ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ესპანური მედია იუწყება, რომ ოპერაციის ფარგლებში დაკავებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის ძმის, კახა შუშანაშვილის ცოლიცაა.
La Vanguardia-ს ინფორმაციით, დღეს დილიდან ესპანეთში, კერძოდ, კატალონიასა და მადრიდში ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში 16 პირია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი ძირითადად ყაჩაღობითა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.