ო­ქი­რურ­გის კონ­სულ­ტა­ცია. შე­საძ­ლოა ჩა­გიტრდეთ და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი, რაც გა­მო­ავ­ლენს და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზეზს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სისხლძარღვთა დაავადებების ინოვაციური, თანამედროვე “უსისხლო” მკურნალობის მეთოდი.

სისხლძარღვთა დაავადებების ინოვაციური, თანამედროვე “უსისხლო” მკურნალობის მეთოდი.

ინოვაციურ მეთოდზე გვესაუბრება ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ენდოვასკულარული ქირურგიის და კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოვასკულარული ქირურგი, ვახტანგ ყიფიანი.

რას ნიშნავს არტერიების და ვენების მკურნალობის ინოვაციური, „უსისხლო“ და ნაკლებტრავმული მეთოდი ?

ბოხუას კარდიოვასკულარულ ცენტრში გულისა და სისხლძარღვების კათეტერიზაციის ლაბორატორია ფუნქციონირებს უკვე 6 წელია. ამ დროის განმავლობაში შესრულდა 6 000-ზე მეტი სისხლძარღვშიდა ოპერაცია გულისა და სხვა ორგანოს მკვებავ სისხლძარღვებზე. ვცდილობთ მუდმივად დავნერგოთ უახლოესი ტექნოლოგიები, რაც გააუმჯობესებს პაციენტთა მკურნალობის ეფექტურობას და შორეულ შედეგებს. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცენტრის საოპერაციო სრულად აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და მოწყობილობებით.

რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნულ მეთოდს, კლინიკამ პირველად საქართველოში დანერგა “როტაცული თრომბექტომის” მეთოდით არტერიული და ვენური სისტემის სისხლძარღვების მკურნალობა შვეიცარული კომპანიის Staub Medical, მიერ წარმოებული სპეციალური მოწყობილობით. ევროპის წამყვან კლინიკებში აღნიშნული, რევოლუციური მეთოდი უკვე წარმატებით გამოიყენება 2003 წლიდან.

ამ მეთოდის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია როგორც არტერიული ისე ვენური სისტემის სრული ენდოვასკულარური (სისხლძარღვშიდა, “უსისხლო”) მკურნალობა სისხლძარღვების დამხშობი დაავადებებისას (არტერიული და ვენური ოკლუზიებისას). უმეტეს შემთხვევებში ეს საშუალებას იძლევა, რომ ოპერაცია წარმოებდეს განაკვეთის გარეშე, რაც ნაკლებტრავმულია. პაციენტი არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას, ოპერაციის შემდგომ ხანგრძლივ რეაბილიტაციას. ეფექტურობა აღემატება 90%-ს, რასაც ადასტურებს მსოფლიოში მრავალი ქვეყნის მოწინავე კლინიკის სტატისტიკა. რაც ყველაზე მთავარია, Straub Medical სისტემის გამოყენება შესაძლებელია არტერიების და ვენების არამხოლოდ ქრონიკული დაავადებებისას, არმედ მწვავე და გართულებულ შემთხვევაშიც, იმ დროს როდესაც კიდურის ან ორგანოს შეუქცევადი ცვლილებები, ინვალიდიზაცია ან სიკვდილიანობა მაღალია ტრადიციული მკურნალობისას. მაგ: ქვედა კიდურების არტერიების მწვავე დახშობისას, როდესაც მაღალია კიდურის ამპუტაციის რისკი, მაგისტრალური ვენების მწვავე თრომბოზისასას, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ინვალიდიზაციას ან პაციენტის სიკვდილს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის გამო.

როგორია ამ აპარატის მუშაობის პრინციპი? როგორ ხდება თრომბზე ზემოქმედება?

აღნიშნული მეთოდი ევროპის მოწინავე ქვეყნების კარდიოვასკულარულ ცენტრებში გამოიყენება ყოველწლიურად ხდება მოწყობილობის ტექნოლოგიური მახასიათებლების სრულყოფა და მოდერნიზება. ამ დროის მანძილზე დაგროვდა უამრავი გამოცდილება. მსოფლიო სტატისტიკა ამტკიცებს Straub Medical მოწყობილობის და მეთოდის, როტაციული თრომბექტომიის- უსაფრთხოებას და ეფექტურობას.

აღნიშნული მოწყობილობა შედგება მართვის სისტემისგან და როტაციული კათეტერისგან.

იმის და მიხედვით, თუ რომელ სისხლძარღვზე აპირებს ქირურგი ზემოქმედებას, არსებობს რამდენიმე სახის როტაციული თრომბექტომიური კათეტერები, შექმნილი როგორც არტერიულ, ისე ვენურ სიტემაზე ზემოქმედებისთვის. კათეტერების დიამეტრი მერყეობს 2 დან 3 მმ. შედარებისთვის მათი დიამეტრი არ აღემატება ასანთის ღერის დიამეტრს.

როტაციული კატერის მოქმედება ხორციელდება მართვის სისტემის საშუალებით, რომლის მოქმედებაც თავად კონტროლირდება ოპერატორის მიერ.

როტაციული კათეტერი წვერით ზემოქმედებს დახურული სისხლძარღვზე მისი სანათურში არსებულ თრომბულ მასებზე, იწვევს თრომბის ფრაგმენტაციას და უკვე დაშლილი ნაწილაკების სწრაფადვე ევაკუაციას ორგანიზმის გარეთ სპეციალურ კონტეინერში. გარდა ამისა, თუ თრომბის გაჩენის მიზეზია ათეროსკლეროზური ფოლაქი (ფოლაქის დაშლით ან კრიტიკული სტენოზით გამოწვეული თრომბოზი) კათეტერის წვერი ახდენს მის ფრაგმენტაციასაც და დაშლილი ნაწილების ექსტრაქციას.

უშუალოდ რომელი პათოლოგიების დროს გამოიყენება აღნიშნული ინოვაციური მეთოდი?

აღნიშნული მეთოდი გამოიყენება თითქმის ყველა სახის მაგისტრალური თუ პერიფერიული სისხლძარღვების თრომბული ოკლუზიებისას (დახშობისას):

ზედა და ქვედა კიდურების როგორც არტერიული ისე ვენური, მწვავე თუ ქრონიკული ოკლუზიებისას; შინაგანი ორგანოების (ნაწლავები, ღვიძლი, თირკმლები მკვებავი სისხლძარღვების თრომბული დახშობისას; სადიალიზო ფისტულების თრომბული დახშობისას; ფილტვის არტერიის მასიური თრომბოემბოლიისას.

ეს სისტემა არ გამოიყენება გულისა და თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვებზე, გათვალისწინებით იმისა, რომ ამ სისხლძარღვების კალიბრი (დიამეტრი) არაღემატება 2-3 მმ.

როგორ და სად შეუძლია პაციენტს მიიღოს აღნიშნული სამედიცინო სერვისი?

აღნიშნული სერვისის მიღება შესაძლებელია ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში. ეფექტური და მიზანმიმართული მკურნალობისთვის პირველ რიგში საჭიროა დაავადების ზუსტი მიზეზის დადგენა. ამისათვის საჭიროა ანგიოლოგის ან ანგიოქირურგის კონსულტაცია. შესაძლოა ჩაგიტრდეთ დამატებითი კვლევები, რაც გამოავლენს დაავადების განვითარების სავარაუდო მიზეზს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი