სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი ოპერის მომღერალი, რომლითაც ვაგნერის შვილიშვილი დაინტერესდა
ვინ არის ქართველი ოპერის მომღერალი, რომლითაც ვაგნერის შვილიშვილი დაინტერესდა

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­ო­პე­რო სცე­ნე­ბის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ალფ­რე­დო კრა­უ­სის სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ვა­ლე­რი­ა­ნო (ნუგ­ზარ) გამ­გე­ბე­ლი, ათე­უ­ლი წლე­ბია ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. სა­ო­პე­რო სპექ­ტაკ­ლებ­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გარ­და, მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა. დრო­დად­რო ის სა­ქარ­თვე­ლოს ახალ-ახა­ლი იდე­ე­ბით, პრო­ექ­ტე­ბით სტუმ­რობს და მალე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დაბ­რუ­ნე­ბა­საც გეგ­მავს. თბი­ლის­ში ჩა­მო­სულს, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მას­ტერკლა­სის გა­მარ­თვამ­დე შევ­ხვდით და მისი ცხოვ­რე­ბის გზა მას­თან ერ­თად "გა­ვი­ა­რეთ"...

- ბა­ტო­ნო ნუგ­ზარ, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში თქვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ტად და­ძა­ბულ პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ ფონს და­ემ­თხვა. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ ამ წრის გარ­ღვე­ვა?

- სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­დან, ვინც და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­აღ­წია სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე. ამას ხელი, პირ­ველ რიგ­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვამ შე­უ­წყო. წარ­მა­ტე­ბულ მცდე­ლო­ბამ­დე ორ­ჯერ ჩამ­ჭრეს. პირ­და­პირ მი­თხრეს, ჩვენ არ ვართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ ქვეყ­ნის გა­რეთ გახ­ვი­დე­თო. დავ­ბრუნ­დი და მუ­შა­ო­ბა გან­ვაგ­რძე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბარ­სე­ლო­ნა­ში წა­ვე­დი გრან-პრი მო­ვი­პო­ვე, მად­რიდ­ში კი, ტე­ნო­რე­ბის კონ­კურ­სში პირ­ვე­ლი პრე­მია მი­ვი­ღე. გა­ვი­მარ­ჯვე იტა­ლი­ა­შიც, ბე­ლი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე. ეს­პა­ნეთ­ში ჩემი დე­ბი­უ­ტი 1997 წელს, ბი­ზეს "კარ­მე­ნით" შედ­გა. ამ სპექ­ტაკლს წი­ლად უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა ხვდა.

- ცნო­ბი­ლია, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად ხართ ჩარ­თუ­ლი... კონ­კრე­ტუ­ლად, რა ნა­ბი­ჯებს დგამთ ამ მიზ­ნით?

- ყო­ვე­ლი კონ­ცერ­ტის და­გეგ­მვი­სას ვცდი­ლობთ ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის, ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­ვუ­წყოთ ხელი. გარ­და ამი­სა, ვმო­ნა­წი­ლე­ობთ უამ­რავ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ. არ­სე­ბობს ჩემი სა­ხე­ლო­ბის ასო­ცი­ა­ცია მად­რიდ­ში - "ვა­ლე­რი­ა­ნოს მე­გობ­რე­ბი", რო­მე­ლიც პერ­სპექ­ტი­ულ მომ­ღერ­ლებს უწევს დახ­მა­რე­ბას.

- მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ მი­გიწ­ვი­ათ ვაგ­ნე­რის შვი­ლიშ­ვილ­მა...

- 1998 წელს ვაგ­ნე­რის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვემ­გზავ­რე. რო­დე­საც გუნ­დის დი­რი­ჟორ­მა, რო­ბერტ ბა­ლანშმა მო­მის­მი­ნა, თქვა, - ამ ადა­მი­ანს მხო­ლოდ გუნდში ვერ ჩავ­რი­ცხავთ, ვოლ­ფგანგს უნდა მო­ვას­მე­ნი­ნო­თო. მე­ო­რე დღეს ვოლ­ფგანგ ვაგ­ნერ­მა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მო­მის­მი­ნა და თქვა, წი­ნას­წა­რი კონ­ტრაქ­ტი მი­ე­ცით, ხელი მო­ა­წე­რო­სო. ხელ­ფა­სი რომ და­ე­ნიშ­ნათ, ამის გამო, გუნდშიც გა­მა­ფორ­მეს. და­მი­ნიშ­ნეს პე­და­გო­გი და სამ­თვი­ა­ნი სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რე. მომ­დევ­ნო წელს კვლავ უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი მათ­თან, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ვაგ­ნე­რიც და მისი მე­უღ­ლეც გარ­და­იც­ვალ­ნენ. შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ინ­ტრი­გე­ბი­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შე­დე­გად, ეს სა­კი­თხი დღის წეს­რი­გი­დან მო­იხ­სნა. სა­ერ­თოდ, ოპე­რის მომ­ღერ­ლის­თვის ინ­ტრი­გე­ბის თემა საკ­მა­ოდ დიდ ბა­რი­ერს წარ­მო­ად­გენს. ამ პრობ­ლე­მამ ბევ­რი უძ­ლი­ე­რე­სი მომ­ღე­რა­ლი ისე იმ­სხვერ­პლა, სცე­ნა­ზე გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ მი­ე­ცათ... ოთხი წელი ვის­წავ­ლე მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის რამ­დე­ნი­მე ლე­გენ­და­რულ ტე­ნორს შო­რის ერთ-ერთ უდი­დეს, ალფ­რე­დო კრა­უს­თან. მას ისე­თი ტე­ნო­რე­ბის გვერ­დით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გო­რიც გახ­ლავთ: პლა­სი­დო დო­მინ­გო, ფრან­კო კო­რე­ლი, ხოსე კარ­ე­რა­სი, ჯონ ვი­კერ­სი, ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტი. კრა­უ­სი ამ­ბობ­და ხოლ­მე, - თუ ყვე­ლა ჩემი სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი დიდ სცე­ნა­ზე არ დგას, ეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მათ ჩემი სტუ­დენ­ტე­ბი ჰქვი­ა­თო. ეს მე­ტად ხმა­მა­ღა­ლი და მამ­ხი­ლე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბაა... სამ­წუ­ხა­როდ, მა­სა­ვით გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ა­ნებ­საც კი შე­ხე­ბია ეს პრობ­ლე­მა... სხვა­თა შო­რის, კერ­ძო გაკ­ვე­თი­ლი არა­სო­დეს ჩა­უ­ტა­რე­ბია, მე კი ოთხი წელი სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ მა­მე­ცა­დი­ნა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ არის ქართველი ოპერის მომღერალი, რომლითაც ვაგნერის შვილიშვილი დაინტერესდა

ვინ არის ქართველი ოპერის მომღერალი, რომლითაც ვაგნერის შვილიშვილი დაინტერესდა

მსოფლიოს წამყვანი საოპერო სცენების ქართველი ვარსკვლავი, ალფრედო კრაუსის სკოლის წარმომადგენელი, ვალერიანო (ნუგზარ) გამგებელი, ათეული წლებია ესპანეთში ცხოვრობს. საოპერო სპექტაკლებში აქტიური მონაწილეობის გარდა, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენს ქვეყანაში საოპერო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. დროდადრო ის საქართველოს ახალ-ახალი იდეებით, პროექტებით სტუმრობს და მალე საკუთარ ქვეყანაში საცხოვრებლად დაბრუნებასაც გეგმავს. თბილისში ჩამოსულს, კონსერვატორიაში მასტერკლასის გამართვამდე შევხვდით და მისი ცხოვრების გზა მასთან ერთად "გავიარეთ"...

- ბატონო ნუგზარ, საერთაშორისო კონკურსებში თქვენი მონაწილეობა საქართველოში მეტად დაძაბულ პოლიტიკურ და სოციალურ ფონს დაემთხვა. როგორ მოახერხეთ ამ წრის გარღვევა?

- სხვათა შორის, პირველი ვიყავი საქართველოდან, ვინც დამოუკიდებლად გააღწია საერთაშორისო კონკურსზე. ამას ხელი, პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის დანგრევამ შეუწყო. წარმატებულ მცდელობამდე ორჯერ ჩამჭრეს. პირდაპირ მითხრეს, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რომ ქვეყნის გარეთ გახვიდეთო. დავბრუნდი და მუშაობა განვაგრძე. მოგვიანებით ბარსელონაში წავედი გრან-პრი მოვიპოვე, მადრიდში კი, ტენორების კონკურსში პირველი პრემია მივიღე. გავიმარჯვე იტალიაშიც, ბელინის საერთაშორისო კონკურსზე. ესპანეთში ჩემი დებიუტი 1997 წელს, ბიზეს "კარმენით" შედგა. ამ სპექტაკლს წილად უდიდესი წარმატება ხვდა.

- ცნობილია, რომ საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში აქტიურად ხართ ჩართული... კონკრეტულად, რა ნაბიჯებს დგამთ ამ მიზნით?

- ყოველი კონცერტის დაგეგმვისას ვცდილობთ ქართული მუსიკის, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. გარდა ამისა, ვმონაწილეობთ უამრავ საქველმოქმედო კონცერტში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. არსებობს ჩემი სახელობის ასოციაცია მადრიდში - "ვალერიანოს მეგობრები", რომელიც პერსპექტიულ მომღერლებს უწევს დახმარებას.

- მოგვიყევით, როგორ მიგიწვიათ ვაგნერის შვილიშვილმა...

- 1998 წელს ვაგნერის ფესტივალზე გავემგზავრე. როდესაც გუნდის დირიჟორმა, რობერტ ბალანშმა მომისმინა, თქვა, - ამ ადამიანს მხოლოდ გუნდში ვერ ჩავრიცხავთ, ვოლფგანგს უნდა მოვასმენინოთო. მეორე დღეს ვოლფგანგ ვაგნერმა მეუღლესთან ერთად მომისმინა და თქვა, წინასწარი კონტრაქტი მიეცით, ხელი მოაწეროსო. ხელფასი რომ დაენიშნათ, ამის გამო, გუნდშიც გამაფორმეს. დამინიშნეს პედაგოგი და სამთვიანი სტაჟირება გავიარე. მომდევნო წელს კვლავ უნდა მივსულიყავი მათთან, მაგრამ სამწუხაროდ, ვაგნერიც და მისი მეუღლეც გარდაიცვალნენ. შემდეგ გარკვეული სახის ინტრიგებისა და წინააღმდეგობის შედეგად, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. საერთოდ, ოპერის მომღერლისთვის ინტრიგების თემა საკმაოდ დიდ ბარიერს წარმოადგენს. ამ პრობლემამ ბევრი უძლიერესი მომღერალი ისე იმსხვერპლა, სცენაზე გასვლის საშუალებაც კი არ მიეცათ... ოთხი წელი ვისწავლე მეოცე საუკუნის რამდენიმე ლეგენდარულ ტენორს შორის ერთ-ერთ უდიდეს, ალფრედო კრაუსთან. მას ისეთი ტენორების გვერდით მოიხსენიებენ, როგორიც გახლავთ: პლასიდო დომინგო, ფრანკო კორელი, ხოსე კარერასი, ჯონ ვიკერსი, ლუჩანო პავაროტი. კრაუსი ამბობდა ხოლმე, - თუ ყველა ჩემი საუკეთესო სტუდენტი დიდ სცენაზე არ დგას, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჩემი სტუდენტები ჰქვიათო. ეს მეტად ხმამაღალი და მამხილებელი განცხადებაა... სამწუხაროდ, მასავით გამორჩეულ ადამიანებსაც კი შეხებია ეს პრობლემა... სხვათა შორის, კერძო გაკვეთილი არასოდეს ჩაუტარებია, მე კი ოთხი წელი სრულიად უსასყიდლოდ მამეცადინა...განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება