საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისელი მოსწავლეების გამოგონებულ რობოტს, მალე აშშ-ში გაეცნობიან
ქუთაისელი მოსწავლეების გამოგონებულ რობოტს, მალე აშშ-ში გაეცნობიან

სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას თუ მღვი­მე­ე­ბის შე­სას­წავ­ლი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბის დროს, მშე­ნებ­ლებ­სა და მკვლე­ვა­რებს მან­ძი­ლის ან სიღ­რმის გა­ზომ­ვა ხე­ლით უწევთ, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია, თუმ­ცა ქუ­თა­ი­სელ­მა გა­მომ­გო­ნებ­ლებ­მა ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა "მან­ძი­ლის მზო­მი რო­ბო­ტის" მეშ­ვე­ო­ბით გა­და­წყვი­ტეს.

"მან­ძი­ლის მზო­მი რო­ბო­ტი" - ეს არის პლან­შე­ტი­დან, ტე­ლე­ფო­ნი­დან ან სხვა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბი­დან მარ­თვა­დი რო­ბო­ტი, რო­მელ­საც მრუ­დი ტრა­ექ­ტო­რი­ის, მა­გა­ლი­თად, წრე­წი­რის გა­ზომ­ვა შე­უძ­ლია. რო­ბო­ტი დის­ტან­ცი­უ­რად იმარ­თე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მას სი­მაღ­ლე­ებ­ზე, მღვი­მე­ში თუ სხვა საფრ­თხის­შემ­ცველ ად­გილ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას იყე­ნებს, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ცუ­ლია.

გა­მო­გო­ნე­ბა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს - 13 წლის იონა იო­ბი­ძეს, 17 წლის გი­ორ­გი ურა­ტა­ძე­სა და 11 წლის ზურა კი­კა­ლიშ­ვილს ეკუთ­ვნით, რომ­ლე­ბიც რო­ბო­ტის პრო­ტო­ტი­პის შექ­მნა­ზე მენ­ტორ­თან და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილ­თან და STEM-ის (გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ფი­ზი­კა და პროგ­რა­მი­რე­ბა) მას­წავ­ლე­ბელ­თან, უტა კი­ლა­სო­ნი­ას­თან ერ­თად თით­ქმის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ. ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა "პროგ­რე­სის" მოს­წავ­ლე­ებ­მა "ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა კონ­კურ­სში" გა­ი­მარ­ჯვეს და 5 000 ლა­რის მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დნენ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი თა­ვი­ან­თი გა­მო­გო­ნე­ბით აშშ-ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბულ "და ვინ­ჩის კონ­კურ­სში" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ.

"ეს გა­მო­გო­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბას გა­უ­მარ­ტი­ვებს და სა­მუ­შაო პრო­ცესს უფრო უსაფრ­თხო­საც გახ­დის, რად­გან კი­ლო­მეტ­რე­ბის გა­ზომ­ვა დღეს ხე­ლით უწევთ და რო­ბო­ტი კი დის­ტან­ცი­უ­რად აკე­თებს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი უც­ნობ, გა­მო­უკვლე­ველ მღვი­მე­ში შევა, არა­ვინ იცის, იქ რა შეხ­ვდე­ბა, რო­ბო­ტი კი ამას გა­უმკლავ­დე­ბა და არა­ვის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში აღარ იქ­ნე­ბა... გა­მარ­ჯვე­ბა გვინ­დო­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტე­ბი და დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო, ამი­ტომ პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მო­ლო­დი­ნი არ გვქონ­და და ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, რო­დე­საც ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ რო­გორც პირ­ვე­ლი, ისე მე­ო­რე ად­გი­ლი ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა "პროგ­რე­სის" მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მომ­გო­ნებ­ლებ­მა ავი­ღეთ" - აღ­ნიშ­ნავს პა­ტა­რა გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი იონა იო­ბი­ძე.

ინო­ვა­ცი­უ­რი რო­ბო­ტის ერთ-ერთ გა­მომ­გო­ნე­ბელს, ზურა კი­კა­ლიშ­ვილს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ასა­კის სიმ­ცი­რის გამო არ მი­ე­ცა (ის ამ­ჟა­მად 11 წლი­საა). რო­გორც მისი მენ­ტო­რი, და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს უამ­ბობს, ზუ­რამ კონ­კურ­სის გა­რეთ დარ­ჩე­ნა ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, რად­გან მან რო­ბო­ტის შექ­მნა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა, - "ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვია, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა."

რაც შე­ე­ხე­ბათ 13 წლის იო­ნა­სა და 17 წლის გი­ორ­გის, და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ფი­ზი­კი­თა და პროგ­რა­მი­რე­ბით უკვე "მო­წამ­ლუ­ლე­ბი" არი­ან და კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა მო­მა­ვალ­ში მო­ტი­ვა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბა­ში ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბათ:

"იონა იო­ბი­ძე ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­აზ­როვ­ნე ბი­ჭია, იმ­დე­ნად სწრა­ფად აზ­როვ­ნებს, რომ ამის სა­უბ­რით გად­მო­ცე­მას ვერ ას­წრებს, ეს სა­ო­ცა­რი პრო­ცე­სია. მას ათ­ვი­სე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი უნა­რი აქვს, რაც ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­შა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გის, მან ძა­ლი­ან სწრა­ფად აუ­წყო ფეხი მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს, ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი და ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ბი­ჭია," - აღ­ნიშ­ნავს მენ­ტო­რი.

და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილს კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბას­თან ერ­თად, სხვა მიზ­ნე­ბიც ჰქონ­და და­სა­ხუ­ლი, რა­საც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მი­აღ­წია:

"Stem-ის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წრე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია, თუმ­ცა შემ­დეგ ბავ­შვე­ბი თა­ვად წყვე­ტენ, ეს სფე­რო მა­თია თუ არა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი რჩე­ბი­ან ისი­ნი, ვი­საც თუნ­დაც ასე­თი გა­მო­გო­ნე­ბის შექ­მნა შე­უძ­ლია. ჩემი მი­ზა­ნი კი არამ­ხო­ლოდ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა, არა­მედ მათ­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბაა, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასე გვაკ­ლია. ასეთ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა კი ბავ­შვებს იმის გა­აზ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, რომ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ა­მახ­ვი­ლონ, მეტი ის­წავ­ლონ" - დას­ძენს სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი.

იო­ნას, გი­ორ­გი­სა და ზუ­რას გა­მო­გო­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იდე­ე­ბი კი­დევ აქვთ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არ ახ­მა­უ­რე­ბენ. ისი­ნი თა­ვი­ან­თი გა­მო­გო­ნე­ბის სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში გა­მოც­და­სა და დახ­ვე­წას გეგ­მა­ვენ, რის შემ­დე­გაც, ბავ­შვე­ბი გვპირ­დე­ბი­ან, რომ გა­ცი­ლე­ბით უფრო მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ, გამ­ძლე და სა­ინ­ტე­რე­სო "მან­ძი­ლის მზომ რო­ბოტ­საც" ვი­ხი­ლავთ.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ქუთაისელი მოსწავლეების გამოგონებულ რობოტს, მალე აშშ-ში გაეცნობიან

ქუთაისელი მოსწავლეების გამოგონებულ რობოტს, მალე აშშ-ში გაეცნობიან

სამშენებლო სამუშაოებისას თუ მღვიმეების შესასწავლი ექსპედიციების დროს, მშენებლებსა და მკვლევარებს მანძილის ან სიღრმის გაზომვა ხელით უწევთ, რაც ხშირ შემთხვევაში საფრთხისშემცველია, თუმცა ქუთაისელმა გამომგონებლებმა ამ პრობლემის გადაჭრა "მანძილის მზომი რობოტის" მეშვეობით გადაწყვიტეს.

"მანძილის მზომი რობოტი" - ეს არის პლანშეტიდან, ტელეფონიდან ან სხვა ტექნიკური საშუალებიდან მართვადი რობოტი, რომელსაც მრუდი ტრაექტორიის, მაგალითად, წრეწირის გაზომვა შეუძლია. რობოტი დისტანციურად იმართება, შესაბამისად, დამკვირვებელი, რომელიც მას სიმაღლეებზე, მღვიმეში თუ სხვა საფრთხისშემცველ ადგილზე სამუშაოებისას იყენებს, უბედური შემთხვევისგან აბსოლუტურად დაცულია.

გამოგონება სკოლის მოსწავლეებს - 13 წლის იონა იობიძეს, 17 წლის გიორგი ურატაძესა და 11 წლის ზურა კიკალიშვილს ეკუთვნით, რომლებიც რობოტის პროტოტიპის შექმნაზე მენტორთან დავით სონღულაშვილთან და STEM-ის (გამოყენებითი ფიზიკა და პროგრამირება) მასწავლებელთან, უტა კილასონიასთან ერთად თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" მოსწავლეებმა "ლეონარდო და ვინჩის გამომგონებელთა კონკურსში" გაიმარჯვეს და 5 000 ლარის მფლობელები გახდნენ, უახლოეს მომავალში კი თავიანთი გამოგონებით აშშ-ში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ "და ვინჩის კონკურსში" გამარჯვებულები მიიღებენ.

"ეს გამოგონება ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებს და სამუშაო პროცესს უფრო უსაფრთხოსაც გახდის, რადგან კილომეტრების გაზომვა დღეს ხელით უწევთ და რობოტი კი დისტანციურად აკეთებს. როდესაც ადამიანი უცნობ, გამოუკვლეველ მღვიმეში შევა, არავინ იცის, იქ რა შეხვდება, რობოტი კი ამას გაუმკლავდება და არავის სიცოცხლე საფრთხეში აღარ იქნება... გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ძალიან კარგი პროექტები და დიდი კონკურენცია იყო, ამიტომ პირველი ადგილის მოლოდინი არ გვქონდა და ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ. სასიხარულოა, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ადგილი ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" მოსწავლეებმა გამომგონებლებმა ავიღეთ" - აღნიშნავს პატარა გამომგონებელი იონა იობიძე.

ინოვაციური რობოტის ერთ-ერთ გამომგონებელს, ზურა კიკალიშვილს კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ასაკის სიმცირის გამო არ მიეცა (ის ამჟამად 11 წლისაა). როგორც მისი მენტორი, დავით სონღულაშვილი AMBEBI.GE-ს უამბობს, ზურამ კონკურსის გარეთ დარჩენა ძალიან განიცადა, რადგან მან რობოტის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა, - "ის არაჩვეულებრივი, ძალიან ნიჭიერი ბავშვია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა."

რაც შეეხებათ 13 წლის იონასა და 17 წლის გიორგის, დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ გამოყენებითი ფიზიკითა და პროგრამირებით უკვე "მოწამლულები" არიან და კონკურსში გამარჯვება მომავალში მოტივაციის გაღრმავებაში ძალიან დაეხმარებათ:

"იონა იობიძე ძალიან სწრაფად მოაზროვნე ბიჭია, იმდენად სწრაფად აზროვნებს, რომ ამის საუბრით გადმოცემას ვერ ასწრებს, ეს საოცარი პროცესია. მას ათვისების არაჩვეულებრივი უნარი აქვს, რაც ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანია. რაც შეეხება გიორგის, მან ძალიან სწრაფად აუწყო ფეხი მუშაობის პროცესს, ძალიან მონდომებული და ინტერესის მქონე ბიჭია," - აღნიშნავს მენტორი.

დავით სონღულაშვილს კონკურსში გამარჯვებასთან ერთად, სხვა მიზნებიც ჰქონდა დასახული, რასაც, როგორც თავად ამბობს, მიაღწია:

"Stem-ის გაკვეთილებზე დასწრება ნებაყოფლობითია, თუმცა შემდეგ ბავშვები თავად წყვეტენ, ეს სფერო მათია თუ არა, საბოლოო ჯამში კი რჩებიან ისინი, ვისაც თუნდაც ასეთი გამოგონების შექმნა შეუძლია. ჩემი მიზანი კი არამხოლოდ კონკურსში გამარჯვება, არამედ მათთვის მიწოდებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა, რაც ჩვენს ქვეყანაში ასე გვაკლია. ასეთ კონკურსში გამარჯვება კი ბავშვებს იმის გააზრებაში ეხმარება, რომ კონკრეტულ საკითხებზე მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ, მეტი ისწავლონ" - დასძენს სონღულაშვილი.

იონას, გიორგისა და ზურას გამოგონებებთან დაკავშირებით იდეები კიდევ აქვთ, თუმცა ჯერჯერობით არ ახმაურებენ. ისინი თავიანთი გამოგონების საველე პირობებში გამოცდასა და დახვეწას გეგმავენ, რის შემდეგაც, ბავშვები გვპირდებიან, რომ გაცილებით უფრო მრავალფუნქციურ, გამძლე და საინტერესო "მანძილის მზომ რობოტსაც" ვიხილავთ.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი