პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოტყუებული ქართველი ემიგრანტის ისტორია, რომელიც საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ - "ტა­ლა­ხი­ა­ნი თი­თე­ბით მა­კა­რონ­სა და ბრინჯს ვჭამ­დით"
მოტყუებული ქართველი ემიგრანტის ისტორია, რომელიც საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ - "ტა­ლა­ხი­ა­ნი თი­თე­ბით მა­კა­რონ­სა და ბრინჯს ვჭამ­დით"

ემიგ­რან­ტო­ბა იოლი სუ­ლაც არ არის. თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც სამ­შობ­ლო და­ტო­ვა და თა­ვის სარ­ჩე­ნად უცხო­ეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, თა­ვი­სი სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვი აქვს მო­სა­ყო­ლი. თა­ვი­დან ყვე­ლას უჭირს, შემ­დეგ ალ­ღოს უღე­ბენ და იქა­ურ პი­რო­ბებს ეგუ­ე­ბი­ან.

რუ­სუ­დან კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი სა­ნამ ვე­ნა­ში მოხ­ვ­დე­ბო­და, ჯერ "სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მ­ში" მოხ­ვ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ში­ში­სა და როზ­გის ქვეშ უწევ­და მო­ნუ­რი შრო­მა. თავს კი გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა.

- ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ­დი. ქმარ­მა და მის­მა ოჯახ­მა არ გა­მი­მარ­თ­ლა. რომ შე­ვიტყ­ვე, ტყუპ­ზე ვი­ყა­ვი ფეხ­მ­ძი­მედ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ დე­დამ­თი­ლი მე­ჩხუ­ბა - რა­ტომ გყავს ტყუ­პი, რო­გორ ვარ­ჩი­ნო­თო. ვხვდე­ბო­დი, რომ ად­რე თუ გვი­ან, ოჯა­ხის დან­გ­რე­ვა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და. მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ დიპ­ლო­მი ვე­რა­ფერ­ში გა­მო­ვი­ყე­ნე. ვქსოვ­დი, ვკე­რავ­დი, ნამ­ცხ­ვ­რებს ვა­ცხობ­დი და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 500 დო­ლა­რი მო­ვაგ­რო­ვე. ამის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი ქმრის­გან და ერ­თი ოთა­ხი ვი­გი­რა­ვე, რაც მე და ჩემს შვი­ლებს ცალ­კე ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემ­და.

მა­შინ ბი­ჭე­ბი 8-წლი­სა­ნი იყ­ვ­ნენ. მარ­ტო ვზრდი­დი 2 შვილს, 4 ად­გილ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ თა­ვი ძლივს გაგ­ვ­ქონ­და. იმ პე­რი­ოდ­ში და­იწყო სა­მუ­შაო ვი­ზე­ბი ლიტ­ვა­ში. მითხ­რეს, რომ 6-თვი­ა­ნი ვი­ზა და ხელ­ფა­სი 1.200 ევ­რო მექ­ნე­ბო­და. გა­მი­ხარ­და, ვი­ფიქ­რე, - 6 თვით წა­ვალ, ცო­ტა ფულს მო­ვაგ­რო­ვებ და ჩა­მო­ვალ-მეთ­ქი.

რო­გორც შემ­პირ­დ­ნენ, ყვა­ვი­ლე­ბის ფაბ­რი­კა­ში უნ­და მე­მუ­შა­ვა. მე ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია მქონ­და და ვი­ფიქ­რე, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­საც ავი­მაღ­ლებ­დი. დავ­სა­ხე გეგ­მე­ბი: ჰო­ლან­დი­ას­თან ახ­ლო­საა ლიტ­ვა და კონ­ტ­რაქტს გა­ვა­ფორ­მებ, თან ვნა­ხავ, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ, რა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და რომ ჩა­მო­ვალ, ყვა­ვი­ლე­ბის მა­გარ სა­ლონს გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. ად­გილ­ზე ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე აღ­მოჩ­ნ­და, რომ ყ­ვე­ლა­ფე­რი ბლე­ფი იყო.

- კი, მაგ­რამ რო­გორ ენ­დეთ?

- იცით, აქე­დან 18 ადა­მი­ა­ნი წა­ვე­დით. ჩვენ­თან ერ­თად მო­დი­ო­და გო­გო, რო­მე­ლიც იმის ახ­ლო ნა­თე­სა­ვი იყო, ვინც ლიტ­ვა­ში გაგ­ვიშ­ვა. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ თა­ვი­სი­ანს ასეთ პი­რო­ბებ­ში გა­უშ­ვებ­და? შე­საძ­ლოა, არც იყო ნა­თე­სა­ვი და ჩვე­ნი ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად მოგ­ვაჩ­ვე­ნა ასე.

ად­გილ­ზე რომ ჩა­ვე­დით, თვით­მ­ფ­რი­ნავ­თან დაგ­ვ­ხ­ვ­დ­ნენ, ჩაგ­ვ­ს­ხეს ავ­ტო­ბუს­ში და 2 სა­ა­თის მე­რე მი­ვე­დით რო­მე­ლი­ღაც სო­ფელ­ში, სა­დაც დაგ­ვ­ხ­ვ­და ძვე­ლი, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის, ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ფაბ­რი­კა თუ ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც ამათ ჰქონ­დათ გა­და­კე­თე­ბუ­ლი. იმა­ვე ეზო­ში იდ­გა მე­ო­რე შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მუ­შე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი იყო. იქ მიგ­ვიყ­ვა­ნეს, გვითხ­რეს, რომ კონ­ტ­რაქ­ტ­ში შეც­დო­მა იყო და 1.200 ევ­როს მა­გივ­რად ავი­ღებ­დით 1.200 ლიტს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 200 ევ­რო იყო. თი­თო ოთახ­ში 8 ადა­მი­ანს გვე­ძი­ნა და ამა­ში 120 ევ­როს გვიქ­ვი­თავ­დ­ნენ. ხელ­ფა­სი­დან გვრჩე­ბო­და 80 ევ­რო, რი­თაც თა­ვი უნ­და გაგ­ვე­ტა­ნა.

- დარ­ჩით და უკან წა­მოს­ვ­ლა არ გიც­დი­ათ?

- რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ვა­ლად აღე­ბულ 2.500 დო­ლარს რო­გორ გა­და­ვიხ­დი­დი? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უკან ნაშ­რომ-ნა­წა­მე­ბი, თან "უკა­პი­კოდ" ბრუნ­დე­ბი. მე ის ვერ გავ­თ­ვა­ლე, რომ თუ ამ­ხე­ლა ხელ­ფა­სი იყო, რა­საც გვპირ­დე­ბოდ­ნენ, თვი­თონ ლიტ­ვე­ლე­ბი რა­ტომ არ მი­დი­ოდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ? თა­ნაც, ჩვე­ნი ვი­ზით მხო­ლოდ იმ ად­გი­ლას გვქონ­და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა და ასე უც­ბად ვერ დავ­ტო­ვებ­დი იქა­უ­რო­ბას. დრო მჭირ­დე­ბო­და, რა­მე რომ მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა. ჩვე­ნი უფ­რო­სი იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, მსუ­ქა­ნი ქა­ლი. სამ­ხედ­რო ფორ­მით, მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი ჩექ­მით და "დუ­ბინ­კით" და­დი­ო­და. ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო და ყვე­ლა­ფერს აზან­ზა­რებ­და. ნაც­ნო­ბე­ბი ჰყავ­და მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში, მი­ნის­ტ­რებ­თან მე­გობ­რობ­და და დი­დი გავ­ლე­ნაც ჰქონ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი შე­ეძ­ლო. ყველ­გან მოგ­ძებ­ნი­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მოტყუებული ქართველი ემიგრანტის ისტორია, რომელიც საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ - "ტა­ლა­ხი­ა­ნი თი­თე­ბით მა­კა­რონ­სა და ბრინჯს ვჭამ­დით"

მოტყუებული ქართველი ემიგრანტის ისტორია, რომელიც საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ - "ტა­ლა­ხი­ა­ნი თი­თე­ბით მა­კა­რონ­სა და ბრინჯს ვჭამ­დით"

ემიგ­რან­ტო­ბა იოლი სუ­ლაც არ არის. თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც სამ­შობ­ლო და­ტო­ვა და თა­ვის სარ­ჩე­ნად უცხო­ეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, თა­ვი­სი სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვი აქვს მო­სა­ყო­ლი. თა­ვი­დან ყვე­ლას უჭირს, შემ­დეგ ალ­ღოს უღე­ბენ და იქა­ურ პი­რო­ბებს ეგუ­ე­ბი­ან.

რუ­სუ­დან კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი სა­ნამ ვე­ნა­ში მოხ­ვ­დე­ბო­და, ჯერ "სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მ­ში" მოხ­ვ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ში­ში­სა და როზ­გის ქვეშ უწევ­და მო­ნუ­რი შრო­მა. თავს კი გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა.

- ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ­დი. ქმარ­მა და მის­მა ოჯახ­მა არ გა­მი­მარ­თ­ლა. რომ შე­ვიტყ­ვე, ტყუპ­ზე ვი­ყა­ვი ფეხ­მ­ძი­მედ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ დე­დამ­თი­ლი მეჩხუ­ბა - რა­ტომ გყავს ტყუ­პი, რო­გორ ვარ­ჩი­ნო­თო. ვხვდე­ბო­დი, რომ ად­რე თუ გვი­ან, ოჯა­ხის დან­გ­რე­ვა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და. მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ დიპ­ლო­მი ვე­რა­ფერ­ში გა­მო­ვი­ყე­ნე. ვქსოვ­დი, ვკე­რავ­დი, ნამ­ცხ­ვ­რებს ვაცხობ­დი და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 500 დო­ლა­რი მო­ვაგ­რო­ვე. ამის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი ქმრის­გან და ერ­თი ოთა­ხი ვი­გი­რა­ვე, რაც მე და ჩემს შვი­ლებს ცალ­კე ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემ­და.

მა­შინ ბი­ჭე­ბი 8-წლი­სა­ნი იყ­ვ­ნენ. მარ­ტო ვზრდი­დი 2 შვილს, 4 ად­გილ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ თა­ვი ძლივს გაგ­ვ­ქონ­და. იმ პე­რი­ოდ­ში და­იწყო სა­მუ­შაო ვი­ზე­ბი ლიტ­ვა­ში. მითხ­რეს, რომ 6-თვი­ა­ნი ვი­ზა და ხელ­ფა­სი 1.200 ევ­რო მექ­ნე­ბო­და. გა­მი­ხარ­და, ვი­ფიქ­რე, - 6 თვით წა­ვალ, ცო­ტა ფულს მო­ვაგ­რო­ვებ და ჩა­მო­ვალ-მეთ­ქი.

რო­გორც შემ­პირ­დ­ნენ, ყვა­ვი­ლე­ბის ფაბ­რი­კა­ში უნ­და მე­მუ­შა­ვა. მე ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია მქონ­და და ვი­ფიქ­რე, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­საც ავი­მაღ­ლებ­დი. დავ­სა­ხე გეგ­მე­ბი: ჰო­ლან­დი­ას­თან ახ­ლო­საა ლიტ­ვა და კონ­ტ­რაქტს გა­ვა­ფორ­მებ, თან ვნა­ხავ, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ, რა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და რომ ჩა­მო­ვალ, ყვა­ვი­ლე­ბის მა­გარ სა­ლონს გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. ად­გილ­ზე ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე აღ­მოჩ­ნ­და, რომ ყ­ვე­ლა­ფე­რი ბლე­ფი იყო.

- კი, მაგ­რამ რო­გორ ენ­დეთ?

- იცით, აქე­დან 18 ადა­მი­ა­ნი წა­ვე­დით. ჩვენ­თან ერ­თად მო­დი­ო­და გო­გო, რო­მე­ლიც იმის ახ­ლო ნა­თე­სა­ვი იყო, ვინც ლიტ­ვა­ში გაგ­ვიშ­ვა. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ თა­ვი­სი­ანს ასეთ პი­რო­ბებ­ში გა­უშ­ვებ­და? შე­საძ­ლოა, არც იყო ნა­თე­სა­ვი და ჩვე­ნი ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად მოგ­ვაჩ­ვე­ნა ასე.

ად­გილ­ზე რომ ჩა­ვე­დით, თვით­მ­ფ­რი­ნავ­თან დაგ­ვ­ხ­ვ­დ­ნენ, ჩაგ­ვ­ს­ხეს ავ­ტო­ბუს­ში და 2 სა­ა­თის მე­რე მი­ვე­დით რო­მე­ლი­ღაც სო­ფელ­ში, სა­დაც დაგ­ვ­ხ­ვ­და ძვე­ლი, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის, ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ფაბ­რი­კა თუ ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც ამათ ჰქონ­დათ გა­და­კე­თე­ბუ­ლი. იმა­ვე ეზო­ში იდ­გა მე­ო­რე შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მუ­შე­ბის საცხოვ­რე­ბე­ლი იყო. იქ მიგ­ვიყ­ვა­ნეს, გვითხ­რეს, რომ კონ­ტ­რაქ­ტ­ში შეც­დო­მა იყო და 1.200 ევ­როს მა­გივ­რად ავი­ღებ­დით 1.200 ლიტს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 200 ევ­რო იყო. თი­თო ოთახ­ში 8 ადა­მი­ანს გვე­ძი­ნა და ამა­ში 120 ევ­როს გვიქ­ვი­თავ­დ­ნენ. ხელ­ფა­სი­დან გვრჩე­ბო­და 80 ევ­რო, რი­თაც თა­ვი უნ­და გაგ­ვე­ტა­ნა.

- დარ­ჩით და უკან წა­მოს­ვ­ლა არ გიც­დი­ათ?

- რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ვა­ლად აღე­ბულ 2.500 დო­ლარს რო­გორ გა­და­ვიხ­დი­დი? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უკან ნაშ­რომ-ნა­წა­მე­ბი, თან "უკა­პი­კოდ" ბრუნ­დე­ბი. მე ის ვერ გავ­თ­ვა­ლე, რომ თუ ამ­ხე­ლა ხელ­ფა­სი იყო, რა­საც გვპირ­დე­ბოდ­ნენ, თვი­თონ ლიტ­ვე­ლე­ბი რა­ტომ არ მი­დი­ოდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ? თა­ნაც, ჩვე­ნი ვი­ზით მხო­ლოდ იმ ად­გი­ლას გვქონ­და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა და ასე უც­ბად ვერ დავ­ტო­ვებ­დი იქა­უ­რო­ბას. დრო მჭირ­დე­ბო­და, რა­მე რომ მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა. ჩვე­ნი უფ­რო­სი იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, მსუ­ქა­ნი ქა­ლი. სამ­ხედ­რო ფორ­მით, მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი ჩექ­მით და "დუ­ბინ­კით" და­დი­ო­და. ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო და ყვე­ლა­ფერს აზან­ზა­რებ­და. ნაც­ნო­ბე­ბი ჰყავ­და მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში, მი­ნის­ტ­რებ­თან მე­გობ­რობ­და და დი­დი გავ­ლე­ნაც ჰქონ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი შე­ეძ­ლო. ყველ­გან მოგ­ძებ­ნი­და... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი