სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია, აკაკი, გალაკტიონი პირბადეებით - თბილისში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ
ილია, აკაკი, გალაკტიონი პირბადეებით - თბილისში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ

თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ძეგ­ლებს სა­ხე­ზე პირ­ბა­დე აა­ფა­რეს, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" ფო­ტოგ­რაფ­მა გოგა ჩა­ნა­დირ­მა გა­ნა­თავ­სა.

"ილია, აკა­კი, ვაჟა, გა­ლა­კტი­ო­ნი, გოგ­ლა და სხვე­ბი ნი­ღა­ბა­ფა­რე­ბულ­ნი დგა­ნან თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში.

ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, რა­ტო­მაც - ისი­ნი ვე­ღარ სუნ­თქა­ვენ იმ მძი­მე ჰა­ერს, რაც ქა­ლაქ­შია. ისი­ნი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას, ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბას. ვინც ეს აქ­ცია მო­ი­ფიქ­რა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი.

დიახ, ეს არის სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტი იმ სა­ში­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რის გა­მოც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ავად­დე­ბა სიმ­სივ­ნი­თა და ლე­ი­კე­მი­ით.

თქვე­ნი თავი თუ არა, შვი­ლე­ბი მა­ინც არ გე­ცო­დი­ნე­ბათ? ვი­მოქ­მე­დოთ, რომ სუფ­თა ჰა­ე­რი გვქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში," - წერს ჩა­ნა­დი­რი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ. მისი გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში და­წყე­ბულ ე.წ. პირ­ბა­დე­ე­ბის აქ­ცი­ას მე­რი­ის­გან ნე­ბარ­თვა არ აქვს და ეს ძეგ­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა.

"ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც გარ­კვე­უ­ლი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა უნ­დო­დათ, უფრო კულ­ტუ­რუ­ლი გზი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და ამ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა და არა ძეგ­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ბის გზით. ამ­დე­ნად, ამას ჩვე­ნი მხრი­დან მოყ­ვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან, ეს ჩვენ­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. რა ზო­მე­ბიც იქ­ნე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეს იქ­ნე­ბა და­ჯა­რი­მე­ბა თუ სხვა რა­ი­მე სან­ქცი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­ტა­რებთ. რად­გან ჩვენ მი­ვიჩ­ნევთ, ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა, ვი­ნა­ი­დან პა­ტივ­სა­ცე­მი ძეგ­ლე­ბი არის აღ­ჭურ­ვი­ლი პირ­ბა­დე­ე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ.

Tbilisi’s famous monuments appear in masks - Anti-pollution campaign in the city

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ილია, აკაკი, გალაკტიონი პირბადეებით - თბილისში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ

ილია, აკაკი, გალაკტიონი პირბადეებით - თბილისში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ

თბილისში ცნობილი ადამიანების ძეგლებს სახეზე პირბადე ააფარეს, აქციის ორგანიზატორები დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ. ფოტოები "ფეისბუქზე" ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა განათავსა.

"ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ნიღაბაფარებულნი დგანან თბილისის ქუჩებში.

ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც - ისინი ვეღარ სუნთქავენ იმ მძიმე ჰაერს, რაც ქალაქშია. ისინი აპროტესტებენ ჰაერის დაბინძურებას, ჟანგბადის ნაკლებობას. ვინც ეს აქცია მოიფიქრა და განახორციელა, დიდ მადლობას ვუხდი.

დიახ, ეს არის სამართლიანი პროტესტი იმ საშინელების წინააღმდეგ, რის გამოც უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნითა და ლეიკემიით.

თქვენი თავი თუ არა, შვილები მაინც არ გეცოდინებათ? ვიმოქმედოთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს საქართველოში," - წერს ჩანადირი.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. მისი განცხადებით, დედაქალაქში დაწყებულ ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა.

"ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა ამ პროტესტის გამოხატვა და არა ძეგლების შეურაცხყობის გზით. ამდენად, ამას ჩვენი მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქციები აუცილებლად გავატარებთ. რადგან ჩვენ მივიჩნევთ, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

Tbilisi’s famous monuments appear in masks - Anti-pollution campaign in the city

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს