პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად დოკუ უმაროვის ავტორიტეტმა გადაარჩინა საქართველო, მეორედ ალ-შიშანის..." - ზაალ კასრელიშვილი
"პირველად დოკუ უმაროვის ავტორიტეტმა გადაარჩინა საქართველო, მეორედ ალ-შიშანის..." - ზაალ კასრელიშვილი

"თბი­ლის­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას მოკ­ლუ­ლი ერთ-ერთი პირი ნამ­დვი­ლად ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვია" - ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა "კავ­კაზ­სკი უზე­ლის" კო­რეს­პონ­დენტს "კავ­კა­სი­ის ხალ­ხთა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფონ­დის" პრე­ზი­დენ­ტმა უმარ იდი­გოვ­მა გა­ნუ­ცხა­და. აღ­ნიშ­ნულს არ უარ­ყო­ფენ, თუმ­ცა არც ადას­ტუ­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

რას ცვლის ჩა­ტა­ე­ვის ჩარ­თუ­ლო­ბა სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში და რა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეა სა­ქარ­თვე­ლო? - "რა­დიო პა­ლიტ­რის" გა­და­ცე­მა "შუ­ა­დღის სტუ­დი­ა­ში" რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ანა­ლი­ტი­კოს­მა ზაალ კას­რე­ლიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა.

მისი თქმით, თუ და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის ორი ვერ­სია არ­სე­ბობს:

"ერთი ვა­რი­ან­ტია შე­მო­პარ­ვა, მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი­სუფ­ლებ­ლო სტრუქ­ტუ­რებ­ში, ოპო­ზი­ცი­ა­ში და სხვა სტრუქ­ტუ­რებ­ში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტე­ბი. რო­დე­საც კი­თხვის ნი­შა­ნი ის­მის, გა­ვარ­კვი­ოთ თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით მოქ­მე­დებ­და ეს ჯგუ­ფი თუ გა­რე­დან იმარ­თე­ბო­და, როცა ეს გა­ირ­კვე­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით გვე­ცო­დი­ნე­ბა რა­შია საქ­მე. შემ­დეგ FBI უნდა დაგ­ვეხ­მა­როს ამა­ში, რომ გა­ვარ­კვი­ოთ შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო: შე­მო­ი­პა­რა, შე­მო­ა­პა­რეს, თუ ჩა­ნერ­გეს. ამის გარ­კვე­ვას სჭირ­დე­ბა ყვე­ლა მარ­შრუ­ტი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლამ­დე და შე­მოს­ვლის შემ­დეგ ჰქონ­და, ვინ შე­მო­იყ­ვა­ნა და ფი­ნან­სუ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ვინ იყო...

...ჩვენ პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან ამ აზ­რზე ვართ და შემ­დეგ კავ­კა­სი­ე­ლებ­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ მათ რუ­სეთ­ში გა­დას­ვლა უნ­დო­დათ. ეს მე­ო­რე უბე­დუ­რე­ბას მოგ­ვი­ტან­და... იქ რუსი დახ­ვდე­ბო­და, და­ხო­ცავ­დნენ ამათ და დაგ­ვბრალ­დე­ბო­და ჩვენ რომ ვამ­ზა­დებთ ტე­რო­რის­ტებს, გა­ვუშ­ვით ეს ტე­რო­რის­ტე­ბი და სა­ნამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი გა­არ­კვევ­და მტყუ­ან-მარ­თალს, პან­კის­ში შე­მო­ვი­დოდ­ნენ... პან­კი­სი არის სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­მაღ­ლე რუ­სე­თის­თვის. სამი პირი აქვს: აფხა­ზე­თი, ცხინ­ვა­ლი, თუ პან­კის­შიც აი­ღებს სი­მაღ­ლეს, კავ­კა­სი­ის მთელ პე­რი­მეტრს აკონ­ტრო­ლებს ჩრდი­ლო­ეთ­შიც და სამ­ხრეთ­შიც" - აღ­ნიშ­ნა კას­რე­ლიშ­ვილ­მა.

შე­კი­თხვა­ზე, ხომ არ არის ეს გა­მო­ძა­ხი­ლი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" და­სუს­ტე­ბი­სა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, რომ­ლის მებ­რძო­ლე­ბი გა­ი­ფანტნენ მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლო­შიც მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ, ანა­ლი­ტი­კოს­მა უპა­სუ­ხა:

"ხა­ლი­ფა­ტის ენ­ტრა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა და­ი­შა­ლა ლე­გი­ო­ნე­ბად, ათასე­უ­ლე­ბად, ასე­უ­ლე­ბად, ათე­უ­ლე­ბად... და­ი­შალ­ნენ, ფორ­მა შე­იც­ვა­ლეს, ჰიბ­რი­დულ ომზე გა­და­ვიდ­ნენ და ყვე­ლას თა­ვი­სი სა­კუ­რა­ტო­რო ტე­რი­ტო­რია აქვს. აქამ­დე გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს... ეს არ სი­ა­მოვ­ნებთ ქარ­თვე­ლებს, რა­საც ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ პირ­ვე­ლად დოკუ უმა­რო­ვის ავ­ტო­რი­ტეტ­მა გა­და­არ­ჩი­ნა სა­ქარ­თვე­ლო, მე­ო­რედ ალ-ში­შა­ნის ავ­ტო­რი­ტეტ­მა. მათ შო­რის, ჩა­ტა­ე­ვი ორ­ჯერ იყო გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შეხ­ვი­დე და ვერ ბე­დავ­და აქ შე­მოს­ვლას აქამ­დე, ახლა რო­გორ იქ­ნე­ბა არა­ვინ იცის..." - ამ­ბობს კას­რე­ლიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ გა­და­ცე­მა ვრცლად

"პირველად დოკუ უმაროვის ავტორიტეტმა გადაარჩინა საქართველო, მეორედ ალ-შიშანის..." - ზაალ კასრელიშვილი

"პირველად დოკუ უმაროვის ავტორიტეტმა გადაარჩინა საქართველო, მეორედ ალ-შიშანის..." - ზაალ კასრელიშვილი

"თბილისში სპეცოპერაციისას მოკლული ერთ-ერთი პირი ნამდვილად ახმედ ჩატაევია" - ამის შესახებ გამოცემა "კავკაზსკი უზელის" კორესპონდენტს "კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" პრეზიდენტმა უმარ იდიგოვმა განუცხადა. აღნიშნულს არ უარყოფენ, თუმცა არც ადასტურებენ საქართველოს ხელისუფლებაში.

რას ცვლის ჩატაევის ჩართულობა სპეცოპერაციაში და რა გამოწვევის წინაშეა საქართველო? - "რადიო პალიტრის" გადაცემა "შუადღის სტუდიაში" რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსმა ზაალ კასრელიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, თუ დაღუპულებს შორის ახმედ ჩატაევია, საერთაშორისო ძებნილის საქართველოში შემოსვლის ორი ვერსია არსებობს:

"ერთი ვარიანტია შემოპარვა, მეორე ვარიანტი - საქართველოს სახელისუფლებლო სტრუქტურებში, ოპოზიციაში და სხვა სტრუქტურებში მოკალათებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტები. როდესაც კითხვის ნიშანი ისმის, გავარკვიოთ თავისი ინიციატივით მოქმედებდა ეს ჯგუფი თუ გარედან იმართებოდა, როცა ეს გაირკვევა, დაახლოებით გვეცოდინება რაშია საქმე. შემდეგ FBI უნდა დაგვეხმაროს ამაში, რომ გავარკვიოთ შიდა სამზარეულო: შემოიპარა, შემოაპარეს, თუ ჩანერგეს. ამის გარკვევას სჭირდება ყველა მარშრუტი, რაც საქართველოში შემოსვლამდე და შემოსვლის შემდეგ ჰქონდა, ვინ შემოიყვანა და ფინანსური მხარდამჭერი ვინ იყო...

...ჩვენ პირველივე წუთიდან ამ აზრზე ვართ და შემდეგ კავკასიელებმაც დაგვიდასტურეს, რომ მათ რუსეთში გადასვლა უნდოდათ. ეს მეორე უბედურებას მოგვიტანდა... იქ რუსი დახვდებოდა, დახოცავდნენ ამათ და დაგვბრალდებოდა ჩვენ რომ ვამზადებთ ტერორისტებს, გავუშვით ეს ტერორისტები და სანამ საერთაშორისო სამართალი გაარკვევდა მტყუან-მართალს, პანკისში შემოვიდოდნენ... პანკისი არის სტრატეგიული სიმაღლე რუსეთისთვის. სამი პირი აქვს: აფხაზეთი, ცხინვალი, თუ პანკისშიც აიღებს სიმაღლეს, კავკასიის მთელ პერიმეტრს აკონტროლებს ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც" - აღნიშნა კასრელიშვილმა.

შეკითხვაზე, ხომ არ არის ეს გამოძახილი "ისლამური სახელმწიფოს" დასუსტებისა ახლო აღმოსავლეთში, რომლის მებრძოლები გაიფანტნენ მსოფლიოში და მათ შორის შესაძლოა საქართველოშიც მოხვედრილიყვნენ, ანალიტიკოსმა უპასუხა:

"ხალიფატის ენტრალური მმართველობა დაიშალა ლეგიონებად, ათასეულებად, ასეულებად, ათეულებად... დაიშალნენ, ფორმა შეიცვალეს, ჰიბრიდულ ომზე გადავიდნენ და ყველას თავისი საკურატორო ტერიტორია აქვს. აქამდე გარკვეულ დონეზე ხელშეუხებლობა ჰქონდა საქართველოს... ეს არ სიამოვნებთ ქართველებს, რასაც ვლაპარაკობ, მაგრამ პირველად დოკუ უმაროვის ავტორიტეტმა გადაარჩინა საქართველო, მეორედ ალ-შიშანის ავტორიტეტმა. მათ შორის, ჩატაევი ორჯერ იყო გაფრთხილებული, რომ საქართველოში არ შეხვიდე და ვერ ბედავდა აქ შემოსვლას აქამდე, ახლა როგორ იქნება არავინ იცის..." - ამბობს კასრელიშვილი.

იხილეთ გადაცემა ვრცლად

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."