სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შობადობიდან კიბომდე - რა ზიანს აყენებს ორგანიზმს პესტიციდებით დაბინძურებული ხილი და ბოსტნეული
შობადობიდან კიბომდე - რა ზიანს აყენებს ორგანიზმს პესტიციდებით დაბინძურებული ხილი და ბოსტნეული

იმ ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბა, რო­მელ­შიც მა­ღა­ლია პეს­ტი­ცი­დე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა, ქა­ლებ­ში შე­საძ­ლოა, და­ბალ შო­ბა­დო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, ნათ­ქვა­მია სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ "ჯა­მა­ში" 30 ოქ­ტომ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ში, რო­მელ­შიც 325 ქალი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ცხო­ვე­ლებ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტებ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ პეს­ტი­ცი­დე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბულ გა­რე­მოს­თან ადეკ­ვა­ტუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით გა­კე­თე­ბუ­ლი პეს­ტი­ცი­დე­ბის ინექ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ცო­ცხა­ლი ნა­ყო­ფით მშო­ბი­ა­რო­ბის შან­სე­ბი მცირ­დე­ბო­და. ორ­გა­ნიზ­მზე პეს­ტი­ცი­დე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ სტა­ტი­ას "ამე­რი­კის ხმა" აქ­ვეყ­ნებს.

ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სკო­ლის მეც­ნი­ე­რებ­მა ის ფაქ­ტო­რე­ბი შე­ის­წავ­ლეს, რო­მე­ლიც რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მოქ­მე­დებს. მათ­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სუ­პერ­მარ­კეტ­ში გა­ყი­დულ ზო­გი­ერთ პრო­დუქ­ტში პეს­ტი­ცი­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია, მა­გა­ლი­თად მარ­წყვში, ის­პა­ნახ­ში და წი­წა­კა­ში. შე­და­რე­ბით და­ბა­ლი იყო ლო­ბი­ო­ში და ავო­კა­დო­ში.

ბრი­ტა­ნულ სუ­პერ­მარ­კეტ­ში გა­ყი­დულ პრო­დუქ­ტებ­ში ქი­მი­კა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო 40 წე­ლი­წად­ში 17-ჯერ გა­ი­ზარ­და. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი 20 ნო­ემ­ბერს გახ­და ცნო­ბი­ლი, მე­დი­ცი­ნის სა­მე­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­დაც მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვი­და ორ­გა­ნი­ზა­ცია "ნი­ა­და­გის ასო­ცი­ა­ცია". ეს ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ორ­გა­ნუ­ლად მოყ­ვა­ნილ პრო­დუქ­ტებ­ზე სერ­ტი­ფი­კატს გას­ცემს. პეს­ტი­ცი­დე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბულ სხვა პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო ხორ­ბა­ლი, ხახ­ვი, ჭარ­ხა­ლი და კარ­ტო­ფი­ლი, რო­მელ­შიც 1960 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პეს­ტი­ცი­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა პროგ­რე­სუ­ლად იზ­რდე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზე­თი "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რა­ფი" აქ­ვეყ­ნებს.

მეც­ნი­ე­რე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ტოქ­სი­კუ­რი პეს­ტი­ცი­დე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ღე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა. ცალ­კე­უ­ლი ქი­მი­კა­ტი შე­საძ­ლოა მცი­რე დო­ზით ტოქ­სი­კუ­რი არ იყოს, მაგ­რამ სხვა ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში, ე.წ. "ტოქ­სი­კუ­რი კოქ­ტე­ი­ლე­ბი" წარ­მო­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ისეთ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რი­ცაა კიბო, ინ­სულ­ტი და ინ­ფარ­ქტი.

ად­რე­ულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ პეს­ტი­ცი­დე­ბის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს აუ­ტიზმს. 2017 წლის და­სა­წყის­ში, გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის საბ­ჭოს­თვის წარ­დგე­ნილ ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ პეს­ტი­ცი­დებს გა­რე­მო­ზე და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გი აქვს. "პეს­ტი­ცი­დებ­თან ქრო­ნი­კუ­ლი შე­ხე­ბა უკავ­შირ­დე­ბა კი­ბოს, ალ­ცჰა­ი­მერს, პარ­კინ­სონს, ჰორ­მო­ნა­ლურ დარ­ღვე­ვებს, გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მებს და სტე­რი­ლო­ბას" - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი პეს­ტი­ცი­დე­ბით ორ­გა­ნიზ­მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი ტი­პის ზი­ანს შო­რის ასა­ხე­ლებს და­ა­ვა­დე­ბა­თა ფარ­თო სპექტრს, მათ შო­რის: კან­ცე­რო­გე­ნულს, ნევ­რო­ლო­გი­ურს, რეპ­რო­დუქ­ტი­ულს, დერ­მა­ტო­ლო­გი­ურს, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­ურს. მა­ღა­ლი დო­ზით მი­ღე­ბა შე­საძ­ლოა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ით და და­ღუპ­ვი­თაც დას­რულ­დეს. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კლა­სი­ფი­კა­ცი­ით, პეს­ტი­ცი­დე­ბი კან­ცე­რო­გე­ნუ­ლია (შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს კიბო), ნე­ი­რო­ტოქ­სი­კუ­რია (შე­უძ­ლია თა­ვის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა) და ტე­რა­ტო­გე­ნუ­რი (ორ­სუ­ლის ნა­ყო­ფის და­ზი­ა­ნე­ბა შე­უძ­ლია).

მკვლე­ვა­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ პეს­ტი­ცი­დე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით გროვ­დე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბის კან­ში. ის მცე­ნა­რე­ე­ბი, რო­მელ­საც სქე­ლი კანი აქვს (მა­გა­ლი­თად, ავო­კა­დო, ნეს­ვი, გოგ­რა), შე­საძ­ლოა მე­ტად და­ცუ­ლი იყოს. მეც­ნი­ე­რე­ბი გვირ­ჩე­ვენ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ორ­გა­ნუ­ლად მოყ­ვა­ნი­ლი პრო­დუქ­ტი შე­ვი­ძი­ნოთ და ასე­ვე გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ წყლით კარ­გად გა­რე­ცხვა პეს­ტი­ცი­დე­ბის პრობ­ლე­მას არ ხსნის. მა­სა­ჩუ­სეტ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტმა, რო­მე­ლიც ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს გა­მოქ­ვეყ­ნდა, აჩ­ვე­ნა, რომ მხო­ლოდ სო­დი­ან წყალ­ში 15 წუ­თით დალ­ბო­ბის და გა­რე­ცხვის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ვაშ­ლის კან­ში ზო­გი­ერ­თი პეს­ტი­ცი­დის რა­ო­დე­ნო­ბამ და­იკ­ლოს.

მაია ქვარ­ცხა­ვა

წყა­რო: amerikiskhma.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

შობადობიდან კიბომდე - რა ზიანს აყენებს ორგანიზმს პესტიციდებით დაბინძურებული ხილი და ბოსტნეული

შობადობიდან კიბომდე - რა ზიანს აყენებს ორგანიზმს პესტიციდებით დაბინძურებული ხილი და ბოსტნეული

იმ ხილის და ბოსტნეულის მიღება, რომელშიც მაღალია პესტიციდების შემცველობა, ქალებში შესაძლოა, დაბალ შობადობას უკავშირდებოდეს, ნათქვამია სამეცნიერო ჟურნალ "ჯამაში" 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელშიც 325 ქალი მონაწილეობდა. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმაც აჩვენა, რომ პესტიციდებით დაბინძურებულ გარემოსთან ადეკვატური კონცენტრაციით გაკეთებული პესტიციდების ინექციის შემთხვევაში, ცოცხალი ნაყოფით მშობიარობის შანსები მცირდებოდა. ორგანიზმზე პესტიციდების ზემოქმედებასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას "ამერიკის ხმა" აქვეყნებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერებმა ის ფაქტორები შეისწავლეს, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. მათვე აღმოაჩინეს, რომ სუპერმარკეტში გაყიდულ ზოგიერთ პროდუქტში პესტიციდების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია, მაგალითად მარწყვში, ისპანახში და წიწაკაში. შედარებით დაბალი იყო ლობიოში და ავოკადოში.

ბრიტანულ სუპერმარკეტში გაყიდულ პროდუქტებში ქიმიკატების რაოდენობა ბოლო 40 წელიწადში 17-ჯერ გაიზარდა. ეს მონაცემები 20 ნოემბერს გახდა ცნობილი, მედიცინის სამეფო საზოგადოების კონფერენციაზე, სადაც მოხსენებით გამოვიდა ორგანიზაცია "ნიადაგის ასოციაცია". ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ორგანულად მოყვანილ პროდუქტებზე სერტიფიკატს გასცემს. პესტიციდებით განსაკუთრებით დაბინძურებულ სხვა პროდუქტებთან ერთად, დასახელებული იყო ხორბალი, ხახვი, ჭარხალი და კარტოფილი, რომელშიც 1960 წლიდან მოყოლებული, პესტიციდების რაოდენობა პროგრესულად იზრდება. ინფორმაციას კონფერენციის შესახებ ბრიტანული გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" აქვეყნებს.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ტოქსიკური პესტიციდების რეგულარულად მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ცალკეული ქიმიკატი შესაძლოა მცირე დოზით ტოქსიკური არ იყოს, მაგრამ სხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში, ე.წ. "ტოქსიკური კოქტეილები" წარმოიქმნება, რომელიც უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა კიბო, ინსულტი და ინფარქტი.

ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პესტიციდების შემცველი საკვების მიღება ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს აუტიზმს. 2017 წლის დასაწყისში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ პესტიციდებს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე კატასტროფული შედეგი აქვს. "პესტიციდებთან ქრონიკული შეხება უკავშირდება კიბოს, ალცჰაიმერს, პარკინსონს, ჰორმონალურ დარღვევებს, გონებრივი განვითარების პრობლემებს და სტერილობას" - ნათქვამია ანგარიშში.

შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი პესტიციდებით ორგანიზმისთვის მიყენებული მრავალი ტიპის ზიანს შორის ასახელებს დაავადებათა ფართო სპექტრს, მათ შორის: კანცეროგენულს, ნევროლოგიურს, რეპროდუქტიულს, დერმატოლოგიურს, გასტროენტეროლოგიურს. მაღალი დოზით მიღება შესაძლოა ჰოსპიტალიზაციით და დაღუპვითაც დასრულდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, პესტიციდები კანცეროგენულია (შესაძლოა გამოიწვიოს კიბო), ნეიროტოქსიკურია (შეუძლია თავის ტვინის დაზიანება) და ტერატოგენური (ორსულის ნაყოფის დაზიანება შეუძლია).

მკვლევარები ფიქრობენ, რომ პესტიციდები განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობით გროვდება მცენარეების კანში. ის მცენარეები, რომელსაც სქელი კანი აქვს (მაგალითად, ავოკადო, ნესვი, გოგრა), შესაძლოა მეტად დაცული იყოს. მეცნიერები გვირჩევენ, შეძლებისდაგვარად ორგანულად მოყვანილი პროდუქტი შევიძინოთ და ასევე გვაფრთხილებენ, რომ წყლით კარგად გარეცხვა პესტიციდების პრობლემას არ ხსნის. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ მხოლოდ სოდიან წყალში 15 წუთით დალბობის და გარეცხვის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ვაშლის კანში ზოგიერთი პესტიციდის რაოდენობამ დაიკლოს.

მაია ქვარცხავა

წყარო: amerikiskhma.com

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი