ახალი სამხედრო ტექნიკა აფხაზეთში Javelin-ების საპირწონედ

ახალი სამხედრო ტექნიკა აფხაზეთში Javelin-ების საპირწონედ

აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე 100-ზე მეტი რუსული საბრძოლო მანქანა გამოჩნდა, ამის შესახებ РИА Новости წერს. მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც კი აფხაზეთში რუსეთს საკუთარ სამხედრო ბაზაზე შემოუყვანია. სამხრეთის მიმართულების სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ვადიმ ასტაფეევის ინფორმაციით, უნდა მოხდეს სამხედროების შეიარაღების განახლება.

ასტაფეევის ცნობით, ასევე შემოყვანილია გაუმჯობესებული სამხედრო შეჯავშნული მანქანები, რომელთა სალონები ბევრად უფრო კომფორტულია, დამონტაჟებულია კონდიცირებისა და ელექტრონული სისტემა. მანქანები აღჭურვილია მეხუთე თაობის რადიოსადგურით, რომლის სისტემა ორიენტირებულია მანქანების კოორდინატების ელექტრონულ რუკაზე კოორდინირებისთვის.

სამხედრო და სპეციალური ტექნიკა პირდაპირ ქარხნიდან გამოიყვანეს. ისინი აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე, რკინიგზის გავლით შეიყვანეს, ნაწილი კი - პირდაპირ ფსოუდან გადაიყვანეს. ახალმა ტექნიკამ უკვე მოძველებული ПРП-4 Нард და БТР-80 შეცვალა. ბაზაზე არსებული შეიარაღებისა და ტექნიკის 80% განახლებულია.

"ამ ტექნიკას მუდმივად იყენებენ სამხედრო სწავლებებში ჩვენი სამხედროები, რათა თანამედროვე ტექნიკა და შეიარაღება სამხედრო მომზადებისას სრულად აითვისონ და საჭიროების შემთხვევაში, დავალება ზედმიწევნით შეასრულონ", - აცხადებს ასტაფეევი.

რუსული მედიის ინფორმაციით, ეს არის რუსეთის მხრიდან ერთგვარი პასუხი, საქართველოს მიერ ამერიკული Javelin-ების შესაძლო შესყიდვასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "შესაძლოა, ამ სისტემების შეძენამ თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს..."

"2008 წლის შემდეგ, ეს არის პირველი მასშტაბური სამხედრო გარიგება პენტაგონსა და თბილისს შორის... ამერიკის დახმარებით, საქართველოს ტეროტორიაზე ახალი სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა იგეგმება. ასეთი ტიპის მხარდაჭერას რუსეთი სამხედრო ავანტიურის ბიძგად აფასებს",- განაცხადეს რუსეთის ოფიციალურ უწყებაში.

რუსული მედიის თქმით, ამერიკის კონგრესს ჯერ საბოლოო სიტყვა არ უთქვამს... "სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჯერჯერობით ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანსა და სომხეთს ჰყავთ. ეს ქვეყნები ერთმანეთთან კონფლიქტში არიან და მუდმივად ათამაშებენ კუნთებს... საქართველო ამ მხრივ ორივე ქვეყანას ჩამორჩება. აზერბაიჯანი შეიარაღებისთვის ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს; სომხეთი, რუსეთთან ერთად და მისი მხარდაჭერით, მუდმივად მუშაობს თავისი არმიის გაწვრთნაზე... გასათვალისწინებელია ისიც, რომ სომხეთში არსებობს რუსული სამხედრო ბაზაც..."- წერს რუსული მედია.

რაც შეეხება, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, "ქართულ მხარეს, კონფლიქტის შემთხვევაში, Javelin-ებისა და მის გარეშეც, მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთან არ მოუწევს ომი. მეორეს მხრივ, საქართველოს მეზობლად ჰყავს თურქეთი, რომელსაც 750 Javelin ჰყავს. რაც შეეხება, რუსეთს, ამაზე საუბარიც არ ღირს.."- მსჯელობს რუსი ჟურნალისტი, რომლის თქმითაც, იგივე კომპლექსის შესყიდვას უკრაინაც აპირებს, თუმცა, ალბათ არავინ ეჭვობს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები რუსეთისგანაც მიიღებენ ახალ შეიარაღებას.

"ასე რომ, ასეთი ტიპის პროექტები ისევ და ისევ "ურა პატრიოტიზმის" გამოვლინებად შეიძლება აღვიქვათ...",- აღნიშნავს რუსი ჟურნალისტი, რომელსაც მიაჩნია, რომ ასეთი შესყიდვები, რუსეთსა და ამერიკას შორის  დაპირისპირებას კიდევ უფრო აღრმავებს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე