პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ზამთარი გველის საქართველოში - სინოპტიკოსების გრძელვადიანი პროგნოზი
როგორი ზამთარი გველის საქართველოში - სინოპტიკოსების გრძელვადიანი პროგნოზი

ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მას­თან ახ­ლოს, ან ნორ­მა­ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, - სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2017-2018 წლე­ბის ზამ­თრის სე­ზო­ნის ამინ­დის პროგ­ნოზს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

"გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის კლი­მა­ტუ­რი პროგ­ნო­ზის (SEECOF-18) და ხმელ­თა­შუა ზღვის კლი­მა­ტუ­რი პროგ­ნო­ზის (MedCOF) ფო­რუ­მებ­ზე მო­ნა­წი­ლე ევ­რო­პე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, 2017-2018 წლე­ბის ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის და კავ­კა­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დის ფორ­მი­რე­ბა­ზე დო­მი­ნან­ტურ როლს წყნარ და ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი შე­ას­რუ­ლებს. ამის გამო, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბი­თაა (80%) ნა­ვა­რა­უ­დე­ვი, რომ აღ­ნი­შულ რე­გი­ო­ნებ­ში, მო­მა­ვა­ლი ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მას­თან ახ­ლოს, ან ნორ­მა­ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა", - აცხა­დე­ბენ გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: სი­ნამ­დვი­ლე­ში, რო­გო­რი ზამ­თა­რი გვე­ლის? - მთე­ლი სე­ზო­ნის ახალ პროგ­ნოზს გა­ე­როს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მა­ვა­ლი ზამ­თრის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა სე­ზო­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ნორ­მა­ზე 10C-ით თბი­ლი, ხოლო მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ნორ­მის ფარ­გლებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი (ზამ­თრის სე­ზო­ნის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის ნორ­მა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ზე +5.7, მთა­ში +0.2, მა­ღალ მთა­ში -4.4, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +1.5, მთა­ში -1.4 , მა­ღალ მთა­ში -5.50C-ს შე­ად­გენს).

"სე­ზო­ნის ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­და­ი­ხა­როს ნორ­მი­დან, რის პროგ­ნო­ზი­რე­ბაც მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის წინ­სწრე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნა­ვენ გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

როგორი ზამთარი გველის საქართველოში - სინოპტიკოსების გრძელვადიანი პროგნოზი

როგორი ზამთარი გველის საქართველოში - სინოპტიკოსების გრძელვადიანი პროგნოზი

ზამთრის პერიოდში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, ან ნორმაზე მაღალი იქნება, - საქართველოს ტერიტორიაზე 2017-2018 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის კლიმატური პროგნოზის (SEECOF-18) და ხმელთაშუა ზღვის კლიმატური პროგნოზის (MedCOF) ფორუმებზე მონაწილე ევროპელი ექსპერტების დასკვნით, 2017-2018 წლების ზამთრის პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. ამის გამო, საკმაოდ მაღალი ალბათობითაა (80%) ნავარაუდევი, რომ აღნიშულ რეგიონებში, მომავალი ზამთრის პერიოდში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, ან ნორმაზე მაღალი იქნება“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

იხილეთ ვიდეო: სინამდვილეში, როგორი ზამთარი გველის? - მთელი სეზონის ახალ პროგნოზს გაეროს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მათივე განმარტებით, საქართველოში მომავალი ზამთრის საშუალო ტემპერატურა სეზონის პირველ ნახევარში ნორმაზე 10C-ით თბილი, ხოლო მეორე ნახევარში ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი (ზამთრის სეზონის საშუალო ტემპერატურის ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5.7, მთაში +0.2, მაღალ მთაში -4.4, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1.5, მთაში -1.4 , მაღალ მთაში -5.50C-ს შეადგენს).

„სეზონის ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია მნიშვნელოვნად გადაიხაროს ნორმიდან, რის პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი“, - აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი