10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კინაღამ მოკლეს მოსკოვში... პისტოლეტით დაადგა ვიღაც მთვრალი" - რას ყვება პატრიარქის მოსაყდრის მოსკოვურ ცხოვრებაზე მისი მეგობარი
"კინაღამ მოკლეს მოსკოვში... პისტოლეტით დაადგა ვიღაც მთვრალი" - რას ყვება პატრიარქის მოსაყდრის მოსკოვურ ცხოვრებაზე მისი მეგობარი

სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ მო­საყ­დრედ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­სა­ხე­ლა, 48 წლი­საა. მე­უ­ფე, ერის­კა­ცო­ბა­ში ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ის 53-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვირ­ტუ­ო­ზი მუ­სი­კო­სია - სწავ­ლობ­და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, უკ­რავს ჩე­ლო­ზე. თუმ­ცა, სწავ­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით აღარ გა­აგ­რძე­ლა და 24 წლის ასაკ­ში ბე­რად აღიკ­ვე­ცა. მისი ბავ­შვო­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" სა­უ­ბარ­ში პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, რე­ჟი­სო­რი გიო მგე­ლა­ძე. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- რო­გო­რი იყო მე­უ­ფე შიო ბავ­შვო­ბა­ში?

- წე­სი­ე­რი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლად აღ­ზრდი­ლი, კე­თი­ლი, ნა­თე­ლი, მშვი­დი, საყ­ვა­რე­ლი... 53-ე სკო­ლა, ქუჩა, ძვე­ლი ბი­ჭე­ბი - მე ვი­ყა­ვი ასე­თი და ელიზ­ბა­რი იყო ჩემი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი. ბავ­შვო­ბი­დან ჩე­ლო­ზე უკ­რავ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა კონ­კურსს იგებ­და. გა­ვი­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე და იქაც მო­ი­გო. ბავ­შვო­ბა­ში კონ­ცერ­ტებს ვუშ­ლი­დით ხოლ­მე. მუ­სი­კო­სებს ხომ "წი­კე­ბი" აქვთ და ელიზ­ბარ­საც ჰქონ­და. ჩვენ, ბავ­შვე­ბი კი, შტე­რე­ბი, წინა ად­გილ­ზე ვის­ხე­დით და რომ გა­მო­დი­ო­და ელიზ­ბა­რი დიდი ჩე­ლო­თი, სი­ცი­ლის­გან ვი­ხო­ცე­ბო­დით. მერე დე­და­მის­მა გვთხო­ვა: ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე ბოლო ად­გი­ლას დას­ხე­დი­თო.

წა­ი­კი­თხეთ: "პატ­რი­არ­ქს ის ძა­ლი­ან უყ­ვარს..." - რო­გორ აღიკ­ვე­ცა ბე­რად კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტი ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი

- რო­დის და­ი­წყო მე­უ­ფე შიომ ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა?

- ერ­თმა­ნე­თის ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან გვჯე­რო­და და გვჯე­რა. ჩვენ ფორ­მა­ლუ­რი ნათ­ლი­ა­ო­ბა, ან მეჯ­ვა­რე­ო­ბა არას­დროს გვქო­ნია. ერთ დღეს მო­ვი­და და მე­უბ­ნე­ბა: სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში უნდა ჩა­ვა­ბა­როო. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, მაგ­რამ, მე­უ­ფე შიოს წი­ნაპ­რე­ბის ალ­ბო­მებს რომ და­ათ­ვა­ლი­ე­რებ, თა­ო­ბა არ არის, ერთი-ორი სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ ჰყავ­დეს. ვკი­თხე: რად გინ­და სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია-მეთ­ქი, თე­ო­ლო­გია უნდა ვის­წავ­ლოო. იმ დროს შიო მღვი­მის მო­ნას­ტრი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი. ვუ­თხა­რი: ელიზ­ბარ, მოდი, შიო მღვი­მის მო­ნას­ტერ­ში წადი. იქ იყა­ვი რამ­დე­ნი ხა­ნიც გინ­და, ბიბ­ლი­ო­თე­კაა, ყვე­ლა­ფე­რი და მერე გა­და­წყვი­ტე-მეთ­ქი. წა­ვი­და და პირ­ვე­ლად, 5 წლის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და. ჯერ მორ­ჩი­ლე­ბა­ში იყო, მერე კაბა ჩა­იც­ვა და ნელ-ნელა მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდ­ნენ, მაგ­რამ შემ­დეგ, მთე­ლი ოჯა­ხი მორ­წმუ­ნე გახ­და. მეც ხში­რად ვა­კი­თხავ­დი, ვრჩე­ბო­დი.

- რო­გო­რი ემო­ცია გქონ­დათ, როცა გა­ი­გეთ პატ­რი­არ­ქის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ?

- თვი­თონ არ იცო­და და მე ეს ვიცი 5 წე­ლია, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად არა, ში­ნა­გა­ნად. პატ­რი­არ­ქს უყ­ვარს მე­უ­ფე შიო. გუ­შინ რამ­დენ­ჯერ­მე ვე­სა­უბ­რე და რომ ვუ­თხა­რი, ვი­ცო­დი-მეთ­ქი, იცი, რო­გორ გა­უკ­ვირ­და: სა­ი­დან იცი, მე გუ­შინ გა­ვი­გე, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვი­სო. რომ ლა­პა­რა­კო­ბენ მის მოს­კოვ­ში სწავ­ლა­ზე, არ უნდა ეს­წავ­ლა? ასე­თი სას­წავ­ლე­ბე­ლი ბევ­რგან არის? სა­დაც იყო, იქ წა­ვი­და. ჩემს სი­ძეს­თან ცხოვ­რობ­და: მი­დი­ო­და სას­წავ­ლე­ბელ­ში და მო­დი­ო­და სახ­ლშიო, ისე­თია, აუ­ცი­ლებ­ლად გა­გიჩ­ნდე­ბა პა­ტი­ვის­ცე­მა - რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტი, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი და ვინ­მეს თუ მო­ე­წო­ნა მოს­კოვ­ში, ეს რა­მეს ნიშ­ნავს? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლას მო­ე­წო­ნე­ბო­და და შე­უყ­ვარ­დე­ბო­და.

ცოტა ხანს მოს­კოვ­ში, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვა­რი იყო, მა­ში­ნაც ჩემს სი­ძეს­თან ცხოვ­რობ­და, დის ქმარ­თან, ბინა ჰქონ­და იქ. ერთხელ კი­ნა­ღამ მოკ­ლეს მოს­კოვ­ში - თავ­ზე პის­ტო­ლე­ტით და­ად­გა ვი­ღაც მთვრა­ლი: "ბლო­გოს­ლა­ვი ბა­ტი­უშ­კაო" (დამ­ლო­ცე მა­მაო). მრევ­ლმა უც­ბად გა­ნა­ი­ა­რა­ღა, გა­კო­ჭა… ერთხელ კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში მივფრი­ნავ­დი, ევ­რო­კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში. რუ­სეთ­ში, "ტა­მოჟ­ნი­ა­ზე" და­ა­პა­ტიმ­რეს ჩემი ფილ­მი. აღარ წა­ვე­დი, ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ვსვამ­დი ბევ­რს და გავ­ხდი ცუ­დად, ვკვდე­ბო­დი. მოს­კოვ­ში, სას­ტუმ­რო­ში ვი­ყა­ვი, მამა შიოს და­ვუ­რე­კე. მგო­ნი, ვკვდე­ბი-მეთ­ქი. ამ დროს ნო­მერ­ში შე­მო­დის მა­ღა­ლი, შა­ვა­ნა­ფო­რი­ა­ნი კაცი და ორი, თეთრ ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ფით­ქი­ნა ექი­მი. ვი­ფიქ­რე, მოვ­კვდი-მეთ­ქი… სამი დღე და ღამე არ გა­სუ­ლა ნომ­რი­დან. მივ­ლი­და, სას­წრა­ფო-სას­წრა­ფო­ზე მო­ყავ­და...

ნა­თია უტი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

წა­ი­კი­თხეთ: ვინ არის მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრედ და­სა­ხელ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"კინაღამ მოკლეს მოსკოვში... პისტოლეტით დაადგა ვიღაც მთვრალი" - რას ყვება პატრიარქის მოსაყდრის მოსკოვურ ცხოვრებაზე მისი მეგობარი

"კინაღამ მოკლეს მოსკოვში... პისტოლეტით დაადგა ვიღაც მთვრალი" - რას ყვება პატრიარქის მოსაყდრის მოსკოვურ ცხოვრებაზე მისი მეგობარი

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ რამდენიმე დღის წინ დაასახელა, 48 წლისაა. მეუფე, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ის 53-ე სკოლაში სწავლობდა და როგორც ამბობენ, ვირტუოზი მუსიკოსია - სწავლობდა კონსერვატორიაში, უკრავს ჩელოზე. თუმცა, სწავლა მუსიკალური მიმართულებით აღარ გააგრძელა და 24 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. მისი ბავშვობისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო დეტალებს იხსენებს ჟურნალ "თბილისელებთან" საუბარში პატრიარქის მოსაყდრის ბავშვობის მეგობარი, რეჟისორი გიო მგელაძე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორი იყო მეუფე შიო ბავშვობაში?

- წესიერი, ზრდილობიანი, არისტოკრატიულად აღზრდილი, კეთილი, ნათელი, მშვიდი, საყვარელი... 53-ე სკოლა, ქუჩა, ძველი ბიჭები - მე ვიყავი ასეთი და ელიზბარი იყო ჩემი მფარველი ანგელოზი. ბავშვობიდან ჩელოზე უკრავდა და საქართველოში ყველა კონკურსს იგებდა. გავიდა საერთაშორისო კონკურსზე და იქაც მოიგო. ბავშვობაში კონცერტებს ვუშლიდით ხოლმე. მუსიკოსებს ხომ "წიკები" აქვთ და ელიზბარსაც ჰქონდა. ჩვენ, ბავშვები კი, შტერები, წინა ადგილზე ვისხედით და რომ გამოდიოდა ელიზბარი დიდი ჩელოთი, სიცილისგან ვიხოცებოდით. მერე დედამისმა გვთხოვა: ყველა კონცერტზე ბოლო ადგილას დასხედითო.

წაიკითხეთ: "პატრიარქს ის ძალიან უყვარს..." - როგორ აღიკვეცა ბერად კონსერვატორიის სტუდენტი ელიზბარ მუჯირი

- როდის დაიწყო მეუფე შიომ ეკლესიური ცხოვრება?

- ერთმანეთის ყოველთვის ძალიან გვჯეროდა და გვჯერა. ჩვენ ფორმალური ნათლიაობა, ან მეჯვარეობა არასდროს გვქონია. ერთ დღეს მოვიდა და მეუბნება: სასულიერო სემინარიაში უნდა ჩავაბაროო. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ, მეუფე შიოს წინაპრების ალბომებს რომ დაათვალიერებ, თაობა არ არის, ერთი-ორი სასულიერო პირი არ ჰყავდეს. ვკითხე: რად გინდა სასულიერო სემინარია-მეთქი, თეოლოგია უნდა ვისწავლოო. იმ დროს შიო მღვიმის მონასტრიდან ახალი ჩამოსული ვიყავი. ვუთხარი: ელიზბარ, მოდი, შიო მღვიმის მონასტერში წადი. იქ იყავი რამდენი ხანიც გინდა, ბიბლიოთეკაა, ყველაფერი და მერე გადაწყვიტე-მეთქი. წავიდა და პირველად, 5 წლის შემდეგ ჩამოვიდა. ჯერ მორჩილებაში იყო, მერე კაბა ჩაიცვა და ნელ-ნელა მოხდა ყველაფერი. მშობლები ძალიან განიცდიდნენ, მაგრამ შემდეგ, მთელი ოჯახი მორწმუნე გახდა. მეც ხშირად ვაკითხავდი, ვრჩებოდი.

- როგორი ემოცია გქონდათ, როცა გაიგეთ პატრიარქის გადაწყვეტილების შესახებ?

- თვითონ არ იცოდა და მე ეს ვიცი 5 წელია, მაგრამ ინფორმაციულად არა, შინაგანად. პატრიარქს უყვარს მეუფე შიო. გუშინ რამდენჯერმე ვესაუბრე და რომ ვუთხარი, ვიცოდი-მეთქი, იცი, როგორ გაუკვირდა: საიდან იცი, მე გუშინ გავიგე, მოულოდნელი იყო ჩემთვისო. რომ ლაპარაკობენ მის მოსკოვში სწავლაზე, არ უნდა ესწავლა? ასეთი სასწავლებელი ბევრგან არის? სადაც იყო, იქ წავიდა. ჩემს სიძესთან ცხოვრობდა: მიდიოდა სასწავლებელში და მოდიოდა სახლშიო, ისეთია, აუცილებლად გაგიჩნდება პატივისცემა - რაფინირებული ინტელიგენტი, საინტერესო ადამიანი და ვინმეს თუ მოეწონა მოსკოვში, ეს რამეს ნიშნავს? დარწმუნებული ვარ, ყველას მოეწონებოდა და შეუყვარდებოდა.

ცოტა ხანს მოსკოვში, ქართული ეკლესიის წინამძღვარი იყო, მაშინაც ჩემს სიძესთან ცხოვრობდა, დის ქმართან, ბინა ჰქონდა იქ. ერთხელ კინაღამ მოკლეს მოსკოვში - თავზე პისტოლეტით დაადგა ვიღაც მთვრალი: "ბლოგოსლავი ბატიუშკაო" (დამლოცე მამაო). მრევლმა უცბად განაიარაღა, გაკოჭა… ერთხელ კოპენჰაგენში მივფრინავდი, ევროკინოაკადემიაში. რუსეთში, "ტამოჟნიაზე" დააპატიმრეს ჩემი ფილმი. აღარ წავედი, ვინერვიულე, ვსვამდი ბევრს და გავხდი ცუდად, ვკვდებოდი. მოსკოვში, სასტუმროში ვიყავი, მამა შიოს დავურეკე. მგონი, ვკვდები-მეთქი. ამ დროს ნომერში შემოდის მაღალი, შავანაფორიანი კაცი და ორი, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ფითქინა ექიმი. ვიფიქრე, მოვკვდი-მეთქი… სამი დღე და ღამე არ გასულა ნომრიდან. მივლიდა, სასწრაფო-სასწრაფოზე მოყავდა...

ნათია უტიაშვილი

ჟურნალი "თბილისელები"

წაიკითხეთ: ვინ არის მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ დასახელდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი