პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წელს დაბადების დღეზე ეტყვი, რომ მამა აღარ ჰყავსო..." - რას ყვება ვანო გოლოშვილის ქვრივი დაღუპული სპეცრაზმელის შესახებ
"წელს დაბადების დღეზე ეტყვი, რომ მამა აღარ ჰყავსო..." - რას ყვება ვანო გოლოშვილის ქვრივი დაღუპული სპეცრაზმელის შესახებ

გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად სპეც­რაზ­მე­ლი ვანო გო­ლოშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. იგი 9 დე­კემ­ბერს 42 წლის გახ­დე­ბო­და.

გო­ლოშ­ვი­ლი დუ­შე­თი­დან იყო, სო­ფელ მი­ლის­წყა­რო­დან. მას 28 წლის მე­უღ­ლე, თა­მუ­ნა ხე­ლა­ია და 2 შვი­ლი დარ­ჩა - 3 წლის გი­ორ­გი და 5 წლის მა­რი­ა­მი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, გო­ლოშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე წინ გა­იჭ­რა და იმ ბი­ნის დაზ­ვერ­ვა სცა­და, სა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი იმ­ყო­ფებ­დნენ. იქი­დან ეს­რო­ლეს, სა­ი­და­ნაც არ ელო­და. თავ­ში დაჭ­რილ­მა სპეც­რაზ­მელ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იცო­ცხლა...

სპეც­რაზ­მე­ლის ქვრივ­მა თა­მუ­ნა ხე­ლა­ი­ამ მის ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ა­ზე და მე­უღ­ლე­ზე, ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ვანო ბუ­ნე­ბით მებ­რძო­ლი იყო რო­გორც თა­ვის საქ­მე­ში, ისე ცხოვ­რე­ბა­ში, მე­გობ­რებს თუ ნა­თე­სა­ვებს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­დათ. მე­ში­ნო­და კი­დეც, ყვე­ლას ასე ძა­ლი­ან რა­ტომ უყ­ვარს-მეთ­ქი. ყვე­ლას იმე­დი იყო. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, მე გმი­რად უნდა წა­ვი­დე ამ­ქვეყ­ნი­და­ნო. ამ­ბობ­და, რომ არ ეში­ნო­და სიკ­ვდი­ლის და ერ­თა­დერ­თი, რაც აშ­ფო­თებ­და, ის იყო, ბავ­შვე­ბი რო­გორ გა­იზ­რდე­ბი­ან უჩე­მოდ, რო­გო­რი სა­ცო­და­ვე­ბი იქ­ნე­ბი­ა­ნო.

- სიკ­ვდი­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას ასე მძაფ­რად გრძნობ­და?

- ერთი წე­ლია, რაც გა­მუდ­მე­ბით ამ სი­ტყვებს გა­ი­ძა­ხო­და. ჩვე­ნი მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბის დღე 30 ნო­ემ­ბერს არის. შარ­შან ამ დროს ვერ მო­ა­ხერ­ხა ბავ­შვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ყოფ­ნა, მო­რი­გე იყო, ბავ­შვი სულ ეძებ­და. სა­ბავ­შვო ცენ­ტრში შე­ვუკ­ვე­თეთ და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა და ვუ­თხა­რი, შარ­შან სულ გე­ძებ­და ბავ­შვი და წელს მა­ინც წა­მო­დი, რომ გული არ დას­წყდეს-მეთ­ქი. იცით, რა მი­თხრა? წელს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ეტყვი, რომ მამა აღარ ჰყავ­სო. რას ამ­ბობ-მეთ­ქი, გა­და­ვი­რიე, მაგ­რამ ჩა­ი­ღი­მა და აღა­რა­ფე­რი მი­თხრა. ერთხელ მი­თხრა, იცი, რა გიჟი ვარ, არაფ­რის მე­ში­ნია და სულ წინა ხაზ­ზე ვარ, როცა რამე ხდე­ბა, მაგ­რამ ამ ბოლო დროს თავს ვი­კა­ვებ, რამე არ მო­მი­ვი­დეს და ბავ­შვე­ბი ისე არ დამ­რჩნე­ნო.

ვანო ბევ­რჯერ არის გა­დარ­ჩე­ნი­ლი სიკ­ვდილს. არა­ფერს ერი­დე­ბო­და, სულ წინ იდგა… არ და­ი­ჯე­რებთ, მაგ­რამ რაც ახლა მოხ­და და რო­გო­რი პა­ტი­ვი­თაც და­იკ­რძა­ლა, ზუს­ტად ეს იყო მისი ოც­ნე­ბა...

წა­ი­კი­თხეთ: "ბავ­შვის და­ბა­დე­ბის დღის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ..." - და­ღუ­პულ სპეც­რაზ­მელს 28 წლის მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა

- რა იცით იმ დღის შე­სა­ხებ, რა გი­ამ­ბეს მის­მა მე­გობ­რებ­მა?

- ვა­ნოს სხვა ფან­ჯა­რას­თან რა­ღაც სა­ეჭ­ვო შე­უმ­ჩნე­ვია. კად­რე­ბიც გავ­რცელ­და ინ­ტერ­ნეტ­ში, თუ რო­გორ გა­მო­ე­ყო ყვე­ლას და და­იძ­რა. უმიზ­ნებს და წინ მი­დის. რო­გორც ჩანს, უნ­დო­და, ის ტე­რო­რის­ტი ცო­ცხლად აეყ­ვა­ნა და და­ეჭ­რა. ამ დროს კი სხვა ფან­ჯრი­დან ეს­რო­ლეს. თა­ვის ძვა­ლი გა­უ­ტყდა, ჩა­იფ­შვნა და ტვი­ნი და­უ­ზი­ა­ნა. რომ მო­ას­ვე­ნეს, თავ­ში რა­ღაც ჰქონ­და ჩად­გმუ­ლი და შეხ­ვე­უ­ლი.

...წე­სად ჰქონ­და, დლის 9 სა­ათ­ზე მი­რე­კავ­და. 5 წუთს რომ გა­და­ა­ცი­ლებ­და, უკვე ვღე­ლავ­დი. იმ დი­ლით არ და­უ­რე­კავს და ასე გახ­და 2 სა­ა­თი, ვერც შე­ვამ­ჩნიე. ბავ­შვი მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი. ქუ­ჩა­ში მოვ­კა­რი ყური, ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ას გად­მოს­ცემ­დნენ, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე, მე­გო­ნა, სა­ზღვარ­გა­რეთ ხდე­ბო­და რა­ღაც. ამ დროს და­მი­რე­კეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, სა­დაც ხართ, იქ გა­ჩერ­დით და მო­ვალ­თო. წა­მიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მა­შინ ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე ჰყავ­დათ და გული კი­დევ მუ­შა­ობ­და სუს­ტად...

წინა დღეს დი­ლით წა­ვი­და სამ­სა­ხურ­ში და 22-ში სა­ღა­მოს უნდა მო­სუ­ლი­ყო. ღა­მის 11 სა­ათ­ზე და­მი­რე­კა. თურ­მე უკვე სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე იყო. ბავ­შვე­ბი მო­ი­კი­თხა და უცებ გა­მი­თი­შა...

- ით­ქვა, რომ ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობთ...

- აქამ­დე ასე მო­ვე­დით, ნა­ქი­რა­ვებ­ში, ნა­გი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობ­დით. მერე სეს­ხი ავი­ღეთ და სა­ერ­თო ეზო­ი­ან სახ­ლში ვცხოვ­რობთ. მა­რი­ამს უნ­დო­და, კორ­პუ­სის ბი­ნა­ში ეცხოვ­რა. ეუბ­ნე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად გექ­ნე­ბაო. ამ­ბობ­და, ბავ­შვებს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა უნდა მივ­ცეთ და ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თე­ბო.

- სა­ხელ­მწი­ფომ 100 000 ლარი უნდა გად­მოგ­ცეთ.

- დიახ და იმ ფუ­ლით ალ­ბათ სახ­ლს ვი­ყი­დით. ასე რომ, ახლა მკვდა­რი გვის­რუ­ლებს და­ნა­პი­რებს. ბავ­შვს ეუბ­ნე­ბო­და, სა­ნამ გა­იზ­რდე­ბი, გი­ყი­დი, ისე არ მოვ­კვდე­ბიო. ამ ტრა­გე­დი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მა­რი­ამს და­ბა­დე­ბის დღეს მა­ინც გა­და­ვუხ­დით. მა­მა­მი­სის სული ყვე­ლა­ფერს ხე­დავს, ბავ­შვს რომ ეს და­ბა­დე­ბის დღე ჩა­ვაშ­ხა­მო, ვიცი, იქი­და­ნაც არ მა­პა­ტი­ებს...

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

"წელს დაბადების დღეზე ეტყვი, რომ მამა აღარ ჰყავსო..." - რას ყვება ვანო გოლოშვილის ქვრივი დაღუპული სპეცრაზმელის შესახებ

"წელს დაბადების დღეზე ეტყვი, რომ მამა აღარ ჰყავსო..." - რას ყვება ვანო გოლოშვილის ქვრივი დაღუპული სპეცრაზმელის შესახებ

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს მიღებული დაზიანების შედეგად სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი დაიღუპა. იგი 9 დეკემბერს 42 წლის გახდებოდა.

გოლოშვილი დუშეთიდან იყო, სოფელ მილისწყაროდან. მას 28 წლის მეუღლე, თამუნა ხელაია და 2 შვილი დარჩა - 3 წლის გიორგი და 5 წლის მარიამი.

როგორც ამბობენ, გოლოშვილი ყველაზე წინ გაიჭრა და იმ ბინის დაზვერვა სცადა, სადაც შეიარაღებული დამნაშავეები იმყოფებდნენ. იქიდან ესროლეს, საიდანაც არ ელოდა. თავში დაჭრილმა სპეცრაზმელმა საავადმყოფოში რამდენიმე საათი იცოცხლა...

სპეცრაზმელის ქვრივმა თამუნა ხელაიამ მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე და მეუღლეზე, ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ვანო ბუნებით მებრძოლი იყო როგორც თავის საქმეში, ისე ცხოვრებაში, მეგობრებს თუ ნათესავებს გამორჩეულად უყვარდათ. მეშინოდა კიდეც, ყველას ასე ძალიან რატომ უყვარს-მეთქი. ყველას იმედი იყო. სულ მეუბნებოდა, მე გმირად უნდა წავიდე ამქვეყნიდანო. ამბობდა, რომ არ ეშინოდა სიკვდილის და ერთადერთი, რაც აშფოთებდა, ის იყო, ბავშვები როგორ გაიზრდებიან უჩემოდ, როგორი საცოდავები იქნებიანო.

- სიკვდილის მოახლოებას ასე მძაფრად გრძნობდა?

- ერთი წელია, რაც გამუდმებით ამ სიტყვებს გაიძახოდა. ჩვენი მარიამის დაბადების დღე 30 ნოემბერს არის. შარშან ამ დროს ვერ მოახერხა ბავშვის დაბადების დღეზე ყოფნა, მორიგე იყო, ბავშვი სულ ეძებდა. საბავშვო ცენტრში შევუკვეთეთ დაბადების დღის აღნიშვნა და ვუთხარი, შარშან სულ გეძებდა ბავშვი და წელს მაინც წამოდი, რომ გული არ დასწყდეს-მეთქი. იცით, რა მითხრა? წელს დაბადების დღეზე ეტყვი, რომ მამა აღარ ჰყავსო. რას ამბობ-მეთქი, გადავირიე, მაგრამ ჩაიღიმა და აღარაფერი მითხრა. ერთხელ მითხრა, იცი, რა გიჟი ვარ, არაფრის მეშინია და სულ წინა ხაზზე ვარ, როცა რამე ხდება, მაგრამ ამ ბოლო დროს თავს ვიკავებ, რამე არ მომივიდეს და ბავშვები ისე არ დამრჩნენო.

ვანო ბევრჯერ არის გადარჩენილი სიკვდილს. არაფერს ერიდებოდა, სულ წინ იდგა… არ დაიჯერებთ, მაგრამ რაც ახლა მოხდა და როგორი პატივითაც დაიკრძალა, ზუსტად ეს იყო მისი ოცნება...

წაიკითხეთ: "ბავშვის დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ..." - დაღუპულ სპეცრაზმელს 28 წლის მეუღლე და ორი შვილი დარჩა

- რა იცით იმ დღის შესახებ, რა გიამბეს მისმა მეგობრებმა?

- ვანოს სხვა ფანჯარასთან რაღაც საეჭვო შეუმჩნევია. კადრებიც გავრცელდა ინტერნეტში, თუ როგორ გამოეყო ყველას და დაიძრა. უმიზნებს და წინ მიდის. როგორც ჩანს, უნდოდა, ის ტერორისტი ცოცხლად აეყვანა და დაეჭრა. ამ დროს კი სხვა ფანჯრიდან ესროლეს. თავის ძვალი გაუტყდა, ჩაიფშვნა და ტვინი დაუზიანა. რომ მოასვენეს, თავში რაღაც ჰქონდა ჩადგმული და შეხვეული.

...წესად ჰქონდა, დლის 9 საათზე მირეკავდა. 5 წუთს რომ გადააცილებდა, უკვე ვღელავდი. იმ დილით არ დაურეკავს და ასე გახდა 2 საათი, ვერც შევამჩნიე. ბავშვი მყავდა წაყვანილი. ქუჩაში მოვკარი ყური, ტელევიზორში რომ რაღაც ინფორმაციას გადმოსცემდნენ, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მეგონა, საზღვარგარეთ ხდებოდა რაღაც. ამ დროს დამირეკეს სამართალდამცავებმა, სადაც ხართ, იქ გაჩერდით და მოვალთო. წამიყვანეს საავადმყოფოში. მაშინ ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ და გული კიდევ მუშაობდა სუსტად...

წინა დღეს დილით წავიდა სამსახურში და 22-ში საღამოს უნდა მოსულიყო. ღამის 11 საათზე დამირეკა. თურმე უკვე სპეცოპერაციაზე იყო. ბავშვები მოიკითხა და უცებ გამითიშა...

- ითქვა, რომ ნაქირავებში ცხოვრობთ...

- აქამდე ასე მოვედით, ნაქირავებში, ნაგირავებში ვცხოვრობდით. მერე სესხი ავიღეთ და საერთო ეზოიან სახლში ვცხოვრობთ. მარიამს უნდოდა, კორპუსის ბინაში ეცხოვრა. ეუბნებოდა, აუცილებლად გექნებაო. ამბობდა, ბავშვებს კარგი განათლება უნდა მივცეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებო.

- სახელმწიფომ 100 000 ლარი უნდა გადმოგცეთ.

- დიახ და იმ ფულით ალბათ სახლს ვიყიდით. ასე რომ, ახლა მკვდარი გვისრულებს დანაპირებს. ბავშვს ეუბნებოდა, სანამ გაიზრდები, გიყიდი, ისე არ მოვკვდებიო. ამ ტრაგედიის მიუხედავად, მარიამს დაბადების დღეს მაინც გადავუხდით. მამამისის სული ყველაფერს ხედავს, ბავშვს რომ ეს დაბადების დღე ჩავაშხამო, ვიცი, იქიდანაც არ მაპატიებს...

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი