პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმარ იდიგოვი - აჰმედ ჩატაევი საქართველოსთვის არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი გაეკეთებინა
უმარ იდიგოვი - აჰმედ ჩატაევი საქართველოსთვის არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი გაეკეთებინა

"აჰ­მედ ჩა­ტა­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ იყო ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ ამ ქვეყ­ნის­თვის ცუდი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ალ­ბათ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და იმე­დი ჰქონ­და, რომ ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ექ­ნე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" "კავ­კა­სი­ის ხალ­ხთა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფონ­დის" პრე­ზი­დენ­ტმა უმარ იდი­გოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

იდი­გო­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ლიკ­ვი­დი­რე­ბულ­თა შო­რის ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვია. მი­სი­ვე თქმით, ბოლო პე­რი­ო­დამ­დე სურ­ვი­ლი ჰქონ­და, რომ გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ­ში ჩა­ტა­ე­ვი გა­რე­უ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. იგი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ჩა­ტა­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ რა­მეს არ გა­ა­კე­თებ­და და ამის სა­ფუძ­ვე­ლიც არ ყო­ფი­ლა.

"და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წინ მე და­მი­კავ­შირ­დნენ ჩა­ტა­ე­ვის ახ­ლობ­ლე­ბი და მი­თხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა სურ­და, მაგ­რამ მე ეს აღ­ვიქ­ვი, რო­გორც ხუმ­რო­ბა. ვუ­პა­სუ­ხე, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ჩა­ტა­ე­ვი ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნა­შია და ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ ჩა­მო­ვი­დო­და, ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ცუდი იქ­ნე­ბო­და, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ფაქ­ტობ­რი­ვად ბეწ­ვზე კი­დია. ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი მტე­რი გვყავს, რომ­ლე­ბიც ელო­დე­ბი­ან მცი­რე პრო­ვო­კა­ცი­ას, რომ აქ რამე მოხ­დეს", – გა­ნა­ცხა­და უმარ იდი­გოვ­მა.

"კავ­კა­სი­ის ხალ­ხთა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფონ­დის" პრე­ზი­დენ­ტი ასე­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ამ პი­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ უწარ­მო­ე­ბი­ათ. მი­სი­ვე თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ის აუ­ცი­ლებ­ლად იპოვ­ნი­და სა­ერ­თო ენას ჩეჩ­ნებ­თან.

"არ არ­სე­ბობს, რომ მე ვერ ვი­პო­ვო სა­ერ­თო ენა ჩეჩ­ნებ­თან. ეს აუ­ცი­ლებ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, არ მომ­ხდა­რი­ყო ეს ტრა­გე­დია. ისი­ნი არ აპი­რებ­დნენ არა­ფე­რი ცუ­დის გა­კე­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ხში­რად ვსა­უბ­რობ­დი ამა­ზე. ცხრა­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში ბევ­რი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე ცხოვ­რობს. მათ შე­ეძ­ლოთ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა მძევ­ლე­ბად აეყ­ვა­ნათ და ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ეს არ მომ­ხდა­რა. აქე­დან შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ტა­ნოთ დას­კვნა, რომ ისი­ნი არ იყ­ვნენ ტე­რო­რის­ტე­ბი. მე არ მგო­ნია ისი­ნი ისე­თი მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, რომ ეს არ შე­ეძ­ლოთ. შეც­დო­მა იყო ის, რომ ჩვენ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა არ მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს, მო­ლა­პა­რა­კე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ამ ხალ­ხთან. ეს რომ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბო­და მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა. არ ვიცი, რა­ტომ არ გა­ა­კე­თეს ეს", – გა­ნა­ცხა­და უმარ იდი­გოვ­მა.

იდი­გოვ­მა სპე­ო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლულ­თა ცხედ­რე­ბის სა­კი­თხზეც ისა­უბ­რა. "მთავ­რო­ბას­თან გვქონ­და სა­უ­ბა­რი, რომ არა­ნა­ი­რი მო­თხოვ­ნა ცხედ­რე­ბის გა­და­ცე­მა­ზე არ იქ­ნე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა აჩ­ვე­ნებს, ვინ ვინ არის. და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას და მხო­ლოდ ეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ. გარ­დაც­ვლილ­თა ცხედ­რე­ბი ვის რა­ღა­ში სჭირ­დე­ბა", – გა­ნა­ცხა­და "კავ­კა­სი­ის ხალ­ხთა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფონ­დის" ხელ­მძღვა­ნელ­მა.

იდი­გო­ვის­თვის უც­ნო­ბია, ვინ იყო ჩა­ტა­ე­ვან ერ­თად სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას მოკ­ლუ­ლი ორი პირი. მი­სი­ვე თქმით, იცის, რომ ორი და­ღეს­ტნე­ლი იყო, თუმ­ცა ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი არ აქვს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩა­ტა­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცუდს არა­ფერს გა­ა­კე­თებ­და" - უმარ იდი­გო­ვი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

უმარ იდიგოვი - აჰმედ ჩატაევი საქართველოსთვის არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი გაეკეთებინა

უმარ იდიგოვი - აჰმედ ჩატაევი საქართველოსთვის არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი გაეკეთებინა

"აჰმედ ჩატაევი საქართველოსთვის არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ამ ქვეყნისთვის ცუდი გაეკეთებინა. ალბათ ჩამოვიდა საქართველოში და იმედი ჰქონდა, რომ ნორმალური ცხოვრება ექნებოდა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" "კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" პრეზიდენტმა უმარ იდიგოვმა განაცხადა.

იდიგოვი დარწმუნებულია, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევია. მისივე თქმით, ბოლო პერიოდამდე სურვილი ჰქონდა, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარში ჩატაევი გარეული არ ყოფილიყო. იგი დარწმუნებული იყო, რომ ჩატაევი საქართველოში ასეთ რამეს არ გააკეთებდა და ამის საფუძველიც არ ყოფილა.

"დაახლოებით ორი თვის წინ მე დამიკავშირდნენ ჩატაევის ახლობლები და მითხრეს, რომ საქართველოში ჩამოსვლა სურდა, მაგრამ მე ეს აღვიქვი, როგორც ხუმრობა. ვუპასუხე, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ჩატაევი ინტერპოლით ძებნაშია და ეს შეუძლებელია. საქართველოში თუ ჩამოვიდოდა, ეს საქართველოსთვის ცუდი იქნებოდა, რადგან საქართველო ფაქტობრივად ბეწვზე კიდია. ჩვენ ძალიან ბევრი მტერი გვყავს, რომლებიც ელოდებიან მცირე პროვოკაციას, რომ აქ რამე მოხდეს", – განაცხადა უმარ იდიგოვმა.

"კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" პრეზიდენტი ასევე დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველებს ამ პირებთან მოლაპარაკებები არ უწარმოებიათ. მისივე თქმით, მოლაპარაკებები რომ ყოფილიყო, ის აუცილებლად იპოვნიდა საერთო ენას ჩეჩნებთან.

"არ არსებობს, რომ მე ვერ ვიპოვო საერთო ენა ჩეჩნებთან. ეს აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა და მათი გათავისუფლებაც საშუალება იქნებოდა, არ მომხდარიყო ეს ტრაგედია. ისინი არ აპირებდნენ არაფერი ცუდის გაკეთებას საქართველოში. ამაში დარწმუნებული ვარ. ხშირად ვსაუბრობდი ამაზე. ცხრასართულიან კორპუსში ბევრი მშვიდობიანი მოსახლე ცხოვრობს. მათ შეეძლოთ მშვიდობიანი მოსახლეობა მძევლებად აეყვანათ და ულტიმატუმი წამოეყენებინათ. ეს არ მომხდარა. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ისინი არ იყვნენ ტერორისტები. მე არ მგონია ისინი ისეთი მოუმზადებლები ყოფილიყვნენ, რომ ეს არ შეეძლოთ. შეცდომა იყო ის, რომ ჩვენმა სამართალდამცველმა ორგანოებმა არ მისცეს საშუალება ადამიანებს, მოლაპარაკება ყოფილიყო ამ ხალხთან. ეს რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა მათთან მოლაპარაკება. არ ვიცი, რატომ არ გააკეთეს ეს", – განაცხადა უმარ იდიგოვმა.

იდიგოვმა სპეოპერაციის დროს მოკლულთა ცხედრების საკითხზეც ისაუბრა. "მთავრობასთან გვქონდა საუბარი, რომ არანაირი მოთხოვნა ცხედრების გადაცემაზე არ იქნება. გამოძიება აჩვენებს, ვინ ვინ არის. დაველოდოთ გამოძიებას და მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. გარდაცვლილთა ცხედრები ვის რაღაში სჭირდება", – განაცხადა "კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" ხელმძღვანელმა.

იდიგოვისთვის უცნობია, ვინ იყო ჩატაევან ერთად სპეცოპერაციისას მოკლული ორი პირი. მისივე თქმით, იცის, რომ ორი დაღესტნელი იყო, თუმცა ზუსტი მონაცემები არ აქვს.

იხილეთ ვიდეო: "დარწმუნებული ვარ, რომ ჩატაევი საქართველოში ცუდს არაფერს გააკეთებდა" - უმარ იდიგოვი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ