საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლეოგრანდის" მფლობელი ხანძრის შედეგად დაღუპული 11-ვე პირის ოჯახს ბოდიშს უხდის და მატერიალურ მხარდაჭერას სთავაზობს
"ლეოგრანდის" მფლობელი ხანძრის შედეგად დაღუპული 11-ვე პირის ოჯახს ბოდიშს უხდის და მატერიალურ მხარდაჭერას სთავაზობს

სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დის" მფლო­ბე­ლი ეროლ ავ­გო­რე­ნი სას­ტუმ­რო­ში მოხ­დარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლი მაშ­ველ-მე­ხან­ძრე­ებ­სა და თა­ნამ­შრომ­ლებს მად­ლო­ბას უხ­დის და ამავდრო­უ­ლად თურ­ქულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

ეროლ ავ­გო­რე­ნის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ძა­ლი­ან ძნე­ლია შე­ვარ­ჩიო სი­ტყვე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ხა­ტავს ჩემს მწუ­ხა­რე­ბას მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დის" მე­ნე­ჯმენ­ტის თი­თო­ე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მზად ვართ მი­ვი­ღოთ ჩვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, რათა სრუ­ლად დად­გინ­დეს ამ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი. კომ­პა­ნია მზა­დაა, გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხე­ბის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აღ­მო­უ­ჩი­ნოს მათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, იზ­რუ­ნოს გარ­დაც­ვლილ­თა შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე თუ მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­საქ­მე­ბა­ზე. გვეს­მის, ეს მათ ვერ აუ­ნა­ზღა­უ­რებს ახ­ლობ­ლე­ბის და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს, თუმ­ცა სხვა სა­ხით თა­ნად­გო­მის გა­მო­ხატ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ მწუ­ხა­რე­ბის ჟამს, მად­ლო­ბა გვინ­და გა­და­ვუ­ხა­დოთ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს და სას­ტუმ­როს პერ­სო­ნა­ლის იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კის ფა­სად, იხ­სნეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე. ტრა­გე­დი­ის დროს მე თა­ვად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სას­ტუმ­რო­ში და ჩემი თვა­ლით ვნა­ხე მათი თავ­და­დე­ბა. ვნა­ხე ნამ­დვი­ლი გმი­რო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და გა­ვა­კე­თო გან­მარ­ტე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ნო­ემ­ბერს თურ­ქულ პრე­სა­ში ჩემს მიერ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე მხო­ლოდ გა­მოვ­თქვი სი­ნა­ნუ­ლი იმის გამო, რომ ძვირ­ფა­სი წა­მე­ბი და­ი­კარ­გა, ვი­ნა­ი­დან მე-6 სარ­თულ­ზე მყო­ფი სტუმ­რე­ბის ნა­წი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ე­მარ­თა გა­სახ­დე­ლის­კენ. ერთი წა­მი­თაც არ მქო­ნია აზ­რად ვინ­მეს­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გარ­დაც­ვლი­ლი სტუმ­რე­ბი­სათ­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­დაბ­რა­ლე­ბა. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, თუ ჩემ­მა სი­ტყვებ­მა და­ტო­ვა ამ­გვა­რი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კი­დევ ერთხელ მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, 11-ვე ოჯახს ვუხ­დი ბო­დიშს იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ­თან მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის სი­ცო­ცხლე ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ", - ნათ­ქვა­მია ეროლ ავ­გო­რე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ლე­ოგ­რან­დის" მფლო­ბე­ლის ბო­დი­ში ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხებს - ეროლ ავ­გე­რე­ნი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ლეოგრანდის" მფლობელი ხანძრის შედეგად დაღუპული 11-ვე პირის ოჯახს ბოდიშს უხდის და მატერიალურ მხარდაჭერას სთავაზობს

"ლეოგრანდის" მფლობელი ხანძრის შედეგად დაღუპული 11-ვე პირის ოჯახს ბოდიშს უხდის და მატერიალურ მხარდაჭერას სთავაზობს

სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელი ეროლ ავგორენი სასტუმროში მოხდარ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

სასტუმროს მფლობელი მაშველ-მეხანძრეებსა და თანამშრომლებს მადლობას უხდის და ამავდროულად თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ეროლ ავგორენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან ძნელია შევარჩიო სიტყვები, რომლებიც გამოხატავს ჩემს მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით. სასტუმრო "ლეოგრანდის" მენეჯმენტის თითოეული წარმომადგენელი მზად ვართ მივიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა სრულად დადგინდეს ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. კომპანია მზადაა, გარდაცვლილთა ოჯახების თანხმობის შემთხვევაში, აღმოუჩინოს მათ მატერიალური მხარდაჭერა, იზრუნოს გარდაცვლილთა შვილების განათლებაზე თუ მათი ოჯახის წევრების დასაქმებაზე. გვესმის, ეს მათ ვერ აუნაზღაურებს ახლობლების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, თუმცა სხვა სახით თანადგომის გამოხატვა შეუძლებელია. ამ მწუხარების ჟამს, მადლობა გვინდა გადავუხადოთ სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფო სამსახურების თითოეულ თანამშრომელს და სასტუმროს პერსონალის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იხსნეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ტრაგედიის დროს მე თავად ვიმყოფებოდი სასტუმროში და ჩემი თვალით ვნახე მათი თავდადება. ვნახე ნამდვილი გმირობის მაგალითები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო განმარტება მიმდინარე წლის 27 ნოემბერს თურქულ პრესაში ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. მე მხოლოდ გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ ძვირფასი წამები დაიკარგა, ვინაიდან მე-6 სართულზე მყოფი სტუმრების ნაწილი სავარაუდოდ გაემართა გასახდელისკენ. ერთი წამითაც არ მქონია აზრად ვინმესთვის, განსაკუთრებით კი გარდაცვლილი სტუმრებისათვის პასუხისმგებლობის გადაბრალება. ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემმა სიტყვებმა დატოვა ამგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება გამოძიება, 11-ვე ოჯახს ვუხდი ბოდიშს იმისათვის, რომ ჩვენთან მოსული სტუმრების სიცოცხლე ვერ შევინარჩუნეთ", - ნათქვამია ეროლ ავგორენის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "ლეოგრანდის" მფლობელის ბოდიში ხანძრის შედეგად დაღუპულების ოჯახებს - ეროლ ავგერენი განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი